2 წუთი წასაკითხად
ეკა ყიფიანის 7 რეკომენდაცია თბილისის წიგნის დღეებისთვის
13 ნოე. 2025
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინე ეკა ყიფიანის რჩეული 7 წიგნი, რომელიც შენს კრეატიულობას გააღვიძებს. შეიტყვე, როგორ აქციო იდეები რეალობად და მიიღე ქეშბექი!
13 ნოე. 2025
2 წუთი წასაკითხად
14, 15 და 16 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეები გაიმართება, ამ დღეებს წიგნის ყველა მოყვარული მოუთმენლად ელის. როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საქართველოს ბანკი უკვე მესამე წელია, რაც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების გენერალური სპონსორია. წიგნის მოყვარულებს კი წელსაც განსაკუთრებული შეთავაზებები ელით:
გარდა ნაცნობი ავტორებისა და სერიებისა წიგნის დღეები ლიტერატურული აღმოჩენებისთვისაა. არჩევანი რომ გაგიმარტივდეს, კრეატიულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი, ეკა ყიფიანი, გაგიზიარებს რჩევებს.
ეკა ყიფიანი სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი და ყველასთვის დასამახსოვრებელი კამპანიების შემქმნელია, მათ შორისაა საქართველოს ბანკის ის ვიდეორგოლები, რომლებზეც მთელი ქვეყანა ალაპარაკდა.
თუ გინდა შენი იდეები და ხედვები რეალურ პროდუქტად, დასამახსოვრებელ კამპანიად თუ ეფექტურ გადაწყვეტილებად იქცეს, აუცილებლად გაეცანი რეკომენდაციებს:
რიკ რუბინი, ლეგენდარული პროდიუსერი, კრეატიულობას არა როგორც უნარს, არამედ როგორც არსებობის გზას განიხილავს. ეს წიგნი გასწავლის, როგორ აღმოაჩინო შენში არსებული შემოქმედებითი ენერგია, როგორ დაძლიო შიშები და იცხოვრო უფრო საინტერესოდ.
რორი საზერლენდი, რეკლამის გურუ, გვასწავლის, რომ პრობლემების გადასაჭრელად მხოლოდ ლოგიკის გამოყენება საკმარისი არ არის. ის ამტკიცებს, რომ რადგან ადამიანები ირაციონალური არსებები არიან და ემოციებით მოქმედებენ, ხშირად არალოგიკური და კრეატიული გადაწყვეტილებები გაცილებით დიდი წარმატების მომტანია. “ალქიმია” ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით გასწავლის, როგორ შექმნა “მაგია”, რომელიც ლოგიკას ეწინააღმდეგება, მაგრამ ყველაზე ეფექტურად მუშაობს.
Pixar – ეს არის სტუდია, რომელმაც ანიმაციური ფილმების სამყარო თავდაყირა დააყენა. ედ კეტმული, Pixar-ის თანადამფუძნებელი, დეტალურად გვიყვება, როგორ შექმნა კულტურა, სადაც გენიალური იდეები ბიუროკრატიაში არ კვდება. წიგნში ავტორი გასწავლის გუნდის მართვის ეფექტურ მეთოდებს და გიზიარებს პიქსარის წარმატების საიდუმლოსაც.
ენიალური იდეა უსარგებლოა, თუ არ იცი, როგორ აქციო იგი რეალობად. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ტინა სილიგი, ამ წიგნში გასწავლის, როგორ მართო კრეატიული პროცესი, განიხილავს 6-საფეხურიან “ინოვაციის ციკლს”, თითოეული საფეხური საჭიროა, რომ მიგნებისგან (insight), ხელშესახები შედეგი (out) მიიღო.
IDEO-ს აღმასრულებელი დირექტორი გვასწავლის დიზაინ-აზროვნებას (Design Thinking) – ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც დიზაინერების ხელსაწყოებს იყენებს ბიზნესის, განათლებისა და სერვისების ტრანსფორმაციისთვის.
იმისთვის, რომ კარგად შექმნა, უნდა იცოდე, რისთვის ქმნი. ჰარარის ეპიკური ნაშრომი გვიხსნის, თუ როგორ შევძელით, რომ ფიქციური ნარატივების შექმნის ხარჯზე პლანეტის დომინანტი სახეობა გავმხდარიყავით. ეს არის კაცობრიობის დიდი სურათი, რომელიც შენს კრეატიულ გადაწყვეტილებებს უფრო ღრმა შინაარსს შესძენს.
და ბოლოს, გენიალური რეზო გაბრიაძის “ჩემი პატარა ქალაქი” ქართული სულით, იუმორით და პოეზიით სავსე პატარა სამყაროა. ეს წიგნი არ არის მხოლოდ მოგონებების კრებული, აქ ნახავ, როგორ ქმნიან ჩვეულებრივი ადამიანები არაჩვეულებრივ ისტორიებს და როგორ უნდა იპოვო ხელოვნება მარტივ, უბრალო დეტალებში.
ეს ჩამონათვალი შესანიშნავი გზამკვლევია ყველასთვის, ვინც კრეატიულ სფეროში მუშაობს ან უბრალოდ უნდა, შემოქმედებითად გაიზარდოს.
ასე რომ ეწვიე ექსპო ჯორჯიას და შეუერთდი ლიტერატურულ თავგადასავლებს.
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
ისწავლე, რატომ არ უნდა მოუსმინო სხვებს პროფესიის არჩევისას და რატომ არის საკუთარი თავის ნდობა წარმატების მთავარი გასაღები. მედეა ტაბატაძის წერილი შენთვის.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026
ქართველი ბლოგერი და იუთუბერი H1Ta თავის 19 წლის ვერსიას გამოცდილებას უზიარებს. გაიგე მისი რჩევები ინტუიციის, უწყვეტი სწავლის, დროის ფასისა და მარცხის, როგორც ძვირფასი გაკვეთილის შესახებ
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026