2 წუთი წასაკითხად
მთავარია შემოქმედების გზაზე არ გაჩერდე - ლუკა კობიძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
31 ივლ. 2025
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ლუკა კობიძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, გიზიარებს შემოქმედებით გზას. გაიგე, როგორ დაეხმარა სტიპენდია მას ოცნებების ასრულებაში. არ გაჩერდე! შენც მიიღე მხარდაჭერა.
31 ივლ. 2025
2 წუთი წასაკითხად
თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა ყველასთვის საქართველოს ბანკის მთავარი პრიორიტეტია, რადგან განათლება უკეთესი მომავლის, პროგრესისა და განვითარების მთავარი საფუძველია. სწორედ ამიტომ 2023 წლიდან ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით საქართველოს ბანკმა შექმნა მასშტაბური სასტიპენდიო პროგრამა. მონდომებულ და ნიჭიერ სტუდენტებს პირველივე კურსიდან შეუძლიათ დაიფინანსონ სწავლა სრულად ან ნაწილობრივ. პროექტმა უკვე 350-ზე მეტი საინტერესო სტუდენტი გაგვაცნო ამბიციური გეგმებით და შემოქმედებითი იდეებით.
წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ლუკა კობიძეა, რომელიც რეჟისურას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. სწავლის პარალელურად ლუკა აქტიურად მუშაობს კრეატიულ სააგენტოებში და ცდილობს, თეორიულთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც დააგროვოს:
„ამბების მოფიქრება და შემდეგ მათი წარმოდგენა ან დადგმა ბავშვობიდანვე მომწონდა. კინო კი მაშინ შემიყვარდა, როცა სკოლაში ვსწავლობდი და ფილმების ყურებასთან ერთად მათი შექმნის პროცესითაც დავინტერესდი. ჩემი სამომავლო გეგმებისკენ სვლას ყოველდღიურად ვცდილობ. ჯერჯერობით, საბოლოო მიზანია, მივიღო რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საკუთარი ფილმების გადაღებაში დამეხმარება. ვფიქრობ, მთავარია, შემოქმედების გზაზე არ გაჩერდე და იდეები რეალობად აქციო. საქართველოს ბანკის სტიპენდია ძალიან მეხმარება, რომ მთელი დრო სწავლას და განვითარებას დავუთმო“.
ლუკამ პირველივე ცდაზე საკუთარი იდეებით, მონდომებითა და არჩეული სფეროს სიყვარულით დაიმსახურა ჟიურის მოწონება. გვიყვება, რომ, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, რაც სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სტიპენდია დამატებითი სტიმულია, რომ საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის სჯეროდეს.
„ახალი, განსხვავებული იდეის მიგნება არ ჰგავს არცერთ სხვა ემოციას და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო აღმაფრთოვანებელია. კრეატიული იდეების მიგნების ასეთი ამოუწურავი შესაძლებლობა არის ჩემთვის მოტივაცია, რომ განვაგრძო საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა“
ლუკა გვეუბნება, რომ საქმის სიყვარულთან ერთად ნებისმიერი წარმატებისთვის ბევრი შრომა და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობაა საჭირო:
„კონკურსის მომავალ მონაწილეებს ვურჩევდი, ყოველდღიურობად აქციონ იმ საქმის კეთება, რომელიც უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება რაღაც ისე არ გამოვიდეს, როგორც გვინდოდა, ჩვენი მიზნებისკენ თუნდაც ნელი სვლა, არასოდეს უნდა შევწყვიტოთ“.
თუ ლუკას მსგავსად, მოგწონს შემოქმედებით იდეებზე მუშაობა, ან გაინტერესებს მეცნიერებები, ფსიქოლოგია, ტექნოლოგიები თუ სხვა მიმართულება, აუცილებლად გამოცადე საკუთარი თავი და მიიღე მონაწილეობა საქართველოს ბანკის სასტიპენდიო კონკურსში. საქართველოს ბანკი მომავალშიც განაგრძობს ახალგაზრდების მხარდაჭერას და შექმნის უსაზღვრო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.
შენც თუ გინდა, დაიფინანსო სწავლა საქართველოში, ან საზღვარგარეთ, მიიღო ხარისხიანი განათლება და გახდე დარგის წამყვანი სპეციალისტი, აუცილებლად გაეცანი ბმულს და აირჩიე ის საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ყველაზე მეტად დაგეხმარება მიზნების მიღწევაში.
2 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
გეგმავ აშშ-ში სწავლას? აღმოაჩინე, როგორ შეავსო ფულბრაიტის აპლიკაცია, რა შეცდომებს უნდა მოერიდო და როგორ მიიღო სრული დაფინანსება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
1 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
ოცნებობ აშშ-ში სწავლაზე? ნახე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკისა და Fulbright-ის სტიპენდია. მიიღე 5 პრაქტიკული რჩევა და გახდი წარმატებული აპლიკანტი.
2 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ მოხვდნენ ქართველი სტუდენტები ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ფულბრაიტის სრული დაფინანსებით. აღმოაჩინე მათი გამოცდილება და მიიღე პრაქტიკული რჩევები განაცხადის შესავსებად.
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ შეავსო ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის აპლიკაცია. მარიამ ჟორჟოლიანი გიზიარებს Personal Statement-ის, Study Plan-ის და უნივერსიტეტის შერჩევის საიდუმლოებებს.
1 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026