3 წუთი წასაკითხად
მოტივაცია, რომ არ გავჩერდე - გაიცანით ბათუმის საზღვაო აკადემიის საქართველოს ბანკის სტიპენდიატები
12 თებ. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
რა აძლევთ მოტივაციას, რომ არ გაჩერდნენ? გაიცანი საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ბათუმის საზღვაო აკადემიიდან და აღმოაჩინე მათი შთამაგონებელი ისტორიები.
12 თებ. 2024
3 წუთი წასაკითხად
განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მასშტაბური სასტიპენდიო პროგრამაა. ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით სასტიპენდიო კონკურსი წამოიწყო, რომლითაც სტუდენტებს სწავლის საფასური მთლიანად ან ნაწილობრივ დაუფინანსდათ. სტიპენდიატების შერჩევის კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენდნენ, რამდენიმე მათგანში კი სტიპენდიატები უკვე დასახელდნენ.
სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტია. კონკურსის რამდენიმე ეტაპის შემდეგ ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებიდან ყველაზე მოტივირებული და მიზანდასახული სტიპენდიატები უკვე გამოავლინეს. სასტიპენდიო კონკურსის, სწავლისა და სამომავლო გეგმების შესახებ ბათუმის საზღვაო აკადემიის სტიპენდიატებიდან რამდენიმემ თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.
“აკადემიაში ბევრი წარჩინებული სტუდენტია, რომლებსაც მაღალი GPA აქვთ. აქედან გამომდინარე, კონკურენცია საკმაოდ ძლიერი იყო. რა თქმა უნდა, დიდი იმედი მქონდა, მაგრამ კონკურენციიდან გამომდინარე, ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ დაფინანსებულთა სიაში მოვხვდებოდი. ცხადია, ამგვარმა ჯილდომ დიდი მოტივაცია მომცა, თუმცა ყველაზე სასიამოვნო ამ პროგრამაში ისაა, რომ სწავლის მნიშვნელობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი და ასევე იმაშიც, რომ სწავლა ყოველთვის ფასდება. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სწავლის პერიოდშივე გიფასებენ შრომას. საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა მომავალში უფრო მეტ მოტივაციას მომცემს, რომ წარმატებას მივაღწიო. ვეცდები, უნარების გაუმჯობესებით, ცოდნის გაფართოებითა და განვითარებით საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე”, — ამბობს რაქსანა მაკარიანი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო კონკურსი ბათუმის საზღვაო აკადემიის სხვა სტუდენტებისთვისაც დიდი გამოწვევა და ამავდროულად, ახალი შესაძლებლობა იყო. კონკურსში გამარჯვებამ ისინი უფრო მოტივირებული გახადა, ახლა კი მიზნებისაკენ მიმავალ გრძელ გზაზე გაჩერებას აღარ აპირებენ.
“ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე მე-2 კურსის სტუდენტი ვარ და 50%-იანი სახელმწიფო გრანტით ვსარგებლობ, ახლა კი საქართველოს ბანკის სტიპენდიატიც გავხდი. სწავლის პარალელურად, კომპანია Tourinvest Group-ში ვმუშაობ და მიუხედავად ამისა, ძალიან მოტივირებული ვარ, რომ ყველა საგანი A კატეგორიაზე დავხურო. სასტიპენდიო კონკურის პირველი ეტაპი განაცხადის შევსება გახლდათ, რომელშიც ყველაზე დიდი ყურადღება სამოტივაციო წერილზე გავამახვილე.
ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გავხდი, მადლობა არჩევისთვის. ზოგადად, გარდა სასტიპენდიო კონკურსისა, ბევრ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ახლა კი მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს შესაძლებლობებს, რათა სათანადო განათლება მივიღო. საქართველოს ბანკის სტიპენდია კიდევ უფრო დიდი მოტივატორი გახდა ჩემთვის, რომ “არ გავჩერდე”. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბეჯითობა და კარგი განათლების მიღება მუდამ ფასდება. რა თქმა უნდა, ეს სტიპენდია მასტიმულირებელია ჩემთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო, მოვინდომო და “არ გავჩერდე” დასახული მიზნების მიღწევაში”, — ამბობს ვიქტორია გაბისონია, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.
“გასაუბრებაზე სანამ წავიდოდი, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი ამ კონკურსში გამარჯვებას და არ მქონდა იმედები. მაგრამ გასაუბრებიდან როგორც კი გამოვედი, ჩემი თავის უკვე 100%-ით მჯეროდა და ვგრძნობდი, რომ ეს სტიპენდია ჩემი იყო. საქართველოს ბანკის სტიპენდიამ უფრო მეტი მოტივაცია მომცა იმისა, რომ სწავლა გავაგრძელო. რა თქმა უნდა, ყველა სტუდენტისთვის ძალიან კარგია ასეთი შესაძლებლობა, როცა მხარდაჭერას გრძნობ. მე პირადად, უკვე ორმაგად მოტივირებული ვარ სწავლის მიმართ, ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ მეტი რამ შევიტყო ზოგადად აკადემიისა და მეზღვაურების შესახებ, რადგან უკვე ვიცი, რომ გვერდში მყავს აკადემიის პერსონალი და საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკმა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამიწია და უკვე ვიცი, რომ გვერდში მიდგას. ამ სტიპენდიით მხარდაჭერა იზრდება და იგრძნობა ის, რომ შენს სწავლას ვიღაც ნამდვილად აფასებს.
ჩემი სამომავლო მიზანია, რომ აკადემია წარჩინებით დავამთავრო, გავემგზავრო შორეულ ნაოსნობაში, გავხდე პროფესიონალი კადრი და დავეუფლო ჩემს სანუკვარ ოცნებას — გავხდე კაპიტანი. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ისევ დავბრუნდე საქართველოში და ჩემს ქვეყანას საზღვაო სფეროში ვემსახურო. აქამდე არ მქონდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს ბანკისთვის მადლობა პირადად გადამეხადა. დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, რომ მე ამირჩია და მხარში დამიდგა”, — აღნიშნავს ლომარი მჟავანაძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი.
საქართველოს ბანკის წლევანდელი სტიპენდიატების ისტორია ასეთია, სამომავლოდ კი სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა სხვა მოტივირებულ და წარმატებულ სტუდენტებსაც ექნებათ, რადგან სასტიპენდიო პროგრამა ერთწლიანი არ არის და ისევ გაგრძელდება. შემდეგ ნაკადზე სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა უფრო მეტ სტუდენტს ექნება, რადგან საქართველოს ბანკი პარტნიორობას დამატებით სხვა უნივერსიტეტებთანაც გეგმავს. ასე რომ, განათლების ახალი შესაძლებლობები ელოდება მათ, ვინც არ ჩერდება!
განათლების (და არამარტო) რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი, უფრო ვრცლად და შენზე მორგებული ინტერესების მიხედვით შეგიძლია ახალ პლატფორმაზე — CSR.BOG.GE ნახო.
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
2 წუთი წასაკითხად
1 მაი. 2026
სანდრო ლორთქიფანიძე გიზიარებს გამოცდილებას, რომელსაც თავის 19 წლის ვერსიას გაუზიარებდა. აღმოაჩინე რჩევები განათლებაზე, საკუთარი თავის რწმენაზე და არ გაჩერდე.
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
აღმოაჩინე მარი სუხიშვილის გულწრფელი ინტერვიუ. რა რჩევას აძლევს ის 19 წლის საკუთარ თავს და რა როლი ითამაშა განათლებამ მის წარმატებაში?
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
ალბათ, ხშირად მოგისმენია, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე ყველას ჩაგვანაცვლებს და სამყარო, რომელსაც ვიცნობთ, რადიკალურად შეიცვლება. თუმცა, სინამდვილეში რეალობა ბევრად ნაკლებად დრამატულია: მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიების ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია გარდაუვალია, ადამიანურ რესურსსა და შემოქმედებით გონებაზე მოთხოვნა მუდმივად იარსებებს. იმისთვის, რომ შენი პროფესიული უნარები თანამედროვე ბაზარზე რელევანტური დარჩეს, ნაკლებად შემოქმედებითი საქმე AI-ს უნდა გადააბარო, შენი ენერგია კი ისეთ
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026