Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

როგორ მიიღო PLUS ქულები, 5 000 და 10 000 ლარი? [2025]

10 მარ. 2025

საკითხები

საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკი

გაზაფხული სიახლეების სეზონია, რომელსაც ყველა განსაკუთრებით ელის. ხშირია საჩუქრები, სიურპრიზები და ბევრი სასიხარულო ამბავი. ამ განწყობას არაერთი კომპანია უერთდება და არც საქართველოს ბანკია გამონაკლისი − ყოველ წელს ქმნის საგაზაფხულო აქციებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი დაასაჩუქროს

წლევანდელი საგაზაფხულო კამპანიაც უამრავ საჩუქარს მოიცავს, იქნება ეს PLUS ქულები, 5 000 თუ 10 000 ლარი. შეგხვდება თუ არა საჩუქარი? ყველაფერი შენ ხელთაა – უბრალოდ, გაიაქტიურე მობილბანკიდან პროდუქტი და დაელოდე სასიამოვნო სიურპრიზს

როგორ მიიღო მონაწილეობა მობილბანკის კამპანიაში?

წესები მარტივია – უნდა გქონდეს მობილბანკი და აირჩიო ერთ-ერთი პროდუქტი ან სერვისი:

  • გახსნა ანაბარი
  • შეიძინო სამოგზაურო დაზღვევა
  • გაიაქტიურო ავტოპასუხისმგებლობის
  • ან ქონების დაზღვევა
  • შეუკვეთო ან განაახლო სადებეტო/საკრედიტო ბარათი
  • ჩართო ყულაბა
  • გახსნა საინვესტიციო ანგარიში
  • აირჩიო შენი ნაკრები
  • შეიძინო სასაჩუქრე ბარათი და სხვა

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ მხოლოდ პირველი 10 აქტივაცია მიიღებს გათამაშებაში მონაწილეობას

და საჩუქრები?

  • ყოველი მე-20 პროდუქტის აქტივაციაზე – PLUS ქულები ავტომატურად ირიცხება
  • ყოველი 50 000-ე პროდუქტის აქტივაციაზე – საჩუქარი არის 5 000 ლარი
  • ყოველი 100 000-ე პროდუქტის აქტივაციაზე კი – 10 000 ლარი

ფულადი პრიზების მოგების შემთხვევაში თანხა შენს ანგარიშზე 10 სამუშაო დღის განმავლობაში ჩაირიცხება

როდის იწყება?

უკვე დაიწყო 10 მარტს და გრძელდება 10 მაისის ჩათვლით. არ გადადო – თუ ჯერ კიდევ არ გაქვს, გადმოწერე მობილბანკი, გაიაქტიურე სასურველი პროდუქტები და დასაჩუქრდი

აქციის მიმდინარეობისას საბანკო პროდუქტებისა და სერვისების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება და მუდმივად განახლდება ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს