2 წუთი წასაკითხად
5 ეფექტური ხრიკი PLUS ქულების სწრაფად დასაგროვებლად
7 ივლ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ალბათ, შენს მეგობრებშიც გამოჩნდნენ ისეთები, ვინც 5 ივლისს, PLUS-ის დაბადების დღეზე, დიდი ხნის ნანატრი ტექნიკა თუ ძვირადღირებული ნივთები მხოლოდ PLUS ქულებით იყიდეს. თუ გაინტერესებს, როგორ ახერხებენ ამას ან რა დრო სჭირდება ამდენი ქულის დაგროვებას, ყველაფერს აქ მოგიყვებით.
სინამდვილეში, სასურველი ნივთების ქულებით შეძენას მარტივი სტრატეგია აქვს. მთავარია ქულების შეგროვებაზე არა მხოლოდ ფასდაკლებების გამოცხადების წინ, არამედ მთელი წლის განმავლობაში იზრუნო.
1. ყოველთვის გადაიხადე საქართველოს ბანკის ტერმინალზე
PLUS ქულების დასაგროვებლად პირველი და მთავარი წესი საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდაა. ონლაინ გადახდისას კი აუცილებელია საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი აირჩიო.
მართალია, ქულებს საქართველოს ბანკის ნებისმიერი სადებეტო ბარათით გადახდისას დააგროვებ, თუმცა ყველაზე მეტი ქულის დაგროვებას PLUS ბარათით შეძლებ. ასე ყოველი ტრანზაქცია ქულების სწრაფად დაგროვებაში შეგიწყობს ხელს და შენი ბალანსიც ყოველდღიურად გაიზრდება.
2. თვალი ადევნე პარტნიორების შეთავაზებებს
სწრაფად დაგროვების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობაა. საქართველოს ბანკს უამრავი პარტნიორი ჰყავს, სადაც განსაკუთრებული პირობები მოქმედებს. შეთავაზებები, როგორც წესი, ორი სახისაა:
- ქულების ქეშბექი: მაგალითად, 20%-იანი ქეშბექი. თუ პარტნიორ ობიექტში 100 ლარს გადაიხდი, მომენტალურად დაიბრუნებ 20 ლარის ეკვივალენტ PLUS ქულებს. თუ ასეთი შეთავაზებებით ხშირად ისარგებლებ, დაინახავ, რომ შენი ქულების თვალსა და ხელს შუა იზრდება.
- გამრავლებული ქულები: მაგალითად, 20X PLUS ქულა. ეს ნიშნავს, რომ სტანდარტულზე 20-ჯერ მეტ ქულას დააგროვებ. ვთქვათ, თუ შენ სტანდარტულად 1 ლარზე 2 ქულა გერიცხება. 20X შეთავაზებისას, 1 ლარში 40 ქულას (2*20) მიიღებ. ერთი სწორად დაგეგმილი შენაძენით იმდენ ქულას დააგროვებ, რასაც სტანდარტულად თვეები დასჭირდებოდა.
აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ ზოგიერთი შეთავაზება გააქტიურებას საჭიროებს. ამიტომ, სანამ საყიდლებზე წახვალ, გადაამოწმე მობილბანკის შეთავაზებების სივრცე, მოძებნე სასურველი პარტნიორი და გაააქტიურე შეთავაზება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ფასდაკლებით ვერ ისარგებლო.
რჩევა: ყოველი თვის დასაწყისში მობილბანკის შეთავაზებების სივრცეში შეამოწმე თვის PLUS ბარათის შეთავაზება. აქ დაგხვდება ის ბრენდები, სადაც თვის განმავლობაში PLUS ბარათით გადახდისას 20%-ის PLUS ქულას დაიბრუნებ.
3. გამოიყენე მეგობრებთან “თანხის გაყოფის” ფუნქცია
ეს ალბათ ყველაზე სახალისო ხრიკია. მეგობრებთან ერთად კაფეში სტუმრობისას, მოგზაურობისა თუ საერთო საჩუქრის ყიდვისას, მათ მთლიანი თანხის შენი ბარათით დაფარვა შესთავაზე.
ამ ხერხით ქულებს შენს ანგარიშზე მოუყრი თავს; ხარჯის განაწილებას კი მობილბანკის თანხის გაყოფის ფუნქციით უმარტივესად შეძლებ. მეგობრები თავიანთ წილს მარტივად გადმოგირიცხავენ, ქულები კი შენ დაგრჩება!
4. შეაგროვეთ ქულები ერთად
მაგალითად, თუ საოჯახო ტექნიკის შეძენა გსურთ და პირადი ბალანსი არ გყოფნის, შეგიძლია ძალები ოჯახის წევრებთან გააერთიანო. ეს ხრიკი მეგობრებთან ერთადაც იდეალურად მუშაობს – იქნება ეს საერთო საჩუქრის ყიდვა თუ მოგზაურობის დაგეგმვა.
მობილბანკის საშუალებით PLUS ქულების გადარიცხვა ნებისმიერ ადამიანთან სულ რამდენიმე წამში შეგიძლია. ქულების ერთ ანგარიშზე თავმოყრით საერთო მიზანს ბევრად მარტივად მიაღწევთ და ქულებსაც უფრო მომგებიანად დახარჯავთ.
5. დააკონვერტირე Amex-ის MR ქულები
თუ American Express საკრედიტო ბარათს იყენებ, გეცოდინება, რომ ყოველდღიური ხარჯვისას MR ქულები გიგროვდება. აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ მობილბანკში ამ ქულების პირდაპირ PLUS ქულებად კონვერტაციაა შესაძლებელი. კონვერტაციის მაღალი კურსი შენი PLUS ბალანსის მომენტალურად გაზრდაში დაგეხმარება და დაგროვების პროცესს ბევრად დააჩქარებს.
1 MR ქულა = 3 PLUS ქულას, სხვადასხვა Amex ბარათით კი ყოველ გადახდილ 1 ლარზე 1-დან 3 MR ქულამდე აგროვებ.
თუ სწორად დაგეგმავ საყიდლებს, PLUS ბარათით გადაიხდი და შეთავაზებებსაც არ გამოტოვებ, იმაზე მარტივად შეაგროვებ შოპინგისთვის საკმარის ქულებს, ვიდრე წარმოგიდგენია.
გამოიყენე ეს 5 ხრიკი ყოველდღიურობაში და მოემზადე წლის მთავარი შოპინგის დღისთვის!