საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. ინიციატივის ფარგლებში, ბანკი ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში, სასწავლებლად დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში გაემგზავრონ.
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ 3 სტუდენტს საქართველოს ბანკი 1 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას უფინანსებს არა მხოლოდ სწავლის საფასურის, არამედ ისეთ ხარჯებს, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის / თეზისის გრანტი და სხვა.
“საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წელს გააფორმა პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ სტუდენტებს, რომლებმაც მიზნად მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება და წარმატებული მომავლის შექმნა დაისახეს. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად უკვე გაემგზავრა 20 საუკეთესო სტუდენტი. სამი სტუდენტი კი ემზადება გასამგზავრებლად. აღნიშნული რიცხვი მომავალშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ჩვენ მომავალშიც მივცემთ ახალგაზრდებს მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას. გვინდა რაც შეიძლება მეტმა ნიჭიერმა და მოტივირებულმა ახალგაზრდამ შეძლოს გაერთიანებული სამეფოში მისთვის სასურველ უნივერსიტეტში სწავლა, უნიკალური გამოცდილების მიღება და უსაზღვრო შესაძლებლობების აღმოჩენა”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტირმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ჩივნინგის სტიპენდიის შესახებ:
ჩივნინგი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. მისი მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან;