2 წუთი წასაკითხად
როგორ ვიყიდოთ ან გავყიდოთ დოლარი, ევრო და ლარი სტანდარტულზე უკეთესი კურსით
26 აგვ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ამიერიდან, კომფორტსა და თანხის დაზოგვას შორის არჩევანის გაკეთება არ მოგიწევს. საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში დოლარს, ევროს და ლარს სპეციალური, სტანდარტულზე უკეთესი კურსით შეიძენ ან გაყიდი – თუ სტუდენტური ბარათით, M ან L საბანკო ნაკრებით ან SOLO პაკეტებით სარგებლობ.
სპეციალური კურსით ვალუტის კონვერტაციას დისტანციურად, 24/7 რეჟიმში და მომენტალურად შეძლებ, რაც დროსა და რესურსებს მაქსიმალურად დაგიზოგავს.
მობილბანკსა და ინტერნეტბანკში პროცესი სულ რამდენიმე წამში სრულდება და უსაფრთხოებაშიც 100%-ით დარწმუნებული ხარ.
წარმოიდგინე, სამოგზაუროდ ხარ, უცებ რაღაცის ყიდვა დაგჭირდა და ანგარიშზე ევრო არ გაქვს. ამ დროს ზედმეტ ნაბიჯებზე ნერვიულობა აღარ მოგიწევს, უბრალოდ შედი მობილბანკში, რამდენიმე წამში გადაცვალე თანხა სპეციალური კურსით და საჭირო ვალუტას მომენტალურად, პირდაპირ შენს ანგარიშზე მიიღებ, რის შემდეგაც მშვიდად გააგრძელებ დასვენებას.
როგორ ვისარგებლო სპეციალური კურსით?
სპეციალური კურსით სარგებლობისთვის მხოლოდ საქართველოს ბანკის საბანკო ნაკრები ან SOLO პაკეტი გჭირდება. თითოეული მათგანი ყოველდღიურ საბანკო სერვისებს აერთიანებს, რაც საშუალებას გაძლევს, ერთად მიიღო საბანკო მხარდაჭერა და მაქსიმალურად დაზოგო თანხა. ამ პროდუქტების ერთ-ერთი უპირატესობა კი სწორედ ლარის, დოლარისა და ევროს სპეციალური კურსია.
აი, რა უნდა იცოდე ნაკრებების ლიმიტებზე:
- Student Card-ის მფლობელებისთვის: ვალუტის (GEL, USD, EUR) კონვერტაციებზე ყოველთვიური ლიმიტი: 1,500₾
- M ნაკრები: სპეციალური უკეთესი კურსით კონვერტაციის ყოველთვიური ლიმიტი 3,000 ლარია (GEL, USD, EUR)
- L ნაკრები: სპეციალური კურსის ყოველთვიური ლიმიტი – 5,000 ლარია (GEL, USD, EUR)
სპეციალური კურსის გარდა, ნაკრებს სხვა ბევრი უპირატესობაც მოჰყვება. მაგალითად, ბანკომატიდან თანხის განაღდებას საკომისიოს გარეშე შეძლებ და თანაც, გაზრდილი ლიმიტებით ისარგებლებ. ყველა უპირატესობასა და პირობას დეტალურად ამ ბმულზე ნახავ.
როგორ ავირიდო ზედმეტი ხარჯი?
თუ უცხოური საიტებიდან ნივთებს იწერ, სხვადასხვა პლატფორმის ყოველთვიურ გამოწერებს იხდი, ან სულაც მოგზაურობას გეგმავ, შეგიძლია წინასწარ გადაცვალო თანხა შესაბამის ვალუტაში (USD ან EUR) და თავიდან აირიდო ავტომატური კონვერტაცია:
- როცა ბარათზე მხოლოდ ლარი გაქვს და გადახდას უცხოურ ვალუტაში ასრულებ, სისტემა თანხას ავტომატურად, სტანდარტული კურსით აკონვერტირებს. თუ თანხას მობილბანკში წინასწარ გადაცვლი, ავტომატური კონვერტაციის დანაკარგს თავიდან აირიდებ და უკეთესი კურსით ისარგებლებ.
- საერთაშორისო პლატფორმებზე ნივთების გამოწერისას თუ ბილეთების შეძენისას, თუ საფასურს ლარით გადაიხდი, ტრანზაქციას 1.5%-იანი საკომისიო ჩამოეჭრება (მაქსიმუმ 10 ლარი). იმისთვის, რომ არ მოგიწიოს აღნიშნული პროცენტის გადახდა, შეგიძლია ანგარიშსწორება უცხოურ ვალუტაში განახორციელო, თუ ონლაინ პლატფორმას ამის შესაძლებლობა აქვს.
ასე რომ აღარ დაკარგო დრო და თანხა, გაიაქტიურე ნაკრები და ისარგებლე სპეციალური ვალუტის კურსით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.