2026 წლის საგანმანათლებლო შესაძლებლობები საქართველოს ბანკისგან
აღმოაჩინე 2026 წლის სტიპენდიები, სწავლის დაფინანსება და პროექტები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. გაიგე, როგორ მოიპოვო დაფინანსება.
თუ ახალი გამოწვევებისთვის ემზადები, განათლება ის მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც დასახულ მიზნებამდე მიგიყვანს.
საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. სულ ერთია, ხარ სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, მასწავლებელი თუ ახალი პროფესიის შესწავლა გინდა – აუცილებლად იპოვი შენთვის საინტერესო პროექტს. ამ ბლოგში ნახავ 2026 წლის ყველა საგანმანათლებლო პროექტს, შეარჩიე შენთვის საინტერესო და არ გამოგრჩეს რეგისტრაციის თარიღები.
მოსწავლეებისთვის
სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში
საქართველოს ბანკის სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში ახალი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სრულიად უფასოდ შეისწავლონ მათთვის საინტერესო მიმართულებები.
სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ კურსებს:
ვებ პროგრამირება 0-დან
გრაფიკული დიზაინი
UI/UX დიზაინი
IT პროექტების მართვა
AI აგენტები და ავტომატიზაცია
კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით
კრეატიული კომუნიკაციის კურსი
პროგრამირების საფუძვლები
და სხვა
შეავსე განაცხადის ფორმა 20 ნოემბრამდე.
UWC-ის სტიპენდია
თუ საზღვარგარეთ სწავლაზე ოცნებობ, UWC-ის (United World Colleges) პროგრამა უნიკალური შანსია. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შეგიძლია მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება და ისწავლო International Baccalaureate (IB) პროგრამაზე მსოფლიოს 18 საერთაშორისო სკოლიდან ერთ-ერთში. ➔რეგისტრაცია 2027-29 სასწავლო წლისთვის 30 სექტემბერს დასრულდა. შემდეგი შანსი 2027 წლის ზაფხულში გექნება.
STEM სკოლა
კომაროვის სკოლასთან ერთად შექმნილ STEM სკოლაში VII-XI კლასის მოსწავლეები დისტანციურად ეუფლებიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ეს არის პირველი ნაბიჯები პროგრამირებისა და ტექნოლოგიების სფეროში. საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს საქართველოს ბანკი სრულად ან ნაწილობრივ უფინანსებს სწავლას. ➔შემოდგომის სემესტრისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. შემდეგი შანსი გაზაფხულის სემესტრში გექნება.
TUMO ქუთაისი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში გახსნილი TUMO-ს ცენტრი 12-18 წლის მოზარდებს სრულიად უფასოდ სთავაზობს 11 კრეატიული და ტექნოლოგიური მიმართულების შესწავლას, მათ შორის: პროგრამირება, რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება და სხვა. ➔რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე იყო შესაძლებელი, შემდეგი რომ არ გამოგრჩეს, TUMO-ს ვებგვერდს ადევნე თვალი.
ფოთის საჭადრაკო კლუბი
საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში, 10 ნიჭიერი მოსწავლის სწავლა ერთი წლის განმავლობაში სრულად დაფინანსდება. ➔სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია 13 სექტემბერს დასრულდა. შემდეგი ნაკადის რეგისტრაცია შემოდგომის სემესტრამდე გამოცხადდება.
Code IT
პროგრამირების შესწავლას თუ აპირებ, Code IT სწორედ შენთვისაა. პროექტის ფარგლებში 14-18 წლის მოზარდებს შეუძლიათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკებში სრულიად უფასოდ დაეუფლონ კოდირების საფუძვლებს (HTML, CSS, JavaScript). ➔მეორე ნაკადის რეგისტრაცია შემოდგომის სემესტრში დაიწყო. შემდეგი შანსი გაზაფხულის სემეტრში გექნება.
სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის
სტიპენდია ადგილობრივ უნივერსიტეტებში
თუ ხარ ბაკალავრიატის სტუდენტი 22 პარტნიორი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში და გაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, გაქვს შანსი მოიპოვო სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. ნახე სრული გზამკვლევი სტუდენტებისთვის. ➔რეგისტრაცია ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.
გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია
პროგრამა საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის სახელს ატარებს. გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია 4 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება და გააგრძელონ დიდი არქიტექტურული ტრადიცია. ➔რეგისტრაცია ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.
Chevening – სწავლა დიდ ბრიტანეთში
ჩივნინგიგაძლევს შესაძლებლობას, მიიღო განათლება დიდ ბრიტანეთში და გახდე შენი სფეროს ლიდერი. მთავარია გქონდეს ამბიცია, შეცვალო გარემო უკეთესობისკენ. პროგრამა მრავალფეროვანია შეგიძლია შეარჩიო კურსი ნებისმიერი მიმართულებით. დაფინანსება კი მოიცავს როგორც სწავლის, ისე ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს. ➔2027 სასწავლო წლისთვის განაცხადების მიღება 6 ოქტომბრამდე იყო შესაძლებელი. 2028 წლისთვის რეგისტრაციას 2027 წლის ზაფხულიდან შეძლებ.
Fulbright – სწავლა აშშ-ში
ფულბრაიტიამერიკის და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის უნიკალური შანსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო. საქართველოს ბანკის სტიპენდია სრულად ფარავს აშშ-ში 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამის ყველა ხარჯს: სწავლის საფასურს, მგზავრობას, ვიზასა და ცხოვრების ხარჯებსაც კი. ➔2026-27 სასწავლო წლის კონკურსი 1 ივლისს დასრულდა. განაცხადების მიღება, როგორც წესი, გაზაფხულზე იწყება, ასე რომ, მოემზადე მომავალი წლისთვის.
სწავლა ესპანეთში – ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია
თუ კრეატიული ინდუსტრია გაინტერესებს,ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაუნიკალური შესაძლებლობაა. სტიპენდია საშუალებას გაძლევს, ისწავლო და გაიარო სტაჟირება მადრიდში, მსოფლიოში ცნობილ Miami Ad School Europe-ში 100%-იანი დაფინანსებით და მიიღო სტიპენდია ცხოვრებისთვის. ➔წლევანდელი განაცხადების მიღება 8 ივნისს დასრულდა. კონკურსი, როგორც წესი, გაზაფხულზე ცხადდება.
სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში
თუ ახალი საქმის დაწყება ან კვალიფიკაციის ამაღლება გინდა, ეს პროექტი სწორედ შენთვისაა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სრული დაფინანსებით შეისწავლოს პროგრამირება, დიზაინი, კულინარია და სხვა მოთხოვნადი პროფესიები 20-მდე წამყვან აკადემიაში. ➔რეგისტრაცია ოქტომბრიდან 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.
AI სტიპენდია გოგოებისთვის
ტექნოლოგიურ სფეროში ქალების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთაან (UN Women) ერთად და მასტერქარდის მხარდაჭერით AI სტიპენდია შექმნა, რომელიც სწავლის სრულ დაფინანსებას გულისხმობს პარტნიორ აკადემიებში. თუ გაინტერესებს მომავლის ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო, აუცილებლად სცადე და მიიღე 100%-იანი AI სტიპენდია. ➔ რეგისტრაცია ოქტომბრიდან გამოცხადდება და 25 ნოემბერს დასრულდება.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გლობალური კამპანიის ნაწილია, მონაწილეობის მიღება კი ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია. კონკურსის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს და დააფასოს ის ენთუზიასტი ადამიანები, რომლებიც ცოდნის გაზიარებით უკეთეს მომავალს ქმნიან მთელი ქვეყნისთვის. ➔ 2026 წლის კონკურსზე განცხადებების მიღება დასრულებულია. თვალი ადევნე სიახლეებს მომავალი წლისთვის, რადგან კონკურსი ყოველწლიურად, გაზაფხულზე ცხადდება.
თბილისის წიგნის დღეები
ლიტერატურის მოყვარულებისთვის 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ტრადიციულად გაიმართება თბილისის წიგნის დღეები Expo Georgia-ში, სადაც შეძლებ შეხვდე ავტორებს, დაესწრო სემინარებს და შეიძინო წიგნები სპეციალური პირობებით.
ყველა დიდი წარმატება მცდელობით და არდანებებით იწყება. ნუ შეუშინდები ახალ გამოწვევებს, აუცილებლად სცადე და არ გაჩერდე განათლების გზაზე. თუ გინდა, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და სასურველ პროექტზე რეგისტრაციის დედლაინები არ გამოგრჩეს, თვალი ადევნე ჩვენს ბლოგებს და ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
შეცდომების შიში თუ მუდმივი ბრძოლა? გაიგე, რა შეცვალა ლადო აფხაზავას ცხოვრებაში ერთმა ჩვევამ და რას ურჩევს ის საკუთარ თავს განათლებისა და განვითარებისთვის