Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

PLUS-ის დაბადების დღე: როგორ მივიღო 50% ფასდაკლება 5 ივლისს

საქართველოს ბანკის მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ წლის მთავარი შოპინგ-მოვლენა 5 ივლისია. ეს ხომ PLUS-ის დაბადების დღეა – დრო, როცა შენი დაგროვილი ქულები ორმაგდება და პარტნიორ ობიექტებში ყველაფრის ნახევარ ფასად შეძენა შეგიძლია. 

იმისათვის, რომ ამ დღეს სრულად მომზადებული შეხვდე და შეთავაზებით მაქსიმალური სარგებელი მიიღო, რამდენიმე მარტივი წესი უნდა იცოდე. 

1. სად და როდის შევძლებ სარგებლობას?

განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ 5 ივლისს,  24 საათის განმავლობაში მოქმედებს. თუ ჩვეულებრივ 400 PLUS ქულა 1 ლარის ეკვივალენტია, PLUS-ის დაბადების დღეზე ბალანსის გაორმაგებას შეძლებ.

სასურველი პროდუქციის ნახევარ ფასად შეძენას შეძლებ პარტნიორ ობიექტებში, ამასთან, ჩამონათვალში თითოეულ ობიექტს მითითებული ექნება თუ სად მოქმედებს შეთავაზება – ონლაინ, ფიზიკურ მაღაზიაში თუ ორივეგან. 

რაც მთავარია, თუ მაღაზიას კონკრეტულ ნივთზე ფასდაკლება უკვე აქვს გამოცხადებული, PLUS-ის 50%-იანი ფასდაკლება მაინც იმოქმედებს და ორმაგ სარგებელს მიიღებ!

2. როგორ უნდა გადავიხადო?

ფასდაკლებით სარგებლობა შეგიძლია როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. გაითვალისწინე, რომ შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია შენი ბარათი არ იყოს ვადაგასული ან დაბლოკილი და არ გიფიქსირდებოდეს დასაფარი დავალიანება.

თავად გადახდის პროცესი კი ასეთია:

  • ფიზიკურ მაღაზიაში გადახდამდე აუცილებლად გააფრთხილე მოლარე, რომ ქულებით იხდი. შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი სადებეტო ბარათი ან Apple/Google Pay, მთავარია ტრანზაქცია საქართველოს ბანკის პოს-ტერმინალზე შესრულდეს. 
  • ონლაინ მაღაზიაში გადახდის გვერდზე აუცილებლად მიუთითე საქართველოს ბანკი. მონაცემების შეყვანის შემდეგ გამოჩნდება სპეციალური ღილაკი, სადაც “PLUS ქულებით გადახდა” უნდა მონიშნო.

3. როგორ მოვიქცე, თუ PLUS ქულები არ მყოფნის?

არ ინერვიულო, თუ სასურველი ნივთისთვის საკმარისი PLUS ქულები არ გაქვს. 5 ივლისს, PLUS-ის დაბადების დღეზე, შენი ქულები ორმაგდება, რაც ნიშნავს, რომ შენაძენის მნიშვნელოვანი ნაწილის დაფარვას მაინც შეძლებ. დარჩენილი თანხისთვის კი შეგიძლია კომბინირებული გადახდის მეთოდი გამოიყენო.

როგორ მუშაობს კომბინირებული გადახდა?

კომბინირებული გადახდა ძალიან მარტივია: ნივთის ღირებულების ნაწილს შენი გაორმაგებული PLUS ქულებით ფარავ, დანარჩენს კი შენთვის სასურველი მეთოდით იხდი. ეს მეთოდი ხელმისაწვდომია მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში.

დარჩენილი თანხის გადახდა შეგიძლია:

  • ბარათით ან Apple/Google Pay-ით
  • ნაღდი ფულით
  • ნაწილ-ნაწილ (დარჩენილი თანხა გაიყოფა 4 თვეზე)

მაგალითად: თუ 200 ლარის ღირებულების ნივთი შეარჩიე, ბალანსზე კი 50 ლარის ეკვივალენტი ქულები გაქვს, 5 ივლისს შენი ქულების ღირებულება 100 ლარი გახდება. შესაბამისად, შენაძენის 100 ლარს ქულებით დაფარავ, დარჩენილ 100 ლარს კი გადაიხდი ბარათით, ნაღდი ფულით ან ისარგებლებ ნაწილ-ნაწილ გადახდით. ნაწილ-ნაწილის შემთხვევაში კი კარგი ისაა, რომ გადახდას მომდევნო თვიდან დაიწყებ და 5 ივლისს 1 თეთრის დახარჯვაც არ მოგიწევს.

მნიშვნელოვანია:

  • გადახდამდე აუცილებლად უთხარი კონსულტანტს, რომ კომბინირებული გადახდით სარგებლობა გსურს.
  • კომბინირებული გადახდა ხელმისაწვდომია მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში. ონლაინ შოპინგისას ნივთის სრული ღირებულება PLUS ქულებით უნდა დაიფაროს.

გარდა ამისა, დაგროვებულ PLUS ქულებს ვადა არ გასდის და მათი გადარიცხვა ან მიღება ნებისმიერ დროს შეგიძლია. ასე რომ, თუ სურვილამდე სულ ცოტა გიკლია ან მეგობრები თუ ოჯახის წევრები საერთო ნივთს ყიდულობთ, ქულების გაერთიანება საქმეს ბევრად გაგიმარტივებთ.

4. რა გამონაკლისები და წესები არსებობს?

მნიშვნელოვანია იცოდე რაზე არ ვრცელდება 5 ივლისის შეთავაზება: ფასდაკლებით ვერ ისარგებლებ კომუნალური, მობილური და სატრანსპორტო გადასახადებისას და კომპანიების სასაჩუქრე ბარათების შეძენისას.  

რაც შეეხება ნივთის დაბრუნებას – ეს სრულიად ჩვეულებრივი პროცესია. ფიზიკურ მაღაზიაში გადახდის გაუქმებისას ქულები მომენტალურად დაგიბრუნდება ბალანსზე, ონლაინ დაბრუნებას კი სტანდარტულად ოდნავ მეტი დრო დასჭირდება. 

5. რჩევები წარმატებული შოპინგისთვის

წინა წლების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ 5 ივლისი ნამდვილი შოპინგის დღესასწაულია. იმისთვის, რომ ამ დღემ სასიამოვნოდ და კომფორტულად ჩაიაროს, 2 რჩევას გაგიზიარებთ:

  • დაგეგმე დღე და თავი აარიდე რიგებს: 5 ივლისს, დილიდანვე, სავაჭრო ცენტრებთან დიდი რიგებია. თუ გსურს, დრო დაზოგო, ეცადე მაღაზიას ნაკლებად დატვირთულ საათებში (მაგალითად, დილით ადრე ან გვიან საღამოს) ეწვიო. ყველაზე აქტიური პერიოდი, როგორც წესი, შუადღის 11-დან საღამოს 5 საათამდეა.
  • ისარგებლე ონლაინ შოპინგით: რიგების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა ონლაინ შოპინგია. შეამოწმე პარტნიორი ონლაინ მაღაზიების სია და შეიძინე სასურველი ნივთები სახლიდან გაუსვლელად.

ასევე, დაბადების დღის ფასდაკლებით მაქსიმალური სარგებლობისთვის, ქულების სწრაფად დაგროვებაზე ზრუნვა წინასწარ უნდა დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მომგებიანი სტრატეგია American Express-ის ბარათის მფლობელებს აქვთ. 

ახლა უკვე მეტი ტექნიკური დეტალი იცი. შეამოწმე შენი ბალანსი, გადახედე პარტნიორი ობიექტების სიას და დაელოდე წლის საუკეთესო შოპინგის დღეს! საშოპინგოდ მომზადებაში ჩვენც დაგეხმარებით და გირჩევთ, რისი ყიდვა შეგიძლია განსაკუთრებული შეთავაზებით.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს