2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის ტერმინალი: 5 უპირატესობა ბიზნესის ზრდისთვის
10 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის ტერმინალი: 6 უპირატესობა თქვენი ბიზნესისთვის. გაამარტივეთ გადახდები, გაზარდეთ შემოსავალი, მოიზიდეთ მომხმარებლები და მიიღეთ თანხა მყისიერად. აღმოაჩინეთ კომფორტი.
10 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
ტერმინალი ბიზნესს შემოსავლების მიღების ეფექტიან ალტერნატივასთან ერთად გადახდების მართვას, გამარტივებულ მომსახურებასა და მაქსიმალურ კომფორტს უნდა სთავაზობდეს. საქართველოს ბანკის პოსტერმინალს, რომელიც ონლაინ ანგარიშსწორებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობას გაძლევთ, არაერთი უპირატესობა აქვს.
ბლოგში საქართველოს ბანკის ტერმინალის 5 მთავარ უპირატესობას გაგაცნობთ.
საქართველოს ბანკის პოს-ტერმინალზე მომხმარებელს შეუძლია ისეთი ცნობილი ტიპის ბარათებით გადახდა, როგორებიცაა VISA, Mastercard, American Express, Diners Club Discovery, Union Pay, JCB და Georgian Card. გარდა ამისა, ტერმინალი ტრანზაქციებს იღებს საქართველოს ბანკის და სხვა ბანკების ციფრული ბარათებითაც, რომლებიც მიმაგრებულია Apple Pay-სა და Google Pay-ზე.
მომხმარებლის მიერ საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას კომპანია ბაზარზე ტრანზაქციის ყველაზე დაბალი ტარიფით ისარგებლებს, ხოლო თქვენი მომხმარებლები საქართველოს ბანკის ბარათებით გადახდისას PLUS და MR ქულების დაგროვებას შეძლებენ, რომლებითაც მოგვიანებით ისევ თქვენს პროდუქციასა და/ან სერვისს შეიძენენ. პოსტერმინალი ორმხრივი კომფორტისა და სარგებლის იდეით შექმნილი პროდუქტია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის პოს-ტერმინალით გადახდილი თანხის ბიზნესანგარიშზე ასახვას ოპერაციის შესრულებიდან სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და ჩარიცხული თანხით სარგებლობა მომენტალურად შეგიძლიათ. თანაც ამ უპირატესობით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სამუშაო საათებში, ისე შაბათ-კვირას 24 საათის განმავლობაში.
ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ ერთი მოწყობილობით დაბეჭდოთ ქვითარი როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებისას. კომპანიებს, რომლებიც საქართველოს ბანკის პოს-ტერმინალს ფლობენ, დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ გაააქტიურონ ტერმინალის დამატებითი ფუნქციები, მათ შორის: სამადლობელი, პრეავტორიზაცია, ქულებით გადახდა, განვადებით გადახდა, თანხის დაბრუნება და ა.შ.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის პოსტერმინალის სალაროსთან ინტეგრირების ფუნქციით, რაც ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო ამარტივებს.
საქართველოს ბანკი პარტნიორ სავაჭრო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს, რომლებიც სხვადასხვა ბარათით იხდიან გადახდების წამახალისებელ აქციებს მუდმივად სთავაზობს. აქციების შესახებაც ინფორმაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გავლით საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელებს ეგზავნებათ. მსგავსი შეთავაზებები სავაჭრო ობიექტებისთვის ტრანზაქციების მოცულობისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობაა.
თქვენი პირველი პოს-ტერმინალის მოთხოვნა ბიზნეს მენეჯერიდან შეგიძლიათ. ამის შემდეგ ტერმინალით სარგებლობას და გადახდების მიღებას მომსახურების აქტივაციიდან უმოკლეს დროში შეძლებთ. გარდა ამისა, პარტნიორი კომპანიებისთვის, რომლებიც ტერმინალით სარგებლობენ, ფუნქციონირებს საქართველოს ბანკის სპეციალური ცხელი ხაზი (0 32 2 444 401), რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს გაგიწევთ ტექნიკურ მხარდაჭერას. აღსანიშნავია ისიც, რომ პერსონალური მენეჯერი ყოველთვის შეეცდება თქვენს დახმარებას.
საქართველოს ბანკის პოსტერმინალის უპირატესობები მრავალფეროვანია: ხარჯების დაზოგვა, გაყიდვების ზრდა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, გამარტივებული მომსახურება და ა.შ. ტერმინალების ტიპების და დეტალური პირობების ნახვას შეძლებთ ბმულზე.
3 წუთი წასაკითხად
30 ოქტ. 2026
ბიზნეს მენეჯერის გადახდის ბმულით ინსტაგრამის შეკვეთების ანგარიშსწორება მარტივდება. ნახეთ, როგორ ზოგავს შოკოტელა დროს გადახდების მენეჯერის სიახლეებით
2 წუთი წასაკითხად
19 ოქტ. 2026
გაიგეთ, რა სჭირდება თქვენს საქმეს განვითარების 5 ეტაპზე: რუტინული საბანკო პროცესების გამარტივებიდან დაწყებული, გაყიდვების ზრდითა და გაფართოებით დასრულებული.
4 წუთი წასაკითხად
16 ოქტ. 2026
აღმოაჩინეთ ბიზნეს მენეჯერი - პლატფორმა, რომელიც გადახდების, API-ების, რეკლამისა და ანალიტიკის მართვას ერთ სივრცეში აერთიანებს და გაყიდვების ზრდაში გეხმარებათ
2 წუთი წასაკითხად
8 ოქტ. 2026
გაიგეთ, როგორ გაამარტივოთ ყოველდღიური ფინანსური საქმეები ახალი გადახდების მენეჯერით. მართეთ ტრანზაქციები, მიიღეთ რეპორტები და შექმენით გადახდის ბმულები
3 წუთი წასაკითხად
30 ოქტ. 2026