2 წუთი წასაკითხად
როგორ აქცია მობილბანკმა მომხმარებლები PLUS მილიონერად
13 ივლ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
საქართველოს ბანკის ინვესტიციებსა და კრიპტოს გათამაშება დასრულდა. კამპანიის იდეა მარტივი იყო: 4 ივლისის ჩათვლით, მობილბანკის ინვესტიციების მოდულში აქციების ან კრიპტოს შეძენისას, მომხმარებლებს შანსი ჰქონდათ, მოეგოთ გარანტირებული საჩუქრები ან მთავარი პრიზი – 1,000,000 PLUS ქულა.
კამპანიამ დიდი წარმატებით ჩაიარა: გამოვლინდა რამდენიმე PLUS მილიონერი და 10,000-ზე მეტი გამარჯვებული, რომლებმაც ჯამში მილიონობით PLUS ქულა მიიღეს.
მუნდიალი, გვიანი ღამე და 1,000,000 PLUS ქულა: გაიცანი ერთ-ერთი გამარჯვებული შოთა ნარსია
წარმოიდგინე, გვიან ღამით, როცა ფეხბურთის ჩემპიონატის ყურებით დაღლილი დასაძინებლად ემზადები, მობილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ერთ ტრანზაქციას ასრულებ და მეორე დღეს აღმოაჩენ, რომ PLUS მილიონერი გახდი. სწორედ ასე დაიწყო შოთა ნარსიას, საქართველოს ბანკის კამპანიის ერთ-ერთი გამარჯვებულის ისტორია, რომელმაც კრიპტოს შეძენით 1,000,000 PLUS ქულა მოიგო.
მისი წარმატება მხოლოდ იღბალს არ უკავშირდება. ეს არის ამბავი დაკვირვებაზე, სწორ მომენტსა და ცოტა საფეხბურთო მაგიაზე, რამაც 30 წლის მკვლევარი და დოქტორანტი ერთ ღამეში PLUS მილიონერად აქცია.
შოთა ნარსია 30 წლის უფროსი მკვლევარი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტია. ინვესტიციებითა და კრიპტოთი ვაჭრობით კამპანიამდეც იყო დაინტერესებული, თუმცა, როგორც თავად ამბობს, უფრო დამკვირვებლის როლში.
შოთამ კამპანიის შესახებ სოციალური მედიით შეიტყო და გადაწყვიტა, შანსი გამოეყენებინა. მისი სტრატეგია მარტივი, თუმცა ეფექტური აღმოჩნდა – ის აქტიურად ადევნებდა თვალს ტრანზაქციების მრიცხველს.
მომგებიანი ტრანზაქცია გვიან ღამით, დაახლოებით 4 საათზე განხორციელდა. როგორც შოთა ამბობს, ამაში მსოფლიო ჩემპიონატის „დამსახურებაც“ არის:
გვიანი ღამე იყო, დაახლოებით 4 საათი. ბოლო დროს, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის გათვალისწინებით, გვიან ვიძინებ. ამიტომ ჩემს მოგებას ალბათ მუნდიალსაც უნდა ვუმადლოდე.
საბოლოოდ, გამარჯვების მთავარ ფაქტორად ის დაკვირვებას მიიჩნევს, თუმცა აღიარებს, რომ იღბალიც დაეხმარა.
გათამაშებაში გამარჯვების მთავარ ფაქტორს დაკვირვება წარმოადგენდა, თუმცა ალბათ მცირე იღბალიც დამეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ თავს იღბლიან ადამიანად არ მივიჩნევ, უკანასკნელ შემთხვევაში აშკარად გამიმართლა.
მიუხედავად მოლოდინისა, გამარჯვება შოთასთვის მაინც დიდი სიურპრიზი იყო.
როდესაც გარკვეული საჭიროებისთვის აპლიკაცია გავხსენი, ჩემი PLUS ქულების რაოდენობა მილიონით გაზრდილი დამხვდა. იმის გათვალისწინებით, რომ არ მახსენდება, აქამდე რამე მნიშვნელოვანი მომეგოს, ვფიქრობ, ეს მოგება ჩემთვის დასამახსოვრებელი იქნება.
კამპანიის პირველი PLUS მილიონერი 22 წლის გიორგი მოდებაძე გახდა. გიორგი საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და პარალელურად სასტუმროში მუშაობს. მან, შოთას მსგავსად, ტრანზაქციების მრიცხველს აქტიურად ადევნებდა თვალს და მომგებიანი შენაძენი კრიპტოთი განახორციელა.
გათამაშება 4 ივლისს დასრულდა, ზუსტად მეორე დღეს კი, 5 ივლისს, PLUS-ის დაბადების დღე იყო, როდესაც დაგროვებული ან მოგებული ქულების ღირებულება გაორმაგდა. ეს ნიშნავდა, რომ გამარჯვებულებმა პრიზის გამოყენება საუკეთესო დროს შეძლეს და პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთების შეძენა 50%-იანი ფასდაკლებით შეძლეს.
ინვესტირება გრძელდება
მიუხედავად იმისა, რომ კამპანია დასრულდა, ინვესტირება და კრიპტოთი ვაჭრობა კვლავაც მარტივად, მობილბანკის საშუალებით შეგიძლიათ. თუ ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ახლა დგამ, შეგიძლია გაეცნო ბლოგს: როგორ და რატომ ვიყიდოთ ბიტკოინი და სხვა კრიპტოები მობილბანკში