2 წუთი წასაკითხად
საოჯახო ტრადიციიდან მასშტაბურ აგრობიზნესამდე | გაბრიელის ფერმერული მეურნეობა
1 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
წარმატებულ ფერმერულ საქმეს დიდი შრომა და სწორი ფინანსური ნაბიჯები სჭირდება. ამის მაგალითია დუშეთში მცხოვრები გაბრიელ ძებისაშვილის მეურნეობაც. მისთვის ეს საოჯახო ტრადიციაა, რომელიც განვითარების სწორი გეგმით შთამბეჭდავ ბიზნესად აქცია.
მრავალფეროვანი მოსავალი და განვითარებული მეცხოველეობა
მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელს სოფლის მეურნეობაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა, ბიზნესის რეალური, მასშტაბური გაფართოება ოჯახთან ერთად 2019 წელს დაიწყო.
ფერმერული საქმე ჩვენი ოჯახის ტრადიციაა, თუმცა აქტიური გაფართოება პანდემიის პერიოდში დავიწყეთ. მივიღეთ 40%-იანი გრანტი ტექნიკის შესაძენად, რითაც ვიყიდეთ 3 ტრაქტორი და მოსავლის ამღები კომბაინი. ასევე, იჯარით ავიღეთ დამატებითი ნაკვეთები და უკვე 6 წელია, რაც ამ მასშტაბით ვამუშავებთ მიწებს
– იხსენებს გაბრიელი
ფერმის განვითარებასთან ერთად, ახალი ინფრასტრუქტურაც შეიქმნა, რომელშიც გაბრიელმა პირადად მიიღო მონაწილეობა – სათბურის პროექტი და ნახაზებიც კი თავად, საკუთარი ხელით შექმნა.
ათასობით ტონა მოსავალი და მრავალფეროვანი პროდუქცია
ამ ეტაპზე გაბრიელის მეურნეობა ბაზარს დიდი მოცულობის მრავალფეროვან პროდუქციას აწვდის. ყოველწლიურად მოჰყავთ 2,000 ტონა ხორბალი, 1,500 ტონა ქერი, 400 ტონა სიმინდი, 60 ტონა სალათის ფურცელი, 1 ტონა ნუში და სხვა პროდუქტები.
განსაკუთრებულ ყურადღებას პროდუქციის ხარისხს უთმობენ. ფერმაში ქიმიურ შენარევებს არ იყენებენ და მოსავალს სარეველებისგან ხელით ასუფთავებენ, რათა მომხმარებლამდე მხოლოდ ჯანსაღმა პროდუქტმა მიაღწიოს.
ამას გარდა, უკვე 8 წელია, გაბრიელის ფერმა მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მიმართულებებსაც აქტიურად ავითარებს. ჰყავთ როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ჯიშის ცხოველები და ფრინველები.
ცხოვრების სტილი და გამოწვევები
აგრობიზნესი რთული და არაპროგნოზირებადი სფეროა, მაგრამ გაბრიელისთვის ეს გამოწვევები განვითარების მოტივაციაა:
დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ყოველი წელი თავისი სიახლეებითა და გამოწვევებით განსხვავებულია, მაგრამ სირთულეები არ გვაშინებს, პირიქით, ეს პროცესი გვაძლევს მომავლის იმედს და დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას
ბიზნესის განვითარება საქართველოს ბანკის პარტნიორობით
ამხელა მეურნეობის შეუფერხებელი მუშაობის, ტექნიკის პერიოდული განახლებისა და ყოველწლიური აგრო-საჭიროებებისთვის სტაბილური ფინანსური პარტნიორი აუცილებელია. საქართველოს ბანკი გაბრიელის ბიზნესს სწორედ ამ მიმართულებით, ჯერ კიდევ 2007 წლიდან უჭერს მხარს.
ფინანსური მხარდაჭერა აგრობიზნესში აუცილებელია. საქართველოს ბანკის აგროსესხის მოსახერხებელი პირობები გვაძლევს საშუალებას, გავიზარდოთ და, რაც მთავარია, არ გავჩერდეთ
➔ გაიგეთ, როგორ ისარგებლოთ აგროსესხის შეღავათიანი პირობებით
საქართველოს ბანკი აგრძელებს აგრობიზნესზე მორგებული პროდუქტების შექმნას, რათა შრომისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს დაეხმაროს, წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესოდ მოამზადონ ნიადაგი.