3 წუთი წასაკითხად
შენც შეგიძლია უფასოდ იშოპინგო - როგორ მუშაობს PLUS-ის დაბადების დღე
9 ივნ. 2026
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
წარმოიდგინე დღე, როდესაც შეგიძლია სასურველი ნივთები ფულის დახარჯვის გარეშე შეიძინო. ეს დღე 5 ივლისია.
შესაძლოა, შენც შეგიმჩნევია, რომ ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად, ირგვლივ ყველა განსაკუთრებულად აქტიურდება. მეგობრები საყიდლების სიებს ადგენენ, სოციალურ ქსელებში კი ამ თარიღზე უამრავი პოსტი ჩნდება. თუ აქამდე ვერ ხვდებოდი – რატომ, გეტყვით, რომ 5 ივლისს PLUS-ის დაბადების დღეა.
ამ ბლოგში მარტივად გაიგებ ყველაფერს, რაც ამ დღეს უკავშირდება – მაშინაც კი, თუ PLUS-ზე აქამდე არაფერი გსმენია.
რა არის PLUS?
სანამ მთავარ მოვლენაზე გადავალთ, მარტივად ავხსნათ, რა არის PLUS.
ეს საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამაა. მისი მთავარი იდეა ისაა, რომ საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით ჩვენს ტერმინალზე გადახდისას, აგროვებ ქულებს, რომელიც შემდეგ შეგიძლია ფულივით დახარჯო. სხვა სიტყვებით, შენი ყოველდღიური ხარჯები, იქნება ეს სუპერმარკეტში, აფთიაქში, კაფეში თუ ონლიან მაღაზიაში, მომავალი შენაძენებისთვის განკუთვნილი დანაზოგი ხდება.
PLUS-ის მთავარი უპირატესობა მისი სიმარტივეა. პროგრამაში ავტომატურადაა ჩართული ყველა, ვინც საქართველოს ბანკის ბარათს იყენებს, შესაბამისად, PLUS ქულების დაგროვება შენგან დამატებით ძალისხმევას არ მოითხოვს. ამისთვის არ გჭირდება დამატებითი აპლიკაცია ან სპეციალური ბარათი (თუმცა ყველაზე მეტი ქულის შეგროვებას სწორედ PLUS ბარათის მფლობელები ახერხებენ). აპლიკაციაში ნებისმიერ დროს შეგიძლია შეამოწმო შენი ქულების რაოდენობა და სურვილის შემთხვევაში, გადარიცხო კიდეც.
რა ხდება 5 ივლისს?
5 ივლისს, PLUS თავის დაბადების დღეზე, შენ მიერ დაგროვებული ქულების ღირებულება ორმაგდება. ზოგადად, 400 PLUS ქულა 1 ლარია, ამ დღეს კი 200 PLUS ქულა ხდება 1 ლარი.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ შენაძენისთვის 100 ლარის PLUS ქულა გჭირდებოდა, 5 ივლისს იმავე ნივთს 50 ლარის ქულებით იყიდი. ეს, ფაქტობრივად, 50%-იანი ფასდაკლებაა ყველაფერზე, რასაც ქულებით ყიდულობ.
რატომ ადარებენ მას „შავ პარასკევს“?
ამ დღის მასშტაბის წარმოსადგენად, საკმარისია გავიხსენოთ გასული წლები, როდესაც 5 ივლისს სავაჭრო ცენტრებთან დილიდანვე უზარმაზარი რიგები იდგა. ეს შეთავაზება მოქმედებს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელ საქართველოში – როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ.
ადამიანები ამ დღეს დაგროვებული ქულებით ყიდულობენ ისეთ ძვირადღირებულ ნივთებს, როგორიცაა სმარტფონები ან მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. არჩევანი კი ძალიან დიდია და მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკის, არამედ ტანსაცმლის, სააფთიაქო ქსელებისა და სხვა უამრავი ობიექტის ფართო არჩევანს.
დაგროვებული ქულების დახარჯვა 1,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტშია შესაძლებელი. ქსელი მოიცავს ტექნიკის, ტანსაცმლის, თავის მოვლისა და სხვა მრავალი კატეგორიის მაღაზიას.
როგორ დავაგროვოთ საკმარისი ქულები
როცა იგებ, რომ ვიღაცამ ახალი ლეპტოპი ქულებით იყიდა, ლოგიკურია გაგიჩნდეს კითხვა: როგორ ახერხებენ საკმარისი ბალანსის ასე სწრაფად შეგროვებას? საიდუმლო რამდენიმე მარტივ ხრიკშია, რომელსაც ბევრი წარმატებით იყენებს.
სანამ ქულების დაგროვების სტანდარტულ გზებზე გადავალთ, ერთ განსაკუთრებულ შესაძლებლობაზე უნდა გიამბოთ. 4 ივლისის ჩათვლით, მობილბანკში აქციების ან კრიპტოს შეძენით შანსი გაქვს, გახდე PLUS ქულების მილიონერი. ყოველი შენაძენი გაძლევს შესაძლებლობას, მოიგო გარანტირებული საჩუქრები ან მთავარი პრიზი: 1,000,000 PLUS ქულა. წარმოიდგინე, 5 ივლისს შეხვდები მილიონი ქულით, რომლის ღირებულებაც გაორმაგდება.
- სწორი ბარათის გამოყენება: ქულების დაგროვების ტემპი დამოკიდებულია ბარათის ტიპზე. PLUS ბარათით ყველაზე მეტი PLUS ქულა გროვდება (1 დახარჯულ ლარზე 2 ქულამდე). სტუდენტური ბარათის მფლობელებიც ისეთივე წარმატებით აგროვებენ ქულებს (1 ლარზე 2 ქულა), რაც ნიშნავს, რომ მათ დამატებითი ბარათის აღება არ სჭირდებათ. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ქულები საქართველოს ბანკის ნებისმიერი სხვა ბარათითაც გროვდება, როდესაც გადახდა ბანკის ტერმინალზე ხდება.
- შეთავაზებებით სარგებლობა: PLUS-ს უამრავი პარტნიორი ჰყავს, სადაც გადახდისას 10-ჯერ ან 50-ჯერ მეტი ქულის დაგროვება ან PLUS ქულების სახით ქეშბექის მიღებაც კია შესაძლებელი: ნახე შეთავაზებები.
- MR ქულების გადაცვლა: ეს მეთოდი American Express საკრედიტო ბარათის მფლობელებისთვის არის განკუთვნილი და მათ დამატებით უპირატესობას ანიჭებს. Amex-ით დაგროვებული MR ქულების PLUS ქულებში გადაცვლა მომგებიანი კურსით ხდება: 1 MR ქულა 3 PLUS ქულას უდრის. თან თუ ივნისის ბოლომდე მოასწრებ Amex-ის აღებას, პირველი წლის საკომისიოს საერთოდ არ გადაიხდი.
- PLUS ქულების დაგროვების მეტ ხრიკს ჩვენს ბლოგში შეგიძლია გაეცნო.
ასევე, PLUS პროგრამაში არსებობს სტატუსები, რომლებიც დაგროვების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. რაც უფრო მაღალია შენი სტატუსი, მით მეტ ქულას აგროვებ და მეტი უპირატესობით სარგებლობ; მათ შორის, ფასდაკლებებით საბანკო, სამედიცინო თუ სადაზღვევო სერვისებზე.
- Gold: 1 ლარი = 2 PLUS ქულა
- Starter: 1 ლარი = 1 PLUS ქულა
- Bronze: 1 ლარი = 1.5 PLUS ქულა
- Silver: 1 ლარი = 1.75 PLUS ქულა
რა ხდება, თუ ქულები არ მყოფნის?
სასურველ შენაძენზე უარის თქმა მაშინაც კი არ მოგიწევს, თუ მთლიანი შენაძენის დასაფარად ქულები არ გყოფნის.
ამ შემთხვევაში, შეგიძლია, კომბინირებული გადახდის მეთოდი გამოიყენო: ღირებულების ნაწილი დაფარო გაორმაგებული PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი გადაიხადო შენთვის სასურველი გზით – ბარათით, ნაღდი ფულით, ან ნაწილ-ნაწილ სერვისით.
მნიშვნელოვანია, რომ 50% ფასდაკლება მხოლოდ იმ თანხაზე გავრცელდება, რომელსაც ქულებით დაფარავ.
5 ივლისი ის დღეა, როცა შეგიძლია შენი ყოველდღიური ხარჯები ხელშესახებ სარგებლად აქციო. თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი PLUS ბარათის აღებაა, რომლის შეკვეთა და გააქტიურება მობილბანკიდან სრულიად უფასოდ, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. თან ციფრული PLUS ბარათის შემთხვევაში მის გამოყენებას მომენტალურად შეძლებ.
გადახედე ჩვენს ბლოგს და მოემზადე დღისთვის, როცა სასურველ ნივთებს დამატებითი ფინანსური წნეხის გარეშე, უბრალოდ დაგროვებული ქულებით შეიძენ.