5 წუთი წასაკითხად
10 საინტერესო ფუნქცია მობილბანკში, რომლებსაც არ იყენებ
14 თებ. 2025
5 წუთი წასაკითხად
5 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მობილბანკის 10 ფარული ფუნქცია, რომლებიც შენს ყოველდღიურობას გაამარტივებს. ისწავლე ინვესტირება, ხარჯების მართვა და სხვა.
14 თებ. 2025
5 წუთი წასაკითხად
ყოველდღიურად იმდენი რამ ხდება − საქმეები, შეხვედრები, პირადი თუ პროფესიული პასუხისმგებლობები. ამ უწყვეტ დინებაში გამუდმებით ვეძებთ გზებს, რომ რუტინული ამოცანები გავიმარტივოთ და დრო გამოვითავისუფლოთ. ალბათ ხშირად გიფიქრია, რა კარგი იქნებოდა ბევრი რამის მოგვარება ერთი ხელის მოსმით, ანუ მარტივად და სწრაფად რომ შეიძლებოდეს.
რეალურად ნამდვილად შესაძლებელია, უბრალოდ უნდა იცოდე, ამაში რა დაიხმარო. ჩვენ გირჩევთ საუკეთესო ციფრული ბანკის, საქართველოს ბანკის მობილბანკს, რომელიც უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ ისეთ საბაზისო ფუნქციებს, როგორიცაა საბანკო ანგარიშის შემოწმება, PIN კოდის შეცვლა, ანაბრის გახსნა თუ საკრედიტო შესაძლებლობების შემოწმება − ის ერთგვარ პერსონალურ ასისტენტად იქცა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების გამარტივება შეუძლია.
თუმცა ხშირად მობილბანკის იმ ფუნქციებს ვიყენებთ, რომლებსაც ვიცნობთ და ყურადღების მიღმა გვრჩება ის საინტერესო და სასარგებლო შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენთვის ასევე ხელმისაწვდომია. საბაზისო საბანკო სერვისების მიღმა იმალება უამრავი ფუნქციონალი, რომელთა აღმოჩენაც ბევრ სარგებელს მოგიტანს და ყოველდღიურ საქმეებს გაცილებით გაგიმარტივებს.
ამ ბლოგში სწორედ მობილბანკის 10 ისეთ საინტერესო ფუნქციას გაგაცნობთ, რომლებსაც შესაძლოა, აქამდე არ იყენებდი. ამიტომ დროა, აპლიკაცია სრულად აითვისო და მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღო.
აღარ დაელოდო, სანამ სამუშაო საათები დაიწყება და შენი გადარიცხული თანხა ადრესატის ანგარიშზე აისახება. მობილბანკის ეგრევე ფუნქციონალით ფინანსური ტრანზაქციები მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს სრულდება.
ეს ნიშნავს, რომ:
მობილბანკში ინტეგრირებული მანქანის სივრცე სრულად ცვლის ავტომობილის მართვის გამოცდილებას. ეს ერთიანი ციფრული სისტემაა, სადაც თავს იყრის ყველა საჭირო სერვისი, რაც კი შეიძლება ავტომფლობელს დასჭირდეს. აქ შეგიძლია დაამატო არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ოჯახის წევრისა თუ ახლობლის ავტომობილიც და ყველა პროცესი ერთი აპლიკაციიდან აკონტროლო.
ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ფუნქცია საპატრულო ვიდეოჯარიმების მართვაა. ახალი ჯარიმის მიღებისთანავე გამოგეგზავნება შეტყობინება, რაც დაგვიანებისა და საურავის დარიცხვისგან დაგიცავს. აქვე შეგიძლია შეიძინო და მართო თბილისისა და ზონალური პარკირების საშვები, აკონტროლო მათი მოქმედების ვადა და მიიღო შეხსენებები.
გარდა ამისა, სისტემა წინასწარ შეგახსენებს ტექინსპექტირების მოახლოებასაც, შესაძლებლობას მოგცემს, შეამოწმო ავტოდაზღვევის პოლისის დეტალები და თვალი ადევნო ავტოსესხის მიმდინარე სტატუსს. სერვისის გააქტიურება მარტივია და მისი ღირებულება თვეში მხოლოდ 1 ლარია.
ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც მეგობრების ნაცვლად კაფეში ჩვენ გადავიხადეთ და შემდეგ თანხის შეგროვება ცალკე პროცესად იქცა. მობილბანკის თანხის გაყოფის ფუნქციონალი სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის შეიქმნა. ის შესაძლებლობას გაძლევს, შენ მიერ გადახდილი თანხა მარტივად მოითხოვო მეგობრებისგან და ანგარიშზე ეგრევე დაისვა.
ამ ფუნქციის გამოყენებით შეგიძლია აირჩიო კონკრეტული ტრანზაქცია, მონიშნო მეგობრები კონტაქტებიდან და აპლიკაცია ავტომატურად გაანაწილებს თანხას. ეს პროცესს გამჭვირვალეს ხდის და თავიდან გაცილებს უხერხულობას, რომელიც შესაძლოა თანხის მოთხოვნას ახლდეს.
თანხის გაყოფა ასევე მოსახერხებელია დაბადების დღის საჩუქრისთვის ფულის შეგროვებისას ან ნებისმიერი სხვა აქტივობისთვის, რომელიც საერთო ფინანსურ კონტრიბუციას მოითხოვს. ეს მარტივი და ციფრული პროცესია, რომელიც საერთო ხარჯების მართვას ბევრად კომფორტულს ხდის.
დამატებითი პლუსი კი ის აქვს, რომ ამ გზით ბევრი PLUS ქულის დაგროვებას შეძლებ.
ხომ გქონია შემთხვევა, როდესაც რამე ნივთი შეგიძენია და რამდენიმე დღეში აღმოგიჩენია, რომ გადახდილი თანხა მოულოდნელი ხარჯისთვის გჭირდება? საქართველოს ბანკის გადახდის განვადების ფუნქცია სწორედ ამ პრობლემას აგვარებს და დახარჯული თანხის დაბრუნებაში გეხმარება.
ეს სერვისი შესაძლებლობას გაძლევს, სადებეტო ბარათით ბოლო 14 დღის განმავლობაში შესრულებული 200-დან 5 000 ლარამდე ღირებულების გადახდა განვადებად აქციო. თანხა მომენტალურად ბრუნდება შენს ანგარიშზე, მის დაფარვას კი მომდევნო თვეების განმავლობაში დაიწყებ.
წარმოიდგინე, რომ იყიდე ლეპტოპი 3 000 ლარად. რამდენიმე დღეში კი გაუთვალისწინებელი ფინანსური საჭიროება გაგიჩნდა. მობილბანკში ირჩევ ლეპტოპის ტრანზაქციას, აჭერ “გადახდის განვადებას” და თანხა ისევ შენს ანგარიშზეა. ამასთან, სერვისს არ აქვს გაცემისა და წინსწრების საკომისიოები, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის დაფარვას ნებისმიერ დროს დამატებითი ხარჯის გარეშე შეძლებ. ეფექტური ლარში კი 19%-დან იწყება.
როგორც კი საქართველოს ბანკის მომხმარებელი ხდები, შენ ავტომატურად ერთვები ლოიალურობის პროგრამაში და იწყებ PLUS ქულების დაგროვებას. დაგროვილი ქულები კი შეგიძლია გამოიყენო პარტნიორ ობიექტებში პროდუქტის ან მომსახურების შესაძენად, რაც, ფაქტობრივად, საჩუქარს ნიშნავს.
რაც უფრო აქტიურად იყენებ საბანკო პროდუქტებს, მით უფრო მაღალ სტატუსს იღებ, რაც, თავის მხრივ, შესაძლებლობას გაძლევს, კიდევ უფრო მეტი PLUS ქულა დააგროვო. შენი სტატუსისა და დაგროვილი ქულების შემოწმება კი მარტივად შეგიძლია მობილბანკში.
თუ American Express საკრედიტო ბარათის მფლობელი ხარ, გადახდებისას აგროვებ MR ქულებს. მობილბანკში ამ ქულების PLUS ქულებზე გადაცვლაც შეგიძლია, რაც დაგროვების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. ასევე შესაძლებელია ქულების გადარიცხვა სხვა მომხმარებელთან.
მობილბანკის საინტერესო ფუნქციებს შორისაა ღია ბანკინგი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, სხვადასხვა ბანკში არსებული შენი ანგარიშები ერთ აპლიკაციაში მოათავსო და გაცილებით მარტივად მართო პროცესები. ეს კი ნიშნავს, რომ აღარ გჭირდება რამდენიმე ბანკის მობილბანკის გამოყენება საკუთარი ფინანსების სრული სურათის დასანახად.
ამ ფუნქციის გააქტიურების შემდეგ შენი მობილბანკიდან შეძლებ ნახო სხვა ბანკებში არსებული ანგარიშების ბალანსი და ტრანზაქციების ისტორია. ეს ყველაფერი შენივე თანხმობის საფუძველზე ხდება და მონაცემთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით არის დაცული.
ღია ბანკინგის მთავარი უპირატესობა კომფორტია. ის გაძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში აკონტროლო შენი ყველა ფინანსური აქტივი, დაგეგმო ბიუჯეტი უფრო ეფექტურად და მიიღო უკეთესი წარმოდგენა საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე.
კრიპტო აქტივები ბევრისთვის რთული და გაუგებარი ჩანს, თუმცა საქართველოს ბანკის მობილბანკი ამ პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს. აპლიკაციაში ინტეგრირებული საინვესტიციო პლატფორმა გაძლევს შესაძლებლობას, 50-მდე წამყვანი კრიპტო (ისევე, როგორც აქციები) ბიტკოინის ჩათვლით, პირდაპირ შენი ანგარიშიდან ზედმეტი სირთულეების გარეშე იყიდო ან გაყიდო.
თან, ვაჭრობის დასაწყებად არ გჭირდება რთული პროცედურების გავლა. ყველაფერი რამდენიმე მარტივი ნაბიჯით ხდება − შედიხარ საქართველოს ბანკის ინვესტიციების სივრცეში, ირჩევ კრიპტოს, უთითებ სასურველ თანხას (ვაჭრობის დაწყება 1$-დანაც კია შესაძლებელი) და ადასტურებ ტრანზაქციას. გაყიდვის შემთხვევაში თანხა ავტომატურად ბრუნდება შენსავე ანგარიშზე.
ეს ფუნქცია მოსახერხებელია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ინვესტორებისთვის. შენ მუდმივად გაქვს წვდომა აქტივების მიმდინარე კურსებსა და უახლეს ტენდენციებზე.
გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავის დაცვა დღეს უკვე ბევრად მარტივია. მობილბანკის დახმარებით კი შეგიძლია შეარჩიო და შეიძინო სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო პოლისი სახლიდან გაუსვლელად სულ რამდენიმე წუთში.
აპლიკაციაში შეადარებ პარტნიორი სადაზღვევო კომპანიების პირობებს და აირჩევ შენთვის სასურველს. ხელმისაწვდომია რამდენიმე ტიპის დაზღვევა:
დაზღვევის შეძენა შეგიძლია როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვა ადამიანისთვის, პოლისის მართვა კი პირდაპირ აპლიკაციიდანაა შესაძლებელი.
თუ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევა გიჭირს ან ბოლო მომენტში გაგახსენდა მნიშვნელოვანი თარიღი, მობილბანკის სასაჩუქრე ბარათების ფუნქცია საუკეთესო გამოსავალია. შენ შეგიძლია შეარჩიო სასურველი ბრენდის ან ობიექტის ციფრული სასაჩუქრე ბარათი, აირჩიო დიზაინი და მომენტალურად გაუგზავნო ადრესატს.
პროცესი ძალიან მარტივია – მობილბანკში ირჩევ სასურველ ბარათს, უთითებ ღირებულებას, წერ მისალოც ტექსტს და მობილურის ნომრით უგზავნი ნებისმიერ ადამიანს. რაც მთავარია, ბარათს იძენ როგორც საკუთარი ფულით, შენი ანგარიშიდან, ასევე ნაწილ-ნაწილ გადახდის პრინციპით. ეს თანამედროვე და კომფორტული გზაა, გაახარო საყვარელი ადამიანები და მისცე მათ არჩევანის თავისუფლება.
ფინანსების ეფექტურად მართვისთვის აუცილებელია იცოდე, რაში იხარჯება შენი ფული. მობილბანკის თვის ბიუჯეტის ფუნქცია კი სწორედ ამაში დაგეხმარება. ის შესაძლებლობას გაძლევს, თვალი ადევნო შენი შემოსავლებისა და ხარჯების სტატისტიკას და წინასწარ დაგეგმო მომავალი თვის ბიუჯეტი.
ამ ფუნქციის გამოსაყენებლად მობილბანკის მთავარ გვერდზე, “ბოლო ტრანზაქციების” ქვეშ უნდა იპოვო ღილაკი “თვის ბიუჯეტი”. აქ შეგიძლია აირჩიო ხარჯვის კატეგორია (მაგალითად, ტრანსპორტი, კვება, გართობა) და მიუთითო თანხის ლიმიტი, რომლის დახარჯვასაც ამ კატეგორიაში გეგმავ მიმდინარე თვის განმავლობაში.
ეს კი დაგეხმარება, უკეთ გააკონტროლო საკუთარი ხარჯები და თავიდან აირიდო არასასურველი დანახარჯები. ბიუჯეტის დაგეგმვა ფინანსური კეთილდღეობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
როგორც ხედავ, მობილბანკი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საბანკო ანგარიშებთან წვდომის შესაძლებლობა. ის სავსეა სასარგებლო ფუნქციებით შენი ყოველდღიურობის გასამარტივებლად. ფინანსების მართვიდან დაწყებული ავტომობილთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებით, დაზღვევის შეძენითა თუ ინვესტირებით დამთავრებული − ეს ყველაფერი თავს იყრის ერთად შენს აპლიკაციაში.
უბრალოდ გამოცადე ეს შესაძლებლობები და დაიწყე მათი აქტიურად გამოყენება. გვჯერა, რომ ნამდვილად გამოგადგება.
3 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
გაიგე, როგორ გახდა 22 წლის გიორგი PLUS მილიონერი. ჩაერთე გათამაშებაში, შეიძინე კრიპტო ან აქციები მობილბანკიდან და მოიგე 1,000,000 PLUS ქულა, რომელიც 5 ივლისს ორმაგდება
3 წუთი წასაკითხად
9 ივნ. 2026
გაიგე, როგორ ყიდულობენ ტექნიკასა და სხვა ნივთებს უფასოდ. 5 ივლისს, PLUS-ის დაბადების დღეზე, შენი ქულები ორმაგდება. ისწავლე, როგორ გამოიყენო ეს შანსი
3 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
აღმოაჩინე ბიტკოინი - პირველი კრიპტო, რომელსაც ციფრულ ოქროს უწოდებენ. გაიგე, როგორ მუშაობს ბლოკჩეინი და რატომ გახდა ის მილიონობით ადამიანისთვის აქტივი
2 წუთი წასაკითხად
20 მაი. 2026
აღმოაჩინე, თუ რა არის ალტერნატიული დანახარჯი და რატომ არაფერია უფასო. ისწავლე, როგორ დაგეხმარება ეს ცოდნა უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ყოველდღიურად
3 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026