5 წუთი წასაკითხად
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School-ში: სრული გზამკვლევი მადრიდის პროგრამისთვის
17 ივნ. 2025
5 წუთი წასაკითხად
5 წუთი წასაკითხად
გაინტერესებს კრეატიული ინდუსტრია? მიიღე სრული დაფინანსება Miami Ad School-ში ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიით მადრიდის კამპუსში
17 ივნ. 2025
5 წუთი წასაკითხად
სწრაფ ტექნოლოგიურ ექსპანსიასთან ერთად, სიტყვა „კრეატივი“ წლიდან წლამდე იცვლის მნიშვნელობას, კრეატიული ინდუსტრია კი ყოველდღიურად იზრდება. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით საქართველოს ბანკი ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს ეხმარება, აუწყონ ცვლილებებს ფეხი და აღიჭურვონ იმ არაკონვენციური უნარებით, რომლებიც ამ საქმეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სტიპენდია შერჩეულ კანდიდატს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ სკოლაში, Miami Ad School-ში, 9-თვიან პორტფოლიო პროგრამას უფინანსებს.
ამ დეტალურ გზამკვლევში გიამბობთ, რა და როგორ ისწავლება MASE-ში და როგორ არის შესაძლებელი მადრიდის კამპუსში მოხვედრა საქართველოს ბანკის სტიპენდიით.
Miami Ad School-ის ისტორია აშშ-ში, მაიამიში იწყება. სკოლა 1993 წელს დაარსდა და მალევე იქცა საერთაშორისო მასშტაბით წამყვან კრეატიულ სასწავლებლად. დღეს Miami Ad School გლობალური ქსელია და 10-ზე მეტ ქვეყანაში აქვს კამპუსი. MAS ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, გრაფიკული დიზაინისა და ფოტოხელოვნების მიმართულებით საუკეთესო სკოლად მიიჩნევა.
მადრიდი კი, როგორც ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი, იდეალური ადგილია შემოქმედებითი იდეების აღმოსაჩენად. Miami Ad School-ის მადრიდის კამპუსი ქალაქის ცენტრში, საუნივერსიტეტო ზონაში მდებარეობს.
სტიპენდია ფარავს ერთწლიან (9-თვიან) Portfolio Program-ს, რომელიც კლასიფიცირდება როგორც Local Master. პროგრამები სრულად ინგლისურენოვანია.
შეგიძლია აირჩიო სამი მიმართულებიდან ერთ-ერთი. სასურველი მიმართულების შერჩევაში, სწავლის დაწყებამდე, სკოლის წარმომადგენლებიც დაგეხმარებიან:
სასწავლო პროგრამას ორი დაწყების თარიღი აქვს: სექტემბერი და იანვარი.
სტიპენდიის გარეშე პროგრამის ღირებულება €8,000-დან €10,500-მდე მერყეობს. საქართველოს ბანკის სტიპენდია 100%-ით ფარავს როგორც 9-თვიანი პროგრამის სწავლის სრულ საფასურს, ასევე სარეგისტრაციო/სავიზო მოსაკრებელს (Reservation Fee – €900).
პროგრამაში მოსახვედრად და დაფინანსების მისაღებად მონაწილეობა უნდა მიიღო კონკურსში და მოაგვარო სავიზო საკითხები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
კონკურსი 18 მაისს ცხადდება, შეავსე აპლიკაცია 8 ივნისამდე, თბილისის დროით 19:00 საათზე.
კონკურსისთვის მოსამზადებლად, მიჰყვები შემდეგ ნაბიჯებს:
ესპანეთში გასამგზავრებლად სავიზო პროცესის დაწყება დაახლოებით 3 თვით ადრეა რეკომენდებული, რადგან პროცესი შესაძლოა 2 თვემდე გაგრძელდეს.
სკოლას საკუთარი საერთო საცხოვრებელი არ აქვს, თუმცა პარტნიორი კომპანიებისა და სპეციალური WhatsApp ჯგუფის მეშვეობით აქტიურად ეხმარება სტუდენტებს ბინის პოვნაში. საცხოვრებლად რეკომენდებული ცენტრალური უბნებია: საუნივერსიტეტო ზონა, Chamberí, Gaztambide, Arapiles და Trafalgar.
9-თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ 6-თვიანი სტაჟირება ესპანეთში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სტაჟირების საკითხი დიდ წილადაა დამოკიდებული სტუდენტის პროფილზე, სავიზო სტატუსსა და სააგენტოებთან შეთანხმებაზე.
სკოლა აქტიურად ეხმარება სტუდენტებს დასაქმებაში სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისით: ნეთვორქინგ ღონისძიებებით, მაგალითად „Portfolio Review“ პროგრამით, სადაც სტუდენტები პირისპირ ხვდებიან წამყვანი სააგენტოების წარმომადგენლებს და საკუთარ ნამუშევრებს განიხილავენ. ასევე ყველა სტუდენტს აქვს წვდომა დახურულ LinkedIn ჯგუფზე, სადაც ხშირად იდება სხვადასხვა რელევანტური ვაკანსია.
ნიკა გუჯეჯიანი 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School-ში, Art Direction-ის მიმართულებით. მოგვიანებით, ის საქართველოს ბანკში კრეატიული დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა და წლების განმავლობაში შექმნილი უამრავი საინტერესო პროექტით მან დიდი წვლილი შეიტანა ადგილობრივი კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში.
ნიკას მემკვიდრეობისა და საქმის გასაგრძელებლად 2019 წელს, საქართველოს ბანკისა და MAS-ის თანამშრომლობით, დაფუძნდა მისი სახელობის სტიპენდია. პროგრამის მიზანია, მისცეს ქართველ ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღების და ინოვაციური იდეებით ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობა.
როგორც გასული წლების სტიპენდიატები იხსენებენ, თავიდან ბევრ მათგანს არ სჯეროდა, რომ კონკურსში გამარჯვებას შეძლებდა. თუ შენც გეპარება ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში: ბევრი არ იფიქრო, არ გაჩერდე და აუცილებლად სცადე!
ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის მოპოვება შენი პირველი ნაბიჯია გლობალურ კრეატიულ ინდუსტრიაში სამოგზაუროდ. Miami Ad School არის ადგილი, სადაც შეძლებ იდეები რეალობად აქციო, გაიცნო ნიჭიერი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და იმუშაო სფეროს საუკეთესო პროფესიონალების გვერდით.
გამოიყენე ეს შესაძლებლობა. იქნებ 2026 წლის გამარჯვებული სწორედ შენ ხარ?!
3 წუთი წასაკითხად
18 მაი. 2026
აღმოაჩინე 4 საერთაშორისო სტიპენდია საქართველოს ბანკისგან. მიიღე სრული დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლისთვის და განვითარდი წამყვან უნივერსიტეტებში.
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
თუ არქიტექტურა გაინტერესებს, ბექა ფხაკაძის რჩევები დაგეხმარება. გაიგე, რა როლს თამაშობს განათლება, დისციპლინა და როგორ დაგეხმარება ბანკის სტიპენდია.
4 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
გაიგე, როგორ შექმნა გიორგი ჩახავამ საქართველოს ბანკის ეპოქალური შენობა. აღმოაჩინე ინოვაციური ხედვა, რომელმაც მსოფლიო აღაფრთოვანა და გაიგე, როგორ შეგიძლია გახდე ამ ისტორიის ნაწილი!
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
3 წუთი წასაკითხად
18 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
4 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026