Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესოებს შორისაა: ჯილდოები ფინანსური სამყაროს „ოსკარზე“

საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა ფიზიკური პირებისთვის. ეს ტიტულები ბანკს ყველაზე ცნობილმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, მიანიჭა.

ამ ბლოგში მარტივად აგიხსნით, ვინ გასცემს ამ ჯილდოებს, რისთვის მიიღო ისინი ბანკმა და რა კავშირშია ეს შენს ყოველდღიურ საბანკო გამოცდილებასთან.

რა არის Global Finance

Global Finance საერთაშორისო ფინანსური გამოცემაა, რომელიც 1987 წელს დაარსდა. მას 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს.

გამოცემა ყოველ წელს აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. ფინანსურ სამყაროში მისი ჯილდოები სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ერთგვარი ხარისხის ნიშანია, რომელსაც ბანკებს დამოუკიდებელი ექსპერტები ანიჭებენ. შეგიძლია ის ფინანსური სამყაროს ოსკარად, გრემად ან მსოფლიო ჩემპიონატად წარმოიდგინო.

როგორ მიმდინარეობს დაჯილდოება

Global Finance-ის დაჯილდოება 2 ეტაპად მიმდინარეობს:

  • პირველ რაუნდში გამოცემა საუკეთესოებს ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით ასახელებს
  • მეორე რაუნდში მსოფლიოს საუკეთესოებს ირჩევენ, თუმცა ამ ეტაპზეც გაიცემა ზოგიერთი რეგიონული ჯილდო

რისთვის დაჯილდოვდა ბანკი

Global Finance-ის 2026 წლის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკებისა და ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისთვის საუკეთესო ორგანიზაციების დაჯილდოებაზე (World’s Best Digital Banks and AI in Finance Awards) ბანკმა 2 მთავარი ტიტული მიიღო:

ამის გარდა, ბანკმა მსოფლიოში საუკეთესო AI გადაწყვეტის ჯილდოები მიიღო 3 კატეგორიაში:

  • საუკეთესო ფინტექ AI (სამომხმარებლო მიმართულებით)
  • საუკეთესო AI ბანკი გადახდებში (კორპორაციული მიმართულებით)
  • საუკეთესო აპლიკაცია ფინანსური ინკლუზიურობისთვის (სამომხმარებლო მიმართულებით). ფინანსური ინკლუზიურობა ნიშნავს, რომ საბანკო სერვისები რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი

Global Finance-ის 27-ე ყოველწლიური World’s Best Digital Bank Awards პროგრამის ფარგლებში კი საქართველოს ბანკი, გლობალური და რეგიონული გამარჯვებულის ტიტულთან ერთად, დაჯილდოვდა საუკეთესო ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებითაც.

რის მიხედვით ირჩევდნენ გამარჯვებულებს

გამარჯვებულები ექსპერტების შეფასებისა და გამოცემის სარედაქციო გუნდის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩნენ. ციფრული ბანკების შეფასებისას ექსპერტები ყურადღებას აქცევენ:

  • ციფრული სტრატეგიის ეფექტიანობას
  • მომხმარებლების მოზიდვასა და ციფრული სერვისების გამოყენების ზრდას
  • შეთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნებას
  • დანერგილი ინიციატივების პრაქტიკულ სარგებელს
  • ციფრული არხების ფუნქციურობას
  • AI გადაწყვეტებს, რომლებიც საბანკო მომსახურებას ასწრაფებს და ამარტივებს

ანუ ფასდებოდა ის, რასაც ყოველდღიურად ხედავ: რამდენად მოსახერხებელია მობილბანკი, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია მისი გამოყენებით და რეალურად გიმარტივებს თუ არა ცხოვრებას. AI მიმართულებით კი ჯილდოები ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამორჩეულ მაგალითებს წარმოაჩენს.

რას ნიშნავს ეს შენთვის

ხელოვნური ინტელექტი ბანკში მხოლოდ ტექნოლოგიისთვის არ გამოიყენება. მისი მიზანი ისაა, რომ ბანკმა შენი საჭიროებები უკეთ გაიგოს და უკეთესი მომსახურება შემოგთავაზოს.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ჩვენთვის მთავარი მისი პრაქტიკული ღირებულებაა – როგორ გვეხმარება ის მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გაგებაში, მომსახურების პერსონალიზებასა და უფრო ეფექტიანი პროცესების შექმნაში.
– მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელი

კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ გეხმარება AI ჩატში ან ფინანსური რესურსების მიღებისას, ნახავ ჩვენს წინა ბლოგში.

ციფრული ბანკის ტიტული კი იმ სერვისებს ეხება, რომლებსაც მობილბანკში ყოველდღიურად იყენებ.

ჩვენთვის ციფრული ბანკინგის განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას არ ნიშნავს. მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ მის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და შესაძლებლობები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურ სარგებელს ქმნის.
– გიორგი ვახტანგიშვილი, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი

ჯილდო, რომელიც პირველი არ არის

Global Finance საქართველოს ბანკის ციფრულ განვითარებას წლებია აფასებს. 2024 და 2025 წლებში გამოცემამ ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. წლევანდელი ჯილდოები კი აჩვენებს, რომ ბანკი ამ გზას აგრძელებს, ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითაც.

ყველაფერი, რისთვისაც ბანკი დაჯილდოვდა, უკვე შენს მობილბანკშია. საუკეთესო გზა ამის შესამოწმებლად თავად გამოცდაა.

გადმოწერე მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს