Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკის ახალი SUPER ნაკრები - მიიღე სუპერ შესაძლებლობები

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ახალ SUPER ნაკრებსა და სუპერ PLUS Visa ბარათს სთავაზობს.

თუ საბანკო ბარათით ხშირად სარგებლობ, უცხოურ ვალუტას აკონვერტირებ, PLUS ქულებს აქტიურად აგროვებ, ხშირად სარგებლობ ჩვენი შეთავაზებებით ან სხვა ბანკებში რიცხავ თანხას, ახალი ნაკრები სწორედ შენთვისაა: S, M და L ნაკრებებთან ერთად, ჩვენს შეთავაზებებს SUPER ნაკრები დაემატა, რომელიც სუპერ შესაძლებლობებს გთავაზობს და ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობასაც გაძლევს.

ის ერთ პროდუქტში აერთიანებს ყველაფერს, რაც ყოველდღიური ფინანსების კომფორტულად მართვისთვის გჭირდება.

რა შედის SUPER ნაკრებში?

1. ბარათი სუპერ შესაძლებლობებით: სუპერ PLUS Visa ბარათი

ნაკრებთან ერთად იღებ სუპერ PLUS Visa ბარათს, რომლითაც ყოველდღიური შოპინგი მეტი PLUS ქულის დაგროვებისა და დაზოგვის შესაძლებლობა ხდება:

  • მეტი PLUS ქულა: ყოველ დახარჯულ 1 ლარზე გერიცხება 2.1 PLUS ქულა.
  • გაორმაგებული ქულები: სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე გადახდისას PLUS ქულები ორმაგდება (თვეში გაორმაგებით მაქს. 10 000 ქულა).
  • პერსონალური შეთავაზებები: ყოველთვე მობილბანკში თავად ირჩევ სასურველ შეთავაზებებს, სადაც კიდევ უფრო მეტ ქულას დააგროვებ.
  • ფასდაკლებები ქულებით გადახდისას: პარტნიორ ობიექტებში PLUS-ებით გადახდისას მუდმივად მინიმუმ 20% და მაქსიმუმ 50%-მდე ფასდაკლებით სარგებლობ.

2. გადარიცხვები, გადმორიცხვები და განაღდება საკომისიოს გარეშე

SUPER ნაკრების კიდევ ერთი უპირატესობა მობილბანკიდან ლარის მომენტალური გადარიცხვებია. ეს ნიშნავს, რომ თანხას ეგრევე (24/7), უფასოდ გადარიცხავ ან გადმორიცხავ ნებისმიერი ქართული ბანკიდან (ლიმიტის ფარგლებში).

ამასთან, საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან თანხას (GEL, USD, EUR) უფასოდ გაანაღდებ ლიმიტის ფარგლებში, ხოლო სხვა ქართული ბანკებიდან თვეში პირველი 2 000 ლარის გამოტანას შეძლებ საკომისიოს გარეშე.

3. ვალუტის გადაცვლა სტანდარტულზე უკეთესი კურსით

დოლარის, ევროსა და ლარის კონვერტაციისთვის რეზიდენტებს SUPER ნაკრები სპეციალურ, სტანდარტულზე უკეთეს კურსს სთავაზობს: ყოველთვიური გაზრდილი ლიმიტით, თვეში 10 000 ლარამდე პირდაპირ მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ისარგებლებ.

როგორ გაიაქტიურო?

SUPER ნაკრების გასააქტიურებლად ფილიალში მისვლა არ გჭირდება. პროცესი მარტივია, უბრალოდ გადადი ბმულზე ან:

  • შედი მობილბანკში
  • გადადი ჰაბში
  • შედი შენს პროფილში
  • ჩაირთე ნაკრები

გაიაქტიურე SUPER ნაკრები და ისარგებლე სუპერ პირობებით ყოველდღიურად

 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს