პიროვნული და პროფესიული განვითარება მუდმივი პროცესია, რომელიც ხანდახან კომფორტის ზონის მიღმა, ახალი გამოცდილების ძიებას მოითხოვს. ხანდახან იმისთვის, რომ გაიცნო საკუთარი თავი და მიუახლოვდე შენს ინტერესებს, საზღვრებს უნდა გასცდე, მათ შორის ქვეყნის. ამ მისიაში საქართველოს ბანკი შენი მთავარი პარტნიორია.
ჩვენი საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები არის ყველასთვის, ვისაც სურს განათლება მულტიკულტურულ, მსოფლიო დონის სასწავლებელში მიიღოს. ამჟამად 4 სრულად დაფინანსებული საერთაშორისო სტიპენდია სტუდენტებსა და მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, სწავლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ განაგრძონ.
ამ ბლოგში სწორედ ამ შესაძლებლობებზე მოგიყვებით.
1. ფულბრაიტის სტიპენდია
მათ, ვისაც ბაკალავრიატის საფეხური უკვე დასრულებული აქვს და ახლა სწავლის გაღრმავება სურს, ფულბრაიტის შესახებ, ალბათ, უკვე სმენიათ. ფულბრაიტი აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტიპენდიაა, რომელიც სამაგისტრო საფეხურზე სწავლას აფინანსებს.
საქართველოს ბანკისა და ამერიკის საელჩოს პარტნიორობით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სრული დაფინანსებით გაიარონ მაგისტრატურა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში.
რას ფარავს საქართველოს ბანკის სტიპენდია?
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასურს
ცხოვრებასა და სწავლასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად ხარჯს
2026-27 სასწავლო წლის სასტიპენდიო კონკურსი 1 აპრილს დაიწყო და 1 ივლისამდე მიმდინარეობს.
2. ჩივნინგის სტიპენდია
თუ თვალი გაერთიანებული სამეფოს რომელიმე უნივერსტეტს დაადგი, საქართველოს ბანკის დახმარებით, გაქვს შესაძლებლობა ნებისმიერ ბრიტანულ უნივერსიტეტში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლო.
მსოფლიოს მასშტაბით სტიპენდიით 118 ქვეყნის წარმომადგენლები სარგებლობენ და მათ შორის საქართველოცაა.
საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან პარტნიორობა 2013 წელს დაიწყო.
რას ფარავს საქართველოს ბანკის სტიპენდია?
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ საფასურს
ყოველთვიურ ცხოვრების ხარჯებს
მგზავრობის ხარჯებს
ვიზის მოსაკრებელს
დიდ ბრიტანეთში გამგზავრების და უკან დაბრუნების ბილეთებს
დისერტაციის/თეზისის გრანტის
ყველა სხვა საჭირო ხარჯს, რომელიც უშუალოდ სწავლას უკავშირდება
როდის და როგორ უნდა შეავსო აპლიკაცია?
განაცხადის შესავსებად და დეტალების სანახავად ეწვიე ბმულს.
2026-27 სასწავლო წლისთვის დედლაინი 2025 წლის 7 ოქტომბერს ამოიწურა. მომდევნო, 2027-28 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება2026 წლის აგვისტოში გაიხსნება.
3. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ში
მათთვის, ვისაც სურს, კრეატიულ ინდუსტრიაში გაიკვალოს გზა, Miami Ad School საუკეთესო ადგილია თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის მისაღებად. საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია ასეთ ადამიანებს უნიკალურ შანსს აძლევს, დაიფინანსონ სწავლა Miami Ad School Madrid-ში 9-თვიან სერტიფიცირებულ სარეკლამო პორტფოლიო პროგრამაზე.
წელს Copywriting-ისა და Art Direction-ის პროგრამების გარდა, სტიპენდიატებს უკვე შეუძლიათ, შეისწავლონ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება Creativity & Artificial Intelligence (შემოქმედება და ხელოვნური ინტელექტი).
რას ფარავს სტიპენდია?
მადრიდში სწავლის სრულ საფასურს
ადგილის ჯავშნის საფასურს (Reservation fee)
როდის და როგორ უნდა შეავსო აპლიკაცია?
აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს 18 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით.
გამარჯვებულ სტიპენდიატს შეუძლია თავად აირჩიოს სწავლის დაწყების პერიოდი: სექტემბერი ან იანვარი.
4. UWC (United World Colleges) ახალი შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის
United World Colleges (UWC) გლობალური საგანმანათლებლო მოძრაობაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის 18 საერთაშორისო სკოლას აერთიანებს 17 ქვეყანაში.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართველ 15-17 წლის მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დაეუფლონ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამას და იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში თანატოლებთან ერთად.
UWC სწავლების ინოვაციურ მეთოდს ეფუძნება, რომელიც მოსწავლეებს თეორიული ცოდნითაც ამარაგებს და პრაქტიკული გამოცდილებითაც. ეს მიდგომა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ლიდერული უნარების, პასუხისმგებლობის გრძნობისა და გლობალური ხედვის განვითარებას.
რას ფარავს საქართველოს ბანკის სტიპენდია?
სტიპენდიები გაიცემა კანდიდატების საჭიროებების მიხედვით და მოიცავს სწავლისა და ცხოვრებისთვის აუცილებელ ხარჯებს.
როდის და როგორ უნდა შეავსო აპლიკაცია?
2027-29 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება 2026 წლის 1 აგვისტოს დაიწყება.
განაცხადის შევსება და დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლია UWC საქართველოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
არ დაგავიწყდეს, რომ საერთაშორისო სტიპენდიების გარდა, საქართველოს ბანკს განათლების მიმართულებით კიდევ უამრავი ინიციატივა აქვს. აღმოაჩინე შენთვის საინტერესო სხვა პროექტები ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
გაიგე, როგორ შექმნა გიორგი ჩახავამ საქართველოს ბანკის ეპოქალური შენობა. აღმოაჩინე ინოვაციური ხედვა, რომელმაც მსოფლიო აღაფრთოვანა და გაიგე, როგორ შეგიძლია გახდე ამ ისტორიის ნაწილი!
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
სანდრო ლორთქიფანიძე გიზიარებს გამოცდილებას, რომელსაც თავის 19 წლის ვერსიას გაუზიარებდა. აღმოაჩინე რჩევები განათლებაზე, საკუთარი თავის რწმენაზე და არ გაჩერდე.