Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

არჩილ გაჩეჩილაძე - საქართველოს ბანკმა სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო, რომელიც სტუდენტებს 100%-იანი დაფინანსების მიღებას სთავაზობს

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. მიიღე 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება.

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მოტივირებული და ლიდერის თვისებების მქონე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო.

ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ საქართველოს ბანკის 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება ბანკის პარტნიორ უნივერსიტეტებში, საბაკალავრო საფეხურზე სასურველი მიმართულებით სწავლისთვის.

პროექტი განგრძობით ხასიათს ატარებს. ბანკი სწავლას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დაუფინანსებს.

„საქართველოს ბანკის გუნდში გვჯერა ახალგაზრდების, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების და იმის, რომ სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენ ქვეყანას უკეთესობისკენ. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ახალ სასტიპენდიო პროექტს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რაც გულისხმობს ბანკის პარტნიორ უნივერსიტეტებში, ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებისთვის სწავლის 100%-იან ან ნაწილობრივ დაფინანსებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ის დროში განგრძობითი პროექტია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ სტუდენტებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ვხდით უმაღლეს განათლებას, რაც თავის მხრივ, ახალგაზრდებში აჩენს სწავლის სურვილსა და მოტივაციას. ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკი არ ჩერდება, რადგან ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად გავზარდოთ პარტნიორი უნივერსიტეტების სია, რათა მოვიცვათ საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი რეგიონი და მეტ ახალგაზრდას შევუქმნათ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, თავად შეარჩევს. ინფორმაციის მიღებას ახალგაზრდები თავად უნივერსიტეტის ვებგვერდზე ან ადმინისტრაციის დახმარებით შეძლებენ. სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს