2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის სტიპენდია KIU-ში: შენი დაფინანსების გზა
5 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა KIU-ს სტუდენტებისთვის! გაიგე, როგორ დაფარო სწავლის საფასური 100%-მდე, რა კრიტერიუმებია და როგორ ჩაერთო კონკურსში. შენი შანსი გელოდება!
5 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტ სტუდენტს ჰქონდეს სწავლისა და განვითარების მოტივაცია, საქართველოს ბანკმა გასულ წელს წამოიწყო ახალი მასშტაბური სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც პარტნიორ უნივერსიტეტებში წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლა დაიფინანსონ. სულ ახლახან პროექტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) შემოუერთდა!
ქვემოთ გაეცნობი, ვის და როგორ შეუძლია KIU-ს სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსის მონაწილეები
სტიპენდიის მოპოვება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც სწავლობს საბაკალავრო პროგრამაზე, არის საქართველოს მოქალაქე და აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართო უნივერსიტეტის რექტორს.
დაფინანსების ოდენობა
საქართველოს ბანკის სტიპენდია დაფარავს სწავლის საფასურის 30, 50, 70 ან 100%-ს. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ან სხვა ნაწილობრივი დაფინანსებით უკვე სარგებლობ, ამ სტიპენდიით შეძლებ სწავლის დარჩენილი გადასახადი დაიფინანსო. სტიპენდია ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შეგინარჩუნდება. მომდევნო წლიდან კი მოგიწევს, თავიდან გაუწიო კონკურენცია შენი მიმართულების საუკეთესო სტუდენტებს.
კრიტერიუმები
სტიპენდიის მოსაპოვებლად შენი აკადემიური მოსწრება, GPA, უნდა იყოს მინიმუმ 3.0, ხოლო სასწავლო წლის გასულ სემესტრში შეგროვებული უნდა გქონდეს მინიმუმ 24 კრედიტი. თუ კარგ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად KIU-ს სხვა აქტივობებშიც მონაწილეობ ხოლმე (მოხალისეობრივი აქტივობები, KIU სტუდენტური ელჩების პროგრამა, KIU პოდკასტი, KIU პროექტები, KIU კონფერენციები და ა.შ), უფრო დიდი შანსი გაქვს, გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი.
თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტი პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სასტიპენდიო კონკურსის კრიტერიუმებს თავად განსაზღვრავს, შესაბამისად, ტექნიკური საკითხებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია, შენი უნივერსიტეტის სასწავლო გვერდზე გაეცნო.
პარტნიორი უნივერსიტეტების სრული სია ჯერჯერობით ასე გამოიყურება:
ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა საქართველოს ბანკი მომავალშიც არ აპირებს გაჩერებას და კიდევ უფრო მეტ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას გეგმავს.
ასე რომ, თუკი მისაღებ გამოცდებზე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა ბოლომდე ვერ შეძელი, გაქვს შანსი, საკუთარი შრომითა და მონდომებით მოიპოვო საქართველოს ბანკის სტიპენდია, ისწავლო საყვარელი სფერო ისე, რომ არ იფიქრო სწავლის გადასახადზე. გახსოვდეს, რომ შენ ირგვლივ უსაზღვრო შესაძლებლობებია, მთავარია, არასოდეს შეწყვიტო ცდა!
2 წუთი წასაკითხად
21 სექ. 2026
აღმოაჩინე ტელეწამყვან გვანცა დარასელიას გულწრფელი რჩევები. გაიგე, როგორ დაძლიო ეჭვები, მართო დრო ეფექტურად, ისწავლო სტუდენტობისას და მიაღწიო დასახულ მიზნებს
2 წუთი წასაკითხად
15 სექ. 2026
გაიცანი Forbes Under 30-ის გამარჯვებული, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ მაღლაკელიძე. გაიგე, როგორ ცვლის განათლება და არქიტექტურა მომავალს
2 წუთი წასაკითხად
14 სექ. 2026
გაიგე, როგორ აღწევს წარმატებას ქიმიკოსი ხატია თარგამაძე. აღმოაჩინე მისი გზა მეცნიერებაში
2 წუთი წასაკითხად
7 სექ. 2026
ვიდეოგრაფ ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის თავს. აღმოაჩინე, რატომაა მნიშვნელოვანი შრომა, განათლება და შეცდომებზე სწავლა, რომ იპოვო შენი გზა და გახდე საუკეთესო
2 წუთი წასაკითხად
21 სექ. 2026
2 წუთი წასაკითხად
15 სექ. 2026
2 წუთი წასაკითხად
14 სექ. 2026
2 წუთი წასაკითხად
7 სექ. 2026