2 წუთი წასაკითხად
„ლადო, არ შეშინდე, იბრძოლე...“ - ლადო აფხაზავა 19 წლის საკუთარ თავს ესაუბრება
8 ოქტ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
როცა 19 წლის ხარ, ყველაფერი ერთდროულად ძალიან რთული და ძალიან მარტივია, ძალიან მნიშვნელოვანი და წარმავალია. თან ნაბიჯის გადადგმის გვეშინია, მაგრამ სამყაროც ჩვენი გვგონია.
ზუსტად ეს მდგომარეობა თავის თავში შესაძლებლობების დიდ რეზერვს ინახავს. ამ ასაკში მიღებულ გადაწყვეტილებებს შეუძლია ჩვენი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა.
ცხოვრების ამ ეტაპზე საუკეთესო მეგზური განათლებაა. საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ყველას, ვინც სწავლისა და განვითარების გზაზე არ ჩერდება. უამრავ მხარდამჭერ პროგრამასთან ერთად, საქართველოს ბანკი წარმატებული ადამიანების გამოცდილების გაზიარებით, ეხმარება მათ, ვინც ცხოვრებას ახლა იწყებს.
ბლოგების სერიაში, წერილი საკუთარ თავს, ადამიანები 19 წლის ვერსიებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებენ. ამ ძალიან საინტერესო მისიაში ამჯერად არაჩვეულებრივი ლადო აფხაზავა შემოგვიერთდა. ლადო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი (2017) და Global Teacher Prize-ის საუკეთესო ათეულის ფინალისტია (2019).
ჩვევა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა
ცხოვრებაში მთავარი ჩვევა, რომელმაც ჩემთვის ბევრი რამ შეცვალა, მოქმედების გაგრძელებაა. რა პირობებშიც არ უნდა აღმოვჩნდე, ჩემი მთავარი წესია: არ გავჩერდე, არ დავნებდე და მუდმივად ვეძებო გზები, რომლებსაც თავად გავკვალავ. არ ველოდო, რომ ვიღაც გამიმზადებს სავალს.
სწორედ ამიტომ, საკუთარ 19 წლის თავს, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი ეჭვი და შიში აქვს, პირველ რიგში, ამას ვეტყოდი:
ლადო, არ შეშინდე და იბრძოლე! არ გაჩერდე და თავიდანვე შეეგუე იმას, რომ მთელი ცხოვრება მუდმივად მოგიწევს ბრძოლა.
ნუ კარგავ დროს, დაიწყე მოქმედება
რა როლი ითამაშა სწავლამ ჩემს გზაზე? სიმართლე გითხრათ, თავიდან სწავლამ დამაფიქრა ერთ უმთავრეს რამეზე: მე არ ვიყავი მზად ცხოვრებისათვის. როცა ეს გავიაზრე, სწორედ მაშინ დავიწყე ნამდვილი სწავლა – ცხოვრების სწავლა.
ჩემს 19 წლის ვერსიას, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს და ყოყმანობს, განათლების კუთხით ასეთ რჩევას მივცემდი:
ლადო, ვერც კი ხვდები, როგორ წლებს კარგავ! დროა, დაიწყო მოქმედება. ის, თუ რეალურად რა შეგიძლია და რისი პოტენციალი გაქვს, მხოლოდ მოქმედებაში გამოჩნდება. დაიწყე ახლა.
თუ ბრძოლა შეგიძლია, მასწავლებელი გახდი
პროფესიულ არჩევანზე თუ ვისაუბრებთ, ვფიქრობ, ჩემმა პროფესიამ ზუსტად მიპოვა. კარიერული კუთხით 19 წლის ლადოს მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევდი:
თუ ბრძოლა შეგიძლია, მასწავლებელი გახდი, ლადო. იფიქრე ამაზე და შეეცადე, ბევრს შეაძლებინო და ასწავლო ფიქრი – ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეცვალონ არსებული რეალობა უკეთესობისკენ.
მასწავლებლობა არ არის უბრალოდ პროფესია, ეს არის პასუხისმგებლობა, დაეხმარო სხვებს საკუთარი ძალების აღმოჩენაში.
როცა არაფერი გამოვიდა, სწორედ მაშინ ვისწავლე ცხოვრება
ჩემი მთავარი შეცდომა ის გახლდათ, რომ წლების განმავლობაში შეცდომებიდან კი არ ვსწავლობდი, არამედ ვსწავლობდი მხოლოდ იმისთვის, რომ შეცდომა არ დამეშვა.
და იცით რა მოხდა? ამით არაფერი გამოვიდა.
იდეალურობისკენ სწრაფვამ და შეცდომის შიშმა შედეგი არ მომცა. და როცა არაფერი გამოვიდა, სწორედ მაშინ ვისწავლე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: ვისწავლე შეცდომებით ცხოვრებაც, დამარცხებაც და გამარჯვებაც. შეცდომა არ არის დასასრული, ის ზრდის პროცესია.
შენი მოქმედების დრო ახლაა
საბოლოო ჯამში, 19 წელი არის ასაკი, როცა უნდა აღმოაჩინო შენი შესაძლებლობები, არ შეგეშინდეს შეცდომების, არ დანებდე და დაიწყო მოქმედება. ამ თავგადასავალში კი საქართველოს ბანკი შენი საიმედო პარტნიორია.
აღმოაჩინე განათლების შესაძლებლობები: ganatleba.bog.ge