2 წუთი წასაკითხად
როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკის სტიპენდია თეატრალურში?
22 ოქტ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინე, როგორ მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია თეატრალურ უნივერსიტეტში. გაიგე მეტი უნივერსიტეტის ისტორიაზე, ფაკულტეტებსა და შესაძლებლობებზე.
22 ოქტ. 2024
2 წუთი წასაკითხად
როდესაც განათლების მიღება შენი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცევა, ამ გზაზე დაბრკოლებებთან ერთად აუცილებლად გამოჩნდება ახალი შესაძლებლობებიც – იმედის მომცემი სიახლეები, რომლებიც შენი პოტენციალის სრულად გამოვლენის შანსს მოგცემს და დაგარწმუნებს, რომ მონდომებით ყველა მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
საქართველოს ბანკის სტიპენდიის პროექტი უკვე წელიწადზე მეტია, რაც არსებობს და მთელი საქართველოს მასშტაბით ასობით სტუდენტს მისცა უკვე შესაძლებლობა, რომ სწავლა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით გაეგრძელებინა. პროექტის დაწყების დღიდან პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა მუდმივად იზრდება და ამ ჩამონათვალს სულ ცოტა ხნის წინ დაემატა თეატრალური უნივერსიტეტიც.

ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, შესაძლოა, თავად თეატრალურის სტუდენტებმაც კი, არ იციან, თუ რამდენად ძველი და, შესაბამისად, დიდი ცოდნისა და გამოცდილების მატარებელია ეს უნივერსიტეტი. ბევრმა ცნობილმა მსახიობმა და კლასიკოსმა რეჟისორმა, რომელთა გარეშეც ქართული კინოს და თეატრის წარმოდგენა შეუძლებელია, სწორედ თეატრალურ უნივერსიტეტში მიიღო განათლება.
თეატრალურმა უნივერსიტეტმა ბევრჯერ იცვალა ფორმა და ჩამოყალიბების პროცესში ბევრი სირთულეც გამოიარა. საწყის ეტაპზე ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე და კიდევ ბევრი იმ პერიოდის წარმატებული პროფესორი თუ არტისტი. 1927 წელს ინსტიტუტმა დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება, თუმცა 1939 წელს აკაკი ხორავას ინიციატივით, რომელიც თავადვე იყო თეატრალურის კურსდამთავრებული, ისევ განახლდა სწავლა. 2002 წლიდან თეატრალურ ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსიც მიენიჭა.
საქართველოში თეატრისა და კინოსადმი ინტერესი მე-20 საუკუნეში განსაკუთრებით გაიზარდა, შესაბამისად, თეატრალურ უნივერსიტეტსაც ეტაპობრივად ემატებოდა ახალ-ახალი ფაკულტეტები. 40-იან წლებში უნივერსიტეტში ძირითადად ხელოვნებათმცოდნეობის, მსახიობის ოსტატობის, რეჟისურისა და ლიტერატურის მიმართულებები იყო, რომელთაც მოგვიანებით დაემატა მუსიკალური განყოფილება, ასევე, ბალეტისა და ტელე-სარეჟისორო ფაკულტეტები.
დღესდღეობით უნივერსიტეტი ხელოვნების ბევრ დარგს აერთიანებს – სამსახიობო ხელოვნებას, მხატვრულ და დოკუმენტურ კინო რეჟისურას, ოპერატურას, ანიმაციას, ქორეოგრაფიას და ა.შ. გარდა ამისა, უნივერსიტეტში შეხვდებით სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებსაც, სადაც თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, სახვითი ხელოვნება და არქიტექტურასაც შეგიძლიათ შეისწავლოთ.

სტუდენტობის წლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება ახალი ადამიანების გაცნობა და პროფესიული კავშირების დამყარებაა. თეატრალური უნივერსიტეტი, პირველ რიგში, სწორედ ამის შესაძლებლობას გაძლევთ. სწავლის პირველივე დღეებიდან გაქვთ შანსი, გაიცნოთ საზიარო ინტერესების მქონე სხვა ხელოვანები და სამომავლო პროექტებისთვის ერთადაც ითანამშრომლოთ.
თეატრალურ უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი სასწავლო თეატრი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები. სტუდენტებს, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა აქვთ, მაგისტრატურა და დოქტორანტურაც გაიარონ და თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, საკურსო ფილმებიც გადაიღონ უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

როგორც წესი, სახელოვნებო მიმართულებებზე დაფინანსების მოპოვება მთელ მსოფლიოში ბევრად უფრო რთულია, ვიდრე აკადემიური საგნებზე. შესაბამისად, საქართველოს ბანკის სტიპენდია განსაკუთრებით ხელსაყრელი და სასიხარულო იქნება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც თეატრისა და კინოს მიმართულებით სურთ კარიერის გაგრძელება. აღსანიშნავია ისიც, რომ სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ არამხოლოდ პირველკურსელებს, არამედ იმ სტუდენტებსაც, რომლებიც უკვე სწავლობენ უნივერსიტეტში. სტიპენდიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს ან დეტალური ინფორმაცია თავად მოიძიოთ უნივერსიტეტში.
3 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
Miami Ad School-ის დირექტორი გირჩევს, როგორ შექმნა პორტფოლიო, რომელიც ყველას დაამახსოვრდება. ისწავლე, რატომაა შენი კულტურული კოდი უპირატესობა.
5 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
გაინტერესებს კრეატიული ინდუსტრია? მიიღე სრული დაფინანსება Miami Ad School-ში ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიით მადრიდის კამპუსში
3 წუთი წასაკითხად
18 მაი. 2026
აღმოაჩინე 4 საერთაშორისო სტიპენდია საქართველოს ბანკისგან. მიიღე სრული დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლისთვის და განვითარდი წამყვან უნივერსიტეტებში.
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
თუ არქიტექტურა გაინტერესებს, ბექა ფხაკაძის რჩევები დაგეხმარება. გაიგე, რა როლს თამაშობს განათლება, დისციპლინა და როგორ დაგეხმარება ბანკის სტიპენდია.
3 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
5 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
3 წუთი წასაკითხად
18 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026