Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რინგოს სიყვარულით შექმნილი ბიზნესი: „რინგოვეტის“ ისტორია

ზოგჯერ ცხოვრების გზა მოულოდნელად იცვლება, როცა საკუთარ თავს ვუსმენთ და ვენდობით შინაგან ხმას, რომელიც გვეუბნება, რომ ცვლილების დროა. ნესტან მამაცაშვილისა და „რინგოვეტის“ ამბავიც სწორედ ასეთია.

ეს არის ისტორია, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება დიდი სიყვარულით დაწყებული იდეა სოციალურად მნიშვნელოვან ბიზნესად იქცეს.

ყველაფერი ნესტანის ცხოვრების მთავარი სიყვარულით, ოთხფეხა მეგობრით, სახელად რინგოთი დაიწყო. 14-წლიანი მეგობრობის შემდეგ, რინგოსთან დამშვიდობებამ ნესტანის ცხოვრება და ხედვა სრულიად შეცვალა. მან გაბედა, რინგოს სახელზე „რინგოვეტი“ შეექმნა – ვეტერინარული სერვისები ადგილზე გამოძახებით.

კორპორატიული სამსახურიდან სოციალურ მისიამდე

ნესტანს არც ვეტერინარული განათლება აქვს და მედიცინასთან შეხებაც არასდროს ჰქონია. თუმცა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარების სურვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კორპორაციული სამსახური დატოვა.

ზოგადად, როცა ცხოვრებაში რამე პრობლემას ვეჩეხები, შემიჩნდება ხოლმე ჭია, არ მასვენებს და სასწრაფოდ მინდება ამ პრობლემის გადაჭრა

სწორედ ეს ჟინი გახდა მთავარი მამოძრავებელი ძალა. ნესტანმა ცხოვრება გაირთულა, თუმცა მისი გადაწყვეტილების უკან კეთილი მიზანი იდგა: დახმარებოდა ცხოველებს. მისი აზრით, აუცილებელია, რომ ბიზნესს ჰქონდეს სოციალური გავლენა გარემოზე.

გამოწვევები და რწმენის ძალა

ცხოველებზე ზრუნვა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება ჩვენს ქვეყანაში იყო და რჩება ნესტანის მთავარ გამოწვევად. ის გვიყვება:

მუდმივად უნდა ეცადო, დაარწმუნო გარემო და ხალხი, რომ იმ პატარა მხარდაჭერასა და თანადგომას დიდი შედეგის მოტანა შეუძლია. ეს ყოველდღიური, ურთულესი ჯაფაა

ნესტანი მუდმივად ეძებს თანამოაზრეებს, რომლებსაც ესმით რეალობა და მზად არიან, თავისი წილი აგური დადონ ამ კეთილ საქმეში. მიუხედავად ამისა, „რინგოვეტმა“, სულ რაღაც ერთწლიანი გამოცდილებით, დაამტკიცა, რომ მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა არსებობს და ბიზნესიდეამ გაამართლა.

რწმენას ჯადოსნური ძალა აქვს და იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე გვგონია

ნესტანისა და „რინგოვეტის“ ამბავი გვაჩვენებს, რომ რწმენას, სიკეთის ძალას და სურვილს, რომ სცადო და ხორცი შეასხა საკუთარ იდეას, ყოველთვის აქვს აზრი.

ის, რამაც ნესტანის ცხოვრება შეცვალა, დღეს უამრავი ცხოველის ცხოვრებას ცვლის უკეთესობისკენ.

“ჟინი მაინც გამოიყვანს” საქართველოს ბანკის ახალი გზავნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან. საქართველოს ბანკი უკვე არაერთი წელია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, სექტორული კვლევებით, ღონისძიებებითა და სხვა ინიციატივებით ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს, ამასთანავე, საზოგადოებას წარმატებული მეწარმეების ისტორიებს აქტიურად აცნობს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს