2 წუთი წასაკითხად
თბილისის საუკეთესო საუზმეები: აღმოაჩინე ახალი გემოები
29 ივნ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
დილის ერთფეროვნება მოსაწყენია? შეიტყვე, სად მიირთვა გემრიელი და ჯანსაღი საუზმე თბილისში. აღმოაჩინე 3 გამორჩეული ადგილი AmEx შეთავაზებით!
29 ივნ. 2023
2 წუთი წასაკითხად
საუზმე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია — ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს. არაერთი სამეცნიერო კვლევა მიუთითებს, რამხელა გავლენა აქვს გემრიელი და ჯანსაღი საუზმით დღის დაწყებას ჩვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე. თუმცა, ხშირად დილის წახემსება ერთფეროვანია ხოლმე და ამიტომ ის მოსაწყენიც შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომ, ჩნდება შეკითხვა — სად შეიძლება წაისაუზმოთ გემრიელად დილაობით?
თბილისში კვების არაერთი ობიექტი დილაადრიან იხსნება და მომხმარებელს დღის დასაწყებად მადის აღმძვრელი საუზმის დიდ ასორტიმენტს სთავაზობს. ქვემოთ სამ ასეთ გამორჩეულ კაფე-რესტორანზე მოგიყვებით და გეტყვით, რა შეიძლება დააგემოვნო მათთან.
ტატიშვილის 32-34-ში მდებარე კაფეში შეგიძლია ადგილზე საუზმობაც და საკვების თან წაღებაც. საუზმე კი მრავალფეროვანია: ნამცხვრები, ყველიანი ომლეტი და ბეკონი, მთლიანად შემწვარი კვერცხი ცხარე მაწვნის სოუსითა და ტოსტით, ხაჭოს ბლინები, შვრიის ფაფა ხილით და, რაც მთავარია, კაფეს საფირმო RED ესპრესო. ეს გემრიელი და ნოყიერი საუზმე კი სულ რაღაც 15 ლარამდე დაგიჯდება.
ზანდუკელის 40-ში მდებარე ეს კაფე დილის 8 საათიდან შენს განკარგულებაშია და დღის ჯანსაღი საუზმით დაწყებას გთავაზობს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინაა, თუკი ვარჯიშობ და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევ. აქ დაგხვდება მადის აღმძვრელი გვაკამოლე, პანა კოტა, უგლუტენო ბეიგელები, ახალი ხილი, სმუზები — მათ შორის ყავის სმუზი თაფლით — და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობა. Hello Breakfast-ში ასევე დააგემოვნებ სხვადასხვა სახის არომატულ ჩაისაც.
ევროპული რესტორანი Chicos Tbilisi, რომელსაც ჭავჭავაძის 11-ში იპოვი, ახალ გასტრონომიულ გამოცდილებას გთავაზობს. მაგალითად, გაგისინჯავს კრუასანი ინდაურის ხორცით? ან ორაგული მთლიანი კვერცხითა და ჰოლანდიური საწებლით? რესტორანს ფრანგი შეფმზარეული ხელმძღვანელობს და ამიტომ სულ არაა გასაკვირი, რომ აქ საუზმეც კი ასეთი დახვეწილია. ზემოხსენებული კერძების გარდა, საუზმედ Chicos Tbilisi-ში მოცარელათი და ჩერი პომიდვრით გაფორმებული ომლეტისა და დულსე დე ლეჩეთი და კენკრით მორთული ბლინების დაგემოვნებასაც შეძლებ. ფასი კი 18-დან 24 ლარამდე მერყეობს.
_________
გემრიელად საუზმობა თუ გიყვარს და თან AmEx ბარათის მფლობელი ხარ, ამ სამივე ობიექტზე განსაკუთრებული შეთავაზება გელოდება — გადახდისას 10-ჯერ მეტ MR ქულას მიიღებ. აქციით სარგებლობა 19 ივლისის ჩათვლით შეგიძლია.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
აღმოაჩინე, როგორ აქცია გუგამ ყოველდღიური ხარჯვით დაგროვილი PLUS ქულები საოცნებო PlayStation-ად კომბინირებული გადახდისა და „ნაწილ-ნაწილ“ სერვისის დახმარებით.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
გინდა, ბევრი PLUS ქულა დააგროვო? გაიგე ლიზის მარტივი ხრიკები: გამოიყენე 20%-იანი ქეშბექი, დაგეგმე შენაძენები და გაანაწილე ანგარიში მეგობრებთან. დაიწყე დღესვე!
1 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
ნიკამ PLUS-ის დაბადების დღეზე საოცნებო ტელევიზორი მხოლოდ ქულებით იყიდა. გაიგე მისი სტრატეგია, როგორ გამოიყენა მობილბანკის 10X შეთავაზებები და აქცია ხარჯები შენაძენად.
2 წუთი წასაკითხად
3 ივლ. 2026
5 ივლისს PLUS ქულები ორმაგდება! მიიღეთ ინსპირაცია ლიკა კვარაცხელიას სურვილების სიიდან და აღმოაჩინეთ, როგორ აქციოთ ქულები Celine-ის და Ninja-ს ნივთებად.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026