Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

როგორ დააგროვო ყველაზე მეტი PLUS ქულა სექტემბერში?

სექტემბერში ყველაზე მეტი PLUS ქულის დაგროვება გინდა? აღმოაჩინე საუკეთესო შეთავაზებები სასკოლო შოპინგისთვის და არა მარტო. გაიაქტიურე მობილბანკში და დაიწყე დაგროვება!

9 სექ. 2025

არდადეგები სრულდება და სულ მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება. ვუბრუნდებით აქტიურ ცხოვრებას ზაფხულის მოგონებებით და მეგობრებისთვის მოსაყოლი ამბებით.

თუმცა იქამდე წინ საშემოდგომო შოპინგია და აუცილებლად უნდა იცოდე, რომ სექტემბერი საუკეთესო თვეა ყველაზე ბევრი PLUS ქულის დასაგროვებლად. PLUS ქულებით კი შეგიძლია ახლავე შეიძინო ახალი ნივთები ან დაელოდო განსაკუთრებულ ფასდაკლებებს.

დაათვალიერე პარტნიორები, სადაც ყველაზე მეტ PLUS ქულას დააგროვებ

გაითვალისწინე, რომ ამ შეთავაზებებით სარგებლობისთვის დაგჭირდება მათი მობილბანკში გააქტიურება.

Pabellon Hotel
თუ ზაფხულის არდადეგები დასვენებისთვის საკმარისი არ იყო და გინდა შაბათ-კვირას მაინც დააღწიო თავი ქალაქის ხმაურს, აუცილებლად ეწვიე Pabellon Hotel-ს. თანაც შემოდგომის ამინდებში დასვენება სხვანაირად მშვიდი და სასიამოვნოა.

სასტუმრო ყვარელში მდებარეობს, ახლოს დედაქალაქთან, ინტერიერი და ექსტერიერი კი ვეს ანდერსონის ცნობილი ფილმის „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის“ შთაგონებითაა შექმნილი. ამიტომ, აქ დასვენება ცნობილი ამერიკელი რეჟისორის კინემატოგრაფიულ სამყაროში მოგზაურობას ჰგავს. ესთეტიკასთან ერთად სასტუმრო უმაღლესი ხარისხის სერვისებს სთავაზობს სტუმრებს.

XS Toys
სექტემბერში ბავშვებისთვის ახალი თავგადასავლები იწყება, კიდევ უფრო გაზრდილები და ენერგიულები უბრუნდებიან სკოლებს, ბაღებს. სათამაშოები პატარებს უკეთ სწავლაში, გონების გავარჯიშებაში, ფიქრში ეხმარებათ. XS Toys-ში მარტივად შეარჩევ იდეალურ საჩუქარს ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. იპოვი სკუტერებსაც, სპორტულ ინვენტარს და ასაწყობ ლეგოებს – ყველაფერს, რაც ახალი სასწავლო წლის ხალისითა და მოტივაციით დაწყებისთვისაა საჭირო.

Pepela
პეპელაში სათამაშოების მრავალფეროვან არჩევანთან ერთად დაგხვდება სამაგიდო თამაშები და ფაზლები, რომლებიც გონების ყველაზე სახალისო და საინტერესო სავარჯიშოებია. ნახავ  სხვადასხვა თემატიკის, ასაკის, ინტერესის, განწყობისთვის შექმნილ არაჩვეულებრივ ნივთებსაც.


Carter’s
ახალი ტანსაცმლის ყიდვა სასკოლოდ ან ბაღისთვის ყოველთვის საჭიროა. Carter’s-ში პატარებისა და მოზრდილების ტანსაცმლის ყველაზე დიდი და ხარისხიანი კოლექციაა. სასექტემბროდ მაღაზიაში ისედაც ბევრი ფასდაკლება დაგხვდება, ხოლო თუ შეთავაზებასაც გაიაქტიურებ და PLUS ბარათითაც გადაიხდი, დამატებით 20% PLUS ქულების ქეშბექსაც მიიღებ.

ნახე სად შეგიძლია ყველაზე მეტი PLUS ქულის დაგროვება Back to School შოპინგისას

გადმოწერე მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს