Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

აღმოაჩინე სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდება

1 სექ. 2026

ზაფხულის მიწურული და შემოდგომის დასაწყისი დასვენებისთვის იდეალური დროა. არ აქვს მნიშვნელობა, განტვირთვას დედაქალაქში გეგმავ თუ ქალაქგარეთ, თუ საკრედიტო Amex ბარათის მომხმარებელი ხარ, შერჩეულ სასტუმროებსა და აუზებზე შეთავაზებები გელოდება MR ქულების დასაგროვებლად.

არ დაგავიწყდეს, შეთავაზებებით სარგებლობისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალზე უნდა გადაიხადო. გაეცანი ჩამონათვალს და შეარჩიე შენთვის საუკეთესო ვარიანტი:

დასვენება თბილისში ან თბილისთან ახლოს

Margot Hotel Tbilisi – თუ ვიქენდზე აუზზე დასვენებას გეგმავ და მშვიდ, სასიამოვნო გარემოს ეძებ, ძველი თბილისის ცენტრში, Margot Hotel-ში, ნამდვილი სიმშვიდე და ულამაზესი ხედები დაგხვდება. 30 სექტემბრამდე Amex ბარათით გადახდისას კი 15%-იან MR ქულების ქეშბექ (მაქსიმუმ 200 ლარს) მიიღებ.
➔ ნახე შეთავაზება მობილბანკში

Sevsamora Resort & Spa – თბილისიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე, საგურამოში, Sevsamora-ს ღია საცურაო აუზი გელოდება. ბუნებაში მოქცეული ეს სივრცე განტვირთვისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ადგილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შორს გამგზავრება არ გინდა. 30 სექტემბრამდე აქ Amex ბარათით გადახდისას 15%-იან მომენტალურ MR ქეშბექს (მაქსიმუმ 200 ლარს) მიიღებ.
➔ ნახე შეთავაზება მობილბანკში

Blue Drop – თუ თბილისთან ახლოს, ისტორიულ გარემოში განტვირთვა გირჩევნია, მცხეთაში მდებარე Blue Drop ახალი სივრცეა, სადაც დასვენება და დროის სასიამოვნოდ გატარება დაუვიწყარ გამოცდილებად გარდაიქმნება. 15 სექტემბრის ჩათვლით, Amex ბარათით გადახდისას 30%-იან MR ქულების ქეშბექს მიიღებ (მაქსიმუმ 200 ლარის MR ქულას). გაითვალისწინე, რომ შეთავაზება არ მოქმედებს Blue Drop-ის სხვა მოქმედ აქციებთან ერთად.
➔ ნახე შეთავაზება მობილბანკში

დასვენება კახეთში

Esquisse Hotel – ვიქენდის სასიამოვნოდ გასატარებლად ასევე იდეალური არჩევანია Esquisse Hotel, რომელიც თბილისიდან დაახლოებით საათ-ნახევრის სავალზე, თელავში, მდებარეობს და მრავალფეროვან გამოცდილებას გთავაზობს: სპა, აუზები, რესტორნები და მარანი ღვინის დეგუსტაციისთვის. 30 სექტემბრის ჩათვლით Amex ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებ, თანაც ულიმიტოდ.
➔ ნახე შეთავაზება მობილბანკში

Nekresi Estate – თუ ბუნებასთან სიახლოვე და ქართული მასპინძლობა მოგწონს, ნეკრესის მამული შენს სიაში აუცილებლად უნდა იყოს. სეზონურ პროდუქტებზე დამზადებული კერძები და ადგილობრივი ღვინო თითოეულ ვიზიტს დასამახსოვრებელს ხდის. 30 სექტემბრამდე Amex ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ MR ქულას დაგროვებ ულიმიტოდ.
➔ ნახე შეთავაზება მობილბანკში

Anapea Village – ნამდვილი აღმოჩენაა, თუ კახეთში სრულიად განსხვავებულ, ავთენტურ ადგილს ეძებ. ყვარელთან ახლოს მდებარე ეს სივრცე რეგიონში პირველი მუზეუმის ტიპის სასტუმროა და აქ დასვენება მართლაც დროში მოგზაურობას ჰგავს. ყვარელი შემოდგომის სეზონზე ყველაზე ლამაზია, შეთავაზებაც იდეალურად ემთხვევა ამ პერიოდს: 30 ნოემბრის ჩათვლით Amex ბარათით გადახდისას 10X MR ქულას დააგროვებ ულიმიტოდ.
➔ ნახე შეთავაზება მობილბანკში

მთის ხედები და ბუნება

Komorebi Bakuriani Resort – ბაკურიანში დასვენებისთვის ზამთრის სეზონს ნუ დაელოდები, Komorebi Bakuriani Resort-ის მწვანე პანორამული ხედები, სუფთა ჰაერი და საუკეთესო მომსახურება შეუცვლელი გარემოა ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად განტვირთვისთვის. 10X MR ქულის დაგროვებას Amex ბარათით გადახდისას აქ 30 სექტემბრის ჩათვლით ულიმიტოდ შეძლებ.
➔ ნახე შეთავაზება მობილბანკში

Hameau Mukhrani – ხანდახან ქალაქიდან სწრაფად და მარტივად გასაქცევი ადგილი გვჭირდება, გრძელი მგზავრობის გარეშე. მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე ეს სასტუმრო ზუსტად ასეთ მშვიდ გარემოს გთავაზობს. 30 ნოემბრის ჩათვლით Amex-ით გადახდისას 10X MR ქულის დაგროვებას შეძლებ ულიმიტოდ.
➔ ნახე შეთავაზება მობილბანკში

როგორ შეგიძლია გამოიყენო MR ქულები?

დაგროვებული MR ქულებით პარტნიორ ობიექტებში უამრავი ნივთის შეძენას შეძლებ. თუმცა, თუ PLUS ქულებს უფრო აგროვებ და PLUS-ის დაბადების დღესაც ელოდები, შეგიძლია MR ქულები პირდაპირ PLUS ქულებში გადაცვალო, თანაც უფრო მეტი ქულის დასაგროვებლად ეს ერთ-ერთი საუკეთესო ხრიკია, რადგან 1 MR ქულა = 3 PLUS. 

ასე რომ, შეარჩიე შენთვის სასურველი აუზი ან სასტუმრო, გადაიხადე Amex-ით და დააგროვე MR ქულები უფრო მარტივად და სწრაფად.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს