საქართველოს ბანკის სტიპენდია: სრული გზამკვლევი სტუდენტებისთვის
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდია! მიიღე სრული დაფინანსება 21 წამყვან უნივერსიტეტში. გაეცანი შერჩევის წესებს, რჩევებს სამოტივაციო წერილზე და შთამაგონებელ ისტორიებს.
განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საკუთარ მომავალში. თუ ხარ სტუდენტი, რომელიც მუდმივად ცდილობს განვითარებას, ეძებს ახალ შესაძლებლობებს და სჯერა, რომ შრომა აუცილებლად ფასდება, მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სწორედ ასეთი მოტივირებული ახალგაზრდების მხარდასაჭერად შეიქმნა. ამ ბლოგში ჩვენ ვუპასუხებთ ყველა კითხვას და დაგეხმარებით, წარმატებით გადადგა ნაბიჯი შენი მიზნებისკენ.
ეს არის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ნიჭიერ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დაიფინანსონ სწავლა საქართველოს 23 წამყვან უნივერსიტეტში.
ვის შეუძლია სტიპენდიის მოპოვება?
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტს:
როგორც მათ, ვინც ახლახან ჩააბარეს უნივერსიტეტში
ასევე იმათაც, ვინც უკვე სწავლობს სასურველ ფაკულტეტზე
მთავარია, გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და სურვილი, გახდე გამორჩეული პროფესიონალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ შენს მიზანდასახულობასა და განვითარების სურვილს.
აპლიკაციების გადარჩევა. ამ ეტაპზე უნივერსიტეტები განიხილავენ შენს აკადემიურ მოსწრებას (GPA) და სამოტივაციო წერილს. სწორედ აქ უნდა აჩვენო, რატომ იმსახურებ სტიპენდიას. როგორც ჩვენი ერთ-ერთი სტიპენდიატი, ლიზი ლოჩოშვილი ამბობს, პროექტი „ეძებს რეალურ ადამიანებს თავიანთი გამოცდილებით, ავთენტურობითა და მიზნებით“.
გასაუბრება. თუ ამ ეტაპზე გადახვედი, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენმა მონაცემებმა და სამოტივაციო წერილმა შთაბეჭდილება მოახდინა. ახლა შენი ჯერია, პირადად დაარწმუნო კომისია. ანდრო დგებუაძის რჩევა ასეთია: „იყავი ის, ვინც ხარ“.
თითოეული უნივერსიტეტი დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი?
სამოტივაციო წერილი შენი სავიზიტო ბარათია. აი, რამდენიმე რჩევა:
იყავი გულწრფელი: მოყევი შენი რეალური ისტორია, მიზნები და ის, თუ როგორ დაგეხმარება სტიპენდია მათ მიღწევაში.
აჩვენე შენი მოტივაცია: ახსენი, რატომ აირჩიე შენი პროფესია და რა გსურს შეცვალო უკეთესობისკენ.
დააკავშირე შენი მიზნები მომავალთან: აღწერე, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას. შთაგონებისთვის, წაიკითხე ლუკა კობიძის ისტორია, რომლისთვისაც მთავარია, „შემოქმედების გზაზე არ გაჩერდე“.
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში
სად ვიპოვო შთაგონება? გაიცანი ისინი, ვინც ეს გზა უკვე გაიარეს
ყველაზე კარგი მოტივაცია ხომ იმ ადამიანების ისტორიებია, რომლებიც შენსავით იწყებდნენ. მათაც ჰქონდათ კითხვები, ეჭვები, მაგრამ მიზანდასახულობით და შრომით შეუძლებელი შეძლეს.
დაფიქრებულხარ, რა გრძნობაა, როცა ხვდები, რომ შენი დაუღალავი შრომა დაფასდა?რევაზ ყაველაშვილის ისტორია სწორედ ამ გრძნობაზეა და კიდევ იმაზე, თუ როგორ გაძლევს ეს აღიარება კიდევ უფრო დიდ მოტივაციას.
სწავლის დაფინანსება თუ პირველი სტაჟირება? რატომ „თუ“, როცა „და“ შესაძლებელია? ნახე, როგორ შეძლო ლილი კერესელიძემორივე შესაძლებლობის ერთად მოპოვება და კარიერული გზის დაწყება სწავლის პარალელურად.
გეშინია, რომ არ გამოგივა და ამის გამო პირველ ნაბიჯსაც არ დგამ? მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხო ბლოგი სტუ-ს სტიპენდიატ ლუკა წულაიაზე, რომელიც დაგარწმუნებს, რომ „სჯობს, სცადო და არ გამოგივიდეს, ვიდრე საერთოდ არ სცადო“.
რას ნიშნავს, როცა შენს მიზნებს რეალურად უახლოვდები? ეს არ არის უბრალოდ წარმატება, ეს საკუთარი თავის პოვნის პროცესია. აღმოაჩინე ეს შეგრძნება თავისუფალი უნივერსიტეტის სტიპენდიატთან, ნიკოლოზ ცაგარელთან ერთად.
შენ უკვე გაეცანი სტიპენდიის დეტალებს, ნახე, რა ნაბიჯებია გასავლელი და, რაც მთავარია, წაიკითხე იმ ადამიანების ისტორიები, ვისთვისაც ეს პროგრამა წარმატების დასაწყისი გახდა.
მზად ხარ, შენც გახდე სტიპენდიატი?
რეგისტრაციისთვის ეწვიე ganatleba.bog.ge-ს, აირჩიე შენი უნივერსიტეტი და შეავსე განაცხადი.
მზა ჩანაწერებს ვიყენებთ ვებგვერდის გამართულად მუშაობისთვის და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. შეგიძლიათ თავად აირჩიოთ, რომელი მზა ჩანაწერების შეგროვებას ეთანხმებით. დეტალებისთვის, იხილეთ მზა ჩანაწერების (Cookies) მართვის პოლიტიკა
მართვა
პარამეტრები
აირჩიეთ ჩანაწერების მართვის პარამეტრი - დაეთანხმეთ ყველას, გათიშეთ არასავალდებულო ან თავად აირჩიეთ. შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ
ეს ჩანაწერები აუცილებელია ვებგვერდის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის. მათი გამორთვის შემთხვევაში ვებგვერდით ვერ ისარგებლებთ
ამ ჩანაწერებით ვაანალიზებთ, როგორ იყენებთ ვებგვერდს და მონაცემებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ
ეს ჩანაწერები გვეხმარება, ვებგვერდზე თქვენი ინტერესების შესაბამისი შეთავაზებები დაგახვედროთ