Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით: მიიღეთ საბარათე გადახდები 0% საკომისიოთი

მიკრო და მცირე ბიზნესისთვის ხარჯების კონტროლი და სამუშაო პროცესების გამარტივება გადამწყვეტია. საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას.

ერთი მოწყობილობა ორი აპარატის ნაცვლად

სალარო აპარატისა და პოს-ტერმინალის ნაცვლად, ახლა უკვე ერთი მოწყობილობის გამოყენება შეგიძლიათ. ახალი ტერმინალი იღებს ბარათით გადახდებს და, ამავდროულად, ბეჭდავს ჩეკს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას. ეს არა მხოლოდ ზოგავს ადგილს დახლზე, არამედ გიხსნით მეორე მოწყობილობის შეძენისა და შენახვის ხარჯს.

0% საკომისიო და პროგნოზირებადი ხარჯი 

ცვალებადი საკომისიოს ნაცვლად, რომელიც ყოველი ტრანზაქციისას ბრუნვას გაკლებთ, აღნიშნული ტერმინალით სარგებლობისას თქვენ იხდით მხოლოდ ფიქსირებულ ყოველთვიურ გადასახადს. ყველა ქართული ბანკის ბარათით შესრულებულ ტრანზაქციაზე საკომისიო 0%-ია. ეს თქვენი ბიზნესის ფინანსებს უფრო პროგნოზირებადს ხდის და გაძლევთ საშუალებას, ხარჯები ზუსტად დაგეგმოთ.

თქვენს ბიზნესზე მორგებული პირობები

შეთავაზება სპეციალურად მიკრო და მცირე ბიზნესის საჭიროებებს ითვალისწინებს და დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის თვიურ ბრუნვაზე.

მიკრო ბიზნესისთვის (თვიური ბრუნვა 2,000 ლარამდე):

  • თუ ტერმინალით პირველად სარგებლობთ, პირველი 3 თვის განმავლობაში მისი გამოყენება სრულად უფასოა.
  • შემდგომი პერიოდიდან მომსახურების ყოველთვიური ღირებულება 60 ლარია.
  • საკომისიო ყველა ქართული ბანკის ბარათზე – 0%.

მცირე ბიზნესისთვის (თვიური ბრუნვა 7,500 ლარამდე):

  • თუ ტერმინალით პირველად სარგებლობთ, პირველი 3 თვის განმავლობაში მისი გამოყენება სრულად უფასოა.
  • შემდგომი პერიოდიდან მომსახურების ყოველთვიური ღირებულება 80 ლარია.
  • საკომისიო ყველა ქართული ბანკის ბარათზე – 0%.

ორივე შემთხვევაში, უცხოური ბანკებისა და American Express-ის საკრედიტო ბარათებით გადახდისას სტანდარტული საკომისიო პირობები მოქმედებს.

შეამცირეთ ხარჯები და გაიმარტივეთ გადახდების მიღების პროცესი ერთი მოწყობილობით.

აქციის პირობების სანახავად და ტერმინალის მოსათხოვად ეწვიეთ ბმულს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს