2 წუთი წასაკითხად
GTU-ს სტუდენტი ხარ? გაიგე, როგორ მოიპოვო სტიპენდია
3 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ხარ GTU-ს სტუდენტი და ეძებ დაფინანსებას? გაიგე, როგორ მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია, რა კრიტერიუმებია და რომელი ფაკულტეტები ფინანსდება. ყველა დეტალი შენთვისაა!
3 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი სტუდენტებისთვის მასშტაბურ სასტიპენდიო პროგრამას იწყებს. თუ საქართველოს ბანკის პარტნიორ უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობ, შანსი გაქვს, რომ სწავლის საფასური მთლიანად ან ნაწილობრივ დაიფინანსო. სტიპენდიატების შერჩევა საქართველოს ბანკის პარტნიორი უნივერსიტეტების კრიტერიუმსა და კონკურსზეა დამოკიდებული.
ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სტუდენტებსაც საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. თუ რა მოეთხოვებათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისთვის და რომელი ფაკულტეტები ფინანსდება, სწორედ ამ ბლოგში გიამბობთ.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა GTU-ის იმ სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებიც:
რაც შეეხება შესარჩევ კრიტერიუმებს, უპირატესობა მიენიჭება მაღალ აკადემიურ მოსწრებას, კომუნიკაციის უნარს, პერსონალურ მოტივაციასა და ლიდერობის თვისებებს. GTU-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღება შემდეგი ფაკულტეტების სტუდენტებისთვის იქნება შესაძლებელი:
GTU-ის ამ ფაკულტეტების 4 სტუდენტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდება. ამის გარდა, დამატებით კიდევ ერთი არქიტექტურის სტუდენტი გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია არქიტექტურის სტუდენტებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისთვის სტიპენდია სწავლის საფასურს სრულიად დააფინანსებს.
სასტიპენდიო კონკურსის პირველ ეტაპზე GTU-ის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია იმის დასტურად, რომ: არის საქართველოს მოქალაქე, აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი, დასრულებული აქვს ბაკალავრიატზე სწავლების პირველი წელი და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე ირიცხება. მეორე ეტაპი კი გასაუბრებაა, რომლის შესახებაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსს, თამარ წერეთელს, ვესაუბრეთ.
სტიპენდიით დაინტერესებული სტუდენტები უნდა მოემზადონ გასაუბრებისთვის, რომელსაც კომპეტენტური კომისია ჩაატარებს. კომისიის შემადგენლობაში შედის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები. გასაუბრებისას სტუდენტმა მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინოს თავისი კომუნიკაციის უნარი, ასევე, საკუთარ იდეებს ნათლად და ეფექტურად უნდა გამოხატავდეს. სტუდენტმა არჩეული სასწავლო სფეროს ან მომავალი კარიერის მიმართ მოტივაცია მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს. აპლიკანტმა კომისია უნდა დაარწმუნოს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ლიდერული უნარების დამადასტურებელი მტკიცებულებები მისი რეალური ლიდერობის უნარებისა და გამოცდილების მხოლოდ მოკლე აღწერაა.
– ამბობს თამარ წერეთელი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტიპენდიის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 11 ოქტომბრიდან დაიწყო, შერჩევის ეტაპი კი 22 ოქტომბერს დასრულდა. დამატებითი ინფორმაციის ნახვა როგორც GTU-ის ვებგვერდზე, ასევე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზეა შესაძლებელი. 5 გამარჯვებული სტიპენდიატის ვინაობას კი კომისია 4 დეკემბერს დაასახელებს.
2 წუთი წასაკითხად
30 ოქტ. 2026
გინდა ახალი პროფესია? საქართველოს ბანკის სტიპენდია 100%-იან დაფინანსებას გთავაზობს! ისწავლე ტექნოლოგიები, ფინანსები, კულინარია. აღმოაჩინე შენი კარიერული გზა.
3 წუთი წასაკითხად
22 ოქტ. 2026
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდია! მიიღე სრული დაფინანსება 21 წამყვან უნივერსიტეტში. გაეცანი შერჩევის წესებს, რჩევებს სამოტივაციო წერილზე და შთამაგონებელ ისტორიებს.
2 წუთი წასაკითხად
22 ოქტ. 2026
საქართველოს ბანკი არქიტექტურის სტუდენტებს გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიას სთავაზობს. გაიგე, როგორ მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
2 წუთი წასაკითხად
20 ოქტ. 2026
როგორ ვესაუბროთ ახალ თაობას გაჯეტების ეპოქაში? გაიგე, რას ჰყვება დათო ტურაშვილი შვილიშვილთან ურთიერთობაზე, წიგნების სიყვარულსა და მთავარ ღირებულებებზე.
2 წუთი წასაკითხად
30 ოქტ. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 ოქტ. 2026