3 წუთი წასაკითხად
UWC სტიპენდიის გზამკვლევი | ისწავლე მსოფლიოს 18 სკოლაში
21 მაი. 2026
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გსურს საზღვარგარეთ სწავლა დაფინანსებით? UWC სტიპენდია შენი შანსია. გაიგე, როგორ მოხვდე მსოფლიოს 18 სკოლიდან ერთ-ერთში და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე
21 მაი. 2026
3 წუთი წასაკითხად
თუ სკოლის მოსწავლე ხარ და საზღვარგარეთ სწავლაზე ოცნებობ, ეს შანსი შენთვისაა! UWC (United World Colleges) პროგრამაზე 2027-29 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება 1 აგვისტოს დაიწყო და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. არ გამოტოვო შესაძლებლობა, მიიღო საერთაშორისო განათლება სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით და შეავსე განაცხადი.
საზღვარგარეთ სწავლაზე ალბათ შენც გიფიქრია, მაგრამ ეს პროცესი ხშირად რთულ და ძვირადღირებულ თავგადასავალს ჰგავს. UWC (United World Colleges) სწორედ ამ სტერეოტიპს ცვლის და სკოლის მოსწავლეებს უნიკალურ შანსს აძლევს – ისწავლონ მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე დაფინანსებით.
ეს არის International Baccalaureate (IB) სადიპლომო პროგრამა, რომელიც სრულიად ახალ პერსპექტივებს გიხსნის. საქართველოს ბანკი UWC მოძრაობის მხარდამჭერია და ეხმარება ქართველ მოსწავლეებს, მიიღონ საერთაშორისო განათლება, განავითარონ აკადემიური თუ პრაქტიკული უნარები და საუკეთესოდ მოემზადონ მომავალი გამოწვევებისთვის.
შერჩევის პროცესს საქართველოში UWC-ის ეროვნული კომიტეტი მართავს. რამდენად რეალურია ამ პროგრამაში მოხვედრა? მხოლოდ ბოლო 3 წლის მონაცემებით, საქართველოდან 50-მა მოსწავლემ ჯამში 944,000 დოლარის სტიპენდია მიიღო.
კონკურენცია, რა თქმა უნდა, მაღალია – ერთ ადგილზე დაახლოებით 30 კანდიდატი მოდის, თუმცა პირობები ყველასთვის ღია და თანაბარია.
UWC არის გლობალური საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელიც 4 კონტინენტზე, 17 ქვეყანაში მდებარე 18 საერთაშორისო სკოლას აერთიანებს. 1962 წლიდან დღემდე, ქსელის მთავარი მიზანია, განათლების დახმარებით ადამიანები და კულტურები ერთმანეთთან დააკავშიროს.
უნდა იცოდე, რომ UWC არც უნივერსიტეტია და არც ტრადიციული კოლეჯი. ის საერთაშორისო სკოლა-პანსიონების ქსელია, რომელიც სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაა შექმნილი. პროგრამაში ყოველწლიურად 10,000-ზე მეტი ახალგაზრდა ირიცხება, საიდანაც 87% ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მხარდაჭერას იღებს.
UWC-ის ყველა სკოლაში სწავლება International Baccalaureate (IB) სადიპლომო პროგრამით მიდის. ეს არის სკოლის დამამთავრებელი, 2-წლიანი კურსი, რომელიც ატესტატზე მაღალი სტანდარტის მქონე გლობალური ალტერნატივაა.
IB პროგრამის მთავარი ხიბლი მის სტილშია: ფაქტების მშრალად დაზეპირების ნაცვლად, აქ ისწავლი კრიტიკულ აზროვნებას და ინფორმაციის დამოუკიდებლად გაანალიზებას. სასწავლო პროცესის დიდი ნაწილი ეთმობა კვლევით ნაშრომებს და ისეთ კლასგარეშე აქტივობებს, როგორიცაა მოხალისეობა, სპორტი და შემოქმედებითი პროექტები.
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისთვის IB დიპლომი აპლიკანტის აკადემიური მზაობის საუკეთესო დასტურია. სტატისტიკით, UWC-ის სტუდენტების აკადემიური მოსწრება 12%-ით აღემატება სხვა IB სკოლების საშუალო მაჩვენებელს, რაც საინტერესო აკადემიური მომავლის საუკეთესო საწყისია.
თუ აკმაყოფილებ ამ სამ პირობას: ხარ საქართველოს მოქალაქე, რეზიდენტი ან გაქვს ლტოლვილის სტატუსი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ხარ და პასუხობ ასაკობრივ მოთხოვნას – მაშინ UWC საქართველოში განაცხადის შეტანა თავისუფლად შეგიძლია.
2027-2029 წლების სასწავლო პროგრამისთვის ასაკობრივი ზღვარი ასეთია: დაბადებული უნდა იყო პერიოდში 2009 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
მნიშვნელოვანი დეტალია, რომ განაცხადი არა კონკრეტულ კოლეჯში, არამედ UWC-ის ეროვნულ კომიტეტში შეგაქვს. წარმატების შემთხვევაში, კომიტეტი თავად გადაგამისამართებს შესაბამის კოლეჯში.
კომიტეტი არ ეძებს მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს. მთავარია, იზიარებდე მოძრაობის ღირებულებებს და გქონდეს სწავლის ძლიერი მოტივაცია. შერჩევისას ყურადღება 6 მთავარ კრიტერიუმს ექცევა:
2027-29 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო. განაცხადების მიღება 2026 წლის 1 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. გაითვალისწინე, რომ თარიღები ან პირობები შეიძლება მცირედ შეიცვალოს, რის შესახებაც კანდიდატები ინფორმაციას წინასწარ, ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.
პროცესი ასე გამოიყურება:
დაიმახსოვრე, რომ წელიწადში მხოლოდ ერთი განაცხადის გაგზავნა შეგიძლია, ჯამურად კი – მაქსიმუმ ორის. შერჩევის პროცესი თანაბრად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც, ხოლო ყველა აპლიკანტის პირადი ინფორმაცია სრულად კონფიდენციალურია.
დამატებითი დეტალებისთვის და განაცხადის შესავსებად, ეწვიე UWC საქართველოს ოფიციალურ ვებგვერდს.
სხვა საერთაშორისო სტიპენდიების აღმოსაჩენად კი გადადი ბმულზე.
2 წუთი წასაკითხად
5 აგვ. 2026
ქართულ ლიტერატურას განსაკუთრებული ძალა აქვს, საუკუნეების განმავლობაში ის ჩვენი ისტორიის, კულტურის, ხასიათისა და ღირებულებების მატარებელია. კლასიკიდან თანამედროვე ავტორებამდე, ქართველ მწერლებს შეუძლიათ ერთდროულად გაგაცინონ, დაგაფიქრონ, შეგაყვარონ გმირები და სრულიად სხვა თვალით დაგანახონ საკუთარი თავიც და სამყაროც
4 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2026
ეძებ წიგნებს ზაფხულის დასვენებისთვის? აღმოაჩინე 9 რეკომენდაცია, კლასიკური ეპოსებიდან დაწყებული, თანამედროვე ბესტსელერებით დამთავრებული. ჩაეშვი თავგადასავლებში.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
აღმოაჩინე ფოთის 80-წლიანი საჭადრაკო ისტორია, ლეგენდარული ნანა ალექსანდრიას კარიერა და როგორ აგრძელებს ახალი თაობა ამ მდიდარ ტრადიციას.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026