Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

მობილბანკის გათამაშება დასრულდა - ვინ მოიგო 250 000, 150 000 და 100 000 ლარი?

საქართველოს ბანკის ყველაზე მასშტაბური გათამაშება დასრულდა! თვეების განმავლობაში მობილბანკის მომხმარებლები ყოველდღიური აქტივობებით აგროვებდნენ ბილეთებს, ჯამურად გათამაშებაში 1 800 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო, 650 000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან 150 000 ლარი გათამაშების შუალედურ ეტაპებზე 9 ადამიანს ერგო, ფინალში კი სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებმაც მთავარი პრიზები გაინაწილეს:

III ადგილი – 100,000 ლარი

მესამე ადგილი 23 წლის გიორგი მინდიაშვილმა დაიკავა თბილისიდან. გათამაშების სამივე ეტაპზე 1000 ბილეთი შეაგროვა. ყოველდღიური გადახდებისთვის აქტიურად იყენებდა PLUS ბარათს, დამატებითი ბილეთებისთვის კი რამდენიმე მეგობარიც მოიწვია მობილბანკში. მოგებული თანხით გიორგი დიდი ხნის სურვილის ასრულებას და საკუთარი ბინის შეძენას გეგმავს. 

II ადგილი – 150,000 ლარი

მეორე ადგილზე 34 წლის გაგა ჭუმბურიძე გავიდა ქალაქ ზესტაფონიდან. გაგა მცირე ბიზნესს მართავს და მისთვის მობილბანკი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. გათამაშებისთვის 500-ზე მეტი ბილეთი დააგროვა, თუმცა გამარჯვება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მოგებული თანხით საკუთარი ბიზნესის გაფართოებას აპირებს.

I ადგილი – 250,000 ლარი 

მთავარი პრიზი 59 წლის აკაკი ხიჯაკაძემ მოიგო ხარაგაულიდან. აკაკის 300-მდე ბილეთი ჰქონდა. ბარათს და მობილბანკს ყოველდღიური საჭიროებებისთვის იყენებდა, თუმცა მოგების იმედი არ ჰქონდა, მოგებული თანხით აკაკიმ იპოთეკური სესხი დაფარა სრულად.


მთელი ამ დროის განმავლობაში, გათამაშების წესები უცვლელი და მარტივი იყო, რაც უფრო აქტიური იყავი, მით უფრო ზრდიდი გამარჯვების ალბათობას. გამარჯვებული ბილეთები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა, პროცესი კი სრულად გამჭირვალე იყო.

მობილბანკის გათამაშებამ არაერთი ადამიანის მიზანი აქცია რეალობად, კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებას!


განაგრძე საუკეთესო ციფრული ბანკის მობილბანკით სარგებლობა, წინ კიდევ ბევრი წამახალისებელი სიახლე გელოდება.

გადმოწერე მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს