2 წუთი წასაკითხად
ლიზი ლოჩოშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი: "ეს პროექტი ეძებს რეალურ ადამიანებს თავიანთი გამოცდილებებით, ავთენტურობითა და მიზნებით"
16 ივლ. 2025
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ლიზი ლოჩოშვილმა მედიცინა ფსიქოლოგიაზე გაცვალა და საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვა. გაიგე, რა იყო მისი წარმატების საიდუმლო და რას ეძებს პროექტი რეალურ სტუდენტებში. აღმოაჩინე შენი გზა.
16 ივლ. 2025
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ნიჭიერ, პერსპექტიულ ახალგაზრდებს და ქმნის მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 2023 წლიდან ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა შეიქმნა. სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს პირველივე კურსიდან შეუძლიათ, ჩაერთონ კონკურსში და სრულად ან ნაწილობრივ დაიფინანსონ სწავლა. პროგრამას უკვე 350-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
2025 წლის ერთ-ერთი გამარჯვებული ლიზი ლოჩოშვილია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულებაზე სწავლობს. ფსიქოლოგიამდე მედიცინას სწავლობდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მთელი გულით სულ სხვა სფერო აინტერესებდა:
„სამედიცინო მიმართულებაზე სწავლისას მივხვდი, რომ პასუხის ძიება, კვლევა და მეცნიერული დისკურსის ცვლილება უფრო მიზიდავდა, ვიდრე კლინიკური პროცედურების ზუსტად დამახსოვრება. ფსიქოლოგია აერთიანებს ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ მეთოდოლოგიებსა და ხედვებს. ეს ჩემთვის გამორჩეული დისციპლინა გახდა, რომელმაც გამიჩინა სურვილი, ამ სფეროში სიამაყით მემუშავა მთელი ცხოვრების განმავლობაში”.
ლიზიმ სტიპენდია პირველივე ცდაზე მოიპოვა, გასაუბრებაზე გულწრფელად ისაუბრა საკუთარ გეგმებზე, ინტერესებზე და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა:
„სტიპენდია, რა თქმა უნდა, სტუდენტისთვის ფინანსურად ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩემთვის პირადად ამ სტიპენდიის მოპოვება სხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი. გამიჩნდა განცდა, რომ საყვარელი სფეროს შესწავლის პირველივე ეტაპზე შეიძლება შემამჩნიონ, რომ გზა, რომელიც ავირჩიე და რომელიც საკმაოდ რთულია, მხოლოდ ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი და რომ ის არ დაფასდება მხოლოდ მაშინ, როცა მეცნიერულ სივრცეში ჩემს სიტყვას ვიტყვი”.
სამომავლოდ ლიზის სურვილი აქვს, რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია და იზრუნოს საქართველოში დისციპლინის განვითარებაზე:
„მინდა, რაც შეიძლება ბევრ კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩავერთო. შემდეგი ეტაპია ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. იქ უფრო სიღრმისეულად ვისწავლი ყველა იმ მექანიზმს, რომელიც მაინტერესებს. დოქტორანტურისთვის განვიხილავ ამერიკას, სადაც ფსიქოლოგიური კვლევის კულტურა განსაკუთრებით განვითარებულია. საბოლოოდ, კი ვგეგმავ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო ჩემი ქვეყნის წინსვლისთვის, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ განიხილება სისტემურ პრიორიტეტად “.
ლიზიმ გეგმებთან ერთად, რჩევებიც გაგვიზიარა მომავალი კონკურსანტებისთვის:
„არ იფიქროთ იმაზე, როგორი უნდა იყოთ, რომ აგირჩიონ. ჩემი დაკვირვებით, ეს პროექტი არ ეძებს სრულყოფილებას სტუდენტებში, ეძებს რეალურ ადამიანებს თავიანთი გამოცდილებით, ავთენტურობით და მიზნებით”.
საქართველოს ბანკი მომავალშიც განაგრძობს საინტერესო, მოტივირებული, ამბიციური ახალგაზრდების აღმოჩენასა და მხარდაჭერას. თუ შენც ეძებ უკეთესი განათლების, განვითარების გზას, გადადი ბმულზე და გაეცანი მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. არ გაჩერდე და აუცილებლად გამოცადე საკუთარი თავი.
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
2 წუთი წასაკითხად
1 მაი. 2026
სანდრო ლორთქიფანიძე გიზიარებს გამოცდილებას, რომელსაც თავის 19 წლის ვერსიას გაუზიარებდა. აღმოაჩინე რჩევები განათლებაზე, საკუთარი თავის რწმენაზე და არ გაჩერდე.
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
აღმოაჩინე მარი სუხიშვილის გულწრფელი ინტერვიუ. რა რჩევას აძლევს ის 19 წლის საკუთარ თავს და რა როლი ითამაშა განათლებამ მის წარმატებაში?
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
ალბათ, ხშირად მოგისმენია, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე ყველას ჩაგვანაცვლებს და სამყარო, რომელსაც ვიცნობთ, რადიკალურად შეიცვლება. თუმცა, სინამდვილეში რეალობა ბევრად ნაკლებად დრამატულია: მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიების ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია გარდაუვალია, ადამიანურ რესურსსა და შემოქმედებით გონებაზე მოთხოვნა მუდმივად იარსებებს. იმისთვის, რომ შენი პროფესიული უნარები თანამედროვე ბაზარზე რელევანტური დარჩეს, ნაკლებად შემოქმედებითი საქმე AI-ს უნდა გადააბარო, შენი ენერგია კი ისეთ
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026