2 წუთი წასაკითხად
რატომ არის ლიდერატორი საუკეთესო კარიერული სტარტი სტუდენტებისთვის?
16 ოქტ. 2025
2 წუთი წასაკითხად
სტუდენტობა განვითარებასთან ერთად საკუთარი თავის ძიების პროცესია. იწყებ ფიქრს, როგორ აღმოაჩინო ზუსტად ის საქმე, რომელიც მოგწონს და გამოგდის და, რაც მთავარია, როგორ მიიღო პრაქტიკული გამოცდილება ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეგეშალოს.
კარიერის დასაწყისში სწორი მიმართულების პოვნა და პირველი ნაბიჯების გადადგმა რომ გაგიმარტივდეს, საქართველოს ბანკმა ლიდერატორის პროგრამა შექმნა.
2017 წლიდან მოყოლებული ლიდერატორი ნიჭიერ, მოტივირებულ ახალგაზრდებს პრაქტიკულ გამოცდილებასა და კარგ სამუშაო გარემოს სთავაზობს. სტატისტიკის მიხედვით, პროგრამის კურსდამთავრებულთა უმეტესობა, 78% კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.
წელს ლიდერატორის საიუბილეო, მეათე, მიღება იწყება. თუ შენც არ გასვენებს სიახლეების აღმოჩენის, განვითარების ჟინი, აუცილებლად გაეცანი პროგრამის უპირატესობებს.
როტაცია და მრავალფეროვანი არჩევანი
როგორ უნდა გაიგო, მოგწონს თუ არა კორპორატიული ბანკინგი, ანალიტიკა, დეველოპმენტი თუ არასდროს გიცდია? ლიდერატორის მთავარი უპირატესობა სწორედ როტაციულ გამოცდილებაშია.
პროგრამა საშუალებას გაძლევს აირჩიო ის მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებს. განცხადების შემოტანა კი ერთდროულად სამ პროგრამაზე შეგიძლია.
თითოეული პროგრამა 2-3 როტაციისგან შედგება. ეს ნიშნავს, რომ პროგრამის განმავლობაში შეძლებ იმუშაო ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში და მიიღო მრავალმხრივი გამოცდილება. ასე უკეთ აღმოაჩენ, რომელი სფერო გაინტერესებს და გამოგდის ყველაზე მეტად.
რომელი მიმართულებები შედის პროგრამაში?
ლიდერატორი ყოველწლიურად საინტერესო პროგრამებს აერთიანებს, მათ შორის:
- JAVA დეველოპმენტი
- მონაცემთა ინჟინერია
- ბიზნესი და ანალიტიკა
- კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგი
- მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკინგი
- პორტფელური რისკების ანალიტიკა და რეპორტინგი
- მარკეტინგი
- ადამიანური რესურსები, ტალანტების მოზიდვა და განვითარება
- მომხმარებელთა გამოცდილების და ლოიალურობის პროგრამების მართვა
- ფინანსური და საოპერაციო აუდიტი და სხვა
2026 წლის ნაკადზე პროგრამების განახლებული, მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდება.
ინდივიდუალური განვითარება და მენტორის მხარდაჭერა
პროგრამის დაწყების შემდეგ, არავინ გტოვებს მარტოს, გუნდის პროფესიონალები ზრუნავენ, რომ სწავლის პროცესი შენთვის საინტერესო, სასიამოვნო და პროდუქტიული იყოს.
შენი განვითარება იწყება ინტენსიური ტრენინგებით, რომლებიც დაგეხმარება რეალური სამუშაო გამოწვევებისთვის მოემზადო. ტრენინგების პროცესში გაიუმჯობესებ როგორც ტექნიკურ და პროფესიული ცოდნას (Hard Skills), ისე კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრის უნარებს (Soft Skills).
ონბორდინგ და თიმბილდინგ აქტივობები კი დაგეხმარება, რომ კორპორაციულ კულტურას გაეცნო და გუნდში კომფორტულად იგრძნო თავი.
თითოეულ ლიდერატორს პროგრამის ყველა ეტაპზე ჰყავს პერსონალური მენტორი. ბანკის გამოცდილი თანამშრომლები, რომლებიც გიზიარებენ საკუთარ ცოდნას, გაძლევენ რჩევებს და მუდმივ უკუკავშირს. მენტორინგი მნიშვნელოვნად გეხმარება კარიერული ინტერესების სწორად განსაზღვრასა და ახალ სამუშაო გარემოსთან ადაპტაციაში.
ანაზღაურება, მოქნილი გრაფიკი და დასაქმების პერსპექტივა
სამუშაო გრაფიკი სრულად იქნება მორგებული შენს ინდივიდუალურ სასწავლო ცხრილზე, რაც საშუალებას მოგცემს კარგადაც ისწავლო, იმუშაო და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
პროგრამა სრულად ანაზღაურებადია. ანაზღაურება იზრდება ტრენინგების დასრულების შემდეგ, პრაქტიკულ ეტაპზე. დამატებით ჯანმრთელობის დაზღვევით და სხვა კორპორაციული შეთავაზებებითაც ისარგებლებ.
თუ ლიდერატორის ეტაპებს წარმატებით გაივლი, საკუთარ შესაძლებლობებს, სწავლის სურვილს, ენთუზიაზმს გამოავლენ, გექნება შესაძლებლობა, მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკში დასაქმდე.
როგორ მივიღო ლიდერატორში მონაწილეობა?
პროგრამაში მონაწილეობას შეგიძლია თუ დამამთავრებელი (III, IV) კურსის სტუდენტი ხარ ან სწავლა 1-2 წლის წინ დაასრულე. „ლიდერატორი 2026“-ის ნაკადზე მიღება 2026 წლის იანვარში გამოცხადდება, პროგრამა კი აპრილში დაიწყება.
საქართველოს ბანკში ყოველთვის აფასებენ და ეძებენ ნიჭიერ, შემოქმედებით ადამიანებს. ლიდერატორი კი სწორედ ის გზაა, რომლითაც შეგიძლია შენი შესაძლებლობები აღმოაჩინო, გახდე თავდაჯერებული, ისწავლო პროფესიონალებისგან, შეხვდე საინტერესო ადამიანებს და მიიღო გამოცდილება, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს შენი მომავალი.
თუ არ გინდა მიღების გამოცხადება გამოგეპაროს, შეგიძლია, წინასწარ დატოვო რეზიუმე. გაითვალისწინე, ეს არ არის სააპლიკაციო ფორმა, კონკურსში ჩასართავად რეგისტრაციის გავლა მიღების გამოცხადების შემდეგ იქნება საჭირო. უფრო მეტ დეტალს ლიდერატორის შესახებ ამ ბმულზე გაეცნობი.