Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

5 მიზეზი, რატომ უნდა გადმოწეროთ ბიზნეს მობილბანკი

გაამარტივეთ ბიზნესის მართვა საქართველოს ბანკის მობილბანკით. აღმოაჩინეთ 5 ფუნქცია: საერთაშორისო გადარიცხვები, სესხი და გარანტიები. დაზოგეთ დრო და ფინანსები!

ბიზნესში ყოველი წუთი ფასეულია, ციფრული ინსტრუმენტები კი ხშირად განსაზღვრავენ, ვინ დარჩება მომავალში კონკურენტუნარიანი.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი გაძლევთ საშუალებას, მართოთ თქვენი კომპანიის ფინანსები და პროცესები ერთი აპლიკაციიდან – როგორც ოფისში, ისე მის გარეთ.

ქვემოთ განვიხილავთ 5 მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ თქვენი ბიზნესის ეფექტური მართვისა და განვითარებისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი აუცილებლად უნდა გადმოწეროთ.

*ჩაერთეთ კამპანიაში, თუ არ გამოგიყენებიათ ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე

1. საერთაშორისო გადარიცხვები ნებისმიერი ადგილიდან

ბიზნეს მობილბანკში შეძლებთ თანხის გადარიცხვას საზღვარგარეთ, პირდაპირ აპლიკაციიდან. საერთაშორისო გადარიცხვების ეს მარტივი მექანიზმი აგარიდებთ ფილიალში მისვლას. 

აქვე, შეგიძლიათ ისარგებლოთ SWIFT-ტრეკინგის ფუნქციით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რეალურ დროში ადევნოთ თვალი თქვენი გადარიცხვის სტატუსს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პარტნიორი კომპანია თანხის მიღებამდე არ იწყებს მომსახურების გაწევას, თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ თანხა უკვე გადაირიცხა, თუნდაც ის ჯერ შუამავალ ბანკში იყოს.

და თუ უცხოურ პარტნიორ კომპანიებთან ხშირად თანამშრომლობთ, აპლიკაციაში შეგიძლიათ მარტივად გახსნათ დამატებითი მულტისავალუტო ანგარიში, გადაანაწილოთ თანხა სხვადასხვა ვალუტაში და მართოთ ფინანსები უფრო მოქნილად.

სწორედ ამ ფუნქციონალით სარგებლობს სოციალური საწარმოს “დადარის” დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილიც, რომელსაც ბიზნეს მობილბანკი ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობის პროცესს უმარტივებს.

2. ცენტრალიზებული სივრცე კომუნიკაციისთვის

აპლიკაციიდან შეგიძლიათ პირდაპირ გაუგზავნოთ ბანკს წერილი, მიამაგროთ საჭირო დოკუმენტები, ინვოისები ან ხელშეკრულებები და საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციაში ჩართოთ თქვენი თანამშრომლებიც. 

ასე, პლატფორმა თქვენი ბიზნესის ორგანიზებულ და მარტივად სამართავ სამუშაო სივრცედ იქცევა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი მიმოწერა იყრის თავს, ფაილები დაცულად ინახება, ხოლო ყველა პასუხი ყოველთვის მარტივადაა ხელმისაწვდომი.

3. ამონაწერის ამოღება და სახაზინო გადარიცხვები მარტივად

დეკლარაციის შევსების პროცესის გასამარტივებლად, ბიზნეს მობილბანკი ერთ სივრცეში გთავაზობთ ყველა საჭირო ფუნქციას. აპლიკაციის დახმარებით, სწრაფად და მარტივად შეძლებთ როგორც ამონაწერის ამოღებას, ისე სახაზინო გადარიცხვების შესრულებას.

  • ამონაწერის ამოღება – როგორც ჯამურ თანხებზე, ისე კონკრეტული ანგარიშის ნომრისა და თარიღის მიხედვით.
  • სახაზინო გადარიცხვა – გადახდები შეგიძლიათ სახაზინო კოდის გამოყენებით შეასრულოთ, რაც დეკლარირებასთან დაკავშირებული გადასახადების დაფარვის სწრაფი და მოსახერხებელი გზაა.

4. სხარტი სესხი 

თუ მცირე ან საშუალო ბიზნესი გაქვთ და მიზნის მისაღწევად დამატებითი რესურსები გჭირდებათ, ბიზნეს მობილბანკი თქვენ გვერდითაა.

სხარტი სესხის ასაღებად არც ფილიალში მისვლაა საჭირო, არც დამატებითი საბუთების აღება და არც სესხის უზრუნველყოფა.

პროცესი ასეთია: შეავსეთ განაცხადი აპლიკაციაში და დაელოდეთ პასუხს სულ რამდენიმე წუთი. დიახ, სწორედ ასეთი მარტივია.

5. მიიღეთ ხელშეკრულების შესრულების და სატენდერო გარანტია მარტივად

თუ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობთ და, პროცესის სხვადასხვა ეტაპზე, სატენდერო ან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენა გიწევთ, ეს ფუნქციონალები ნამდვილად მოგეწონებათ.

სატენდერო გარანტია
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ სატენდერო გარანტია 1 საათზე ნაკლებ დროში მიიღოთ. ეს ნიშნავს, რომ აღარ გიწევთ თანხის გაყინვა ტენდერის დასრულებამდე და ბიზნესის ფინანსებს თავისუფლად მართავთ. დამატებითი უპირატესობა კი ისაა, რომ 1,500,000 ლარამდე კონტრაქტებისთვის სატენდერო გარანტია უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა.

ხელშეკრულების შესრულების გარანტია
ხოლო როდესაც ხელშეკრულების შესრულების გარანტია გჭირდებათ, განაცხადზე პასუხს 1 წუთზე ნაკლებ დროში იღებთ, თავად დოკუმენტი კი თანხმობიდან დაახლოებით ერთ საათში მზადდება.

პროცესი სრულად დისტანციურია: დოკუმენტს ციფრული ხელმოწერით ადასტურებთ, სადაც არ უნდა იყოთ. ბეჭდური ვერსია შეგიძლიათ ფილიალში მიიღოთ ან ფოსტით გამოიწეროთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.

და ბოლოს, ისიც აღვნიშნოთ, რომ ბიზნეს მობილბანკის ინოვაციურობა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წელს აღიარა, როგორც ”საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით”.

ჩვენი აპლიკაცია ყოველთვის ვითარდება. ნურც თქვენ გაჩერდებით, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი და გადადით კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის შემდეგ ეტაპზე!

გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს