2 წუთი წასაკითხად
PLUS დაბადების დღე: 10 ნივთი, რომლებიც 50% ფასდაკლებით შეიძლება სხვა დროს ვერ ნახო
30 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
PLUS ქულების დაგროვება ერთი საქმეა, მაგრამ მათი გონივრულად დახარჯვა – მეორე. 5 ივლისი, ანუ PLUS-ის დაბადების დღე ის დღეა, როცა დაგროვებული ქულებით შეგიძლია შეიძინო ისეთი ნივთები, რომლებზეც 50% ფასდაკლება, დიდი ალბათობით, სხვა დროს არ იქნება.
ეს არის შანსი, შენი ყოველდღიური ხარჯებით დაგროვებული ქულები აქციო შენაძენად, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობდი.
როგორ მუშაობს 50% ფასდაკლება?
სანამ საყიდლების სიას შეადგენ, მნიშვნელოვანია, იცოდე PLUS-ის დაბადების დღის მთავარი პრინციპი:
- გაორმაგებული ქულები: მხოლოდ 5 ივლისს შენი PLUS ქულების ღირებულება ორმაგდება. მაგალითად, თუ შენს ანგარიშზე 20,000 PLUS ქულაა, სტანდარტულად მისი ღირებულება 50 ლარია, 5 ივლისს კი ის 100 ლარიან ნივთს გაყიდინებს პარტნიორ ობიექტებში.
- კომბინირებული გადახდა: თუ სასურველი ნივთისთვის ქულები არ გყოფნის, ფიზიკურ მაღაზიებში შეგიძლია დარჩენილი თანხა ბარათით, ნაღდი ანგარიშსწორებით ან ნაწილ-ნაწილ დაფარო, გაიგე როგორ.
არჩევანის გასამარტივებლად, გთავაზობთ 10 იდეას ისეთი ნივთებისთვის, რომელთა შეძენა PLUS-ის დაბადების დღეზე ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.
10 იდეა შენი Wishlist-ისთვის
- Bridgestone-ის საბურავები თეგეტაში
მანქანის სეზონური მომზადება ხარჯებთანაა დაკავშირებული. 5 ივლისი საუკეთესო დროა, რომ დაგროვებული ქულებით ახალი საბურავები შეიძინო და თანხის ნახევარი დაზოგო.
- Apple-ის ტექნიკა
iPhone, MacBook ან სხვა Apple-ის პროდუქტი იშვიათად ხვდება ფასდაკლებებში. PLUS-ის დაბადების დღეზე კი შანსი გაქვს, სასურველი ტექნიკა გაცილებით ნაკლები დანახარჯით მიიღო.
- Dyson-ის მოვლის ტექნიკა
Dyson-ის ფენი, უთო თუ მტვერსასრუტი პრემიუმ ხარისხთან ასოცირდება. გაორმაგებული ქულებით ეს შენაძენი ბევრად ხელმისაწვდომი ხდება.
- Rhode-ის კანის მოვლის პროდუქტები
თუ Rhode-ის პროდუქციის გამოცდა გსურდა, ახლა საუკეთესო დროა. განაახლე შენი თავის მოვლის რუტინა და დაზოგე თანხა.
- Aloha-ს საზაფხულო კოლექცია
ზაფხული Aloha-ს გარეშე წარმოუდგენელია. მოემზადე დასვენებისთვის და შეიძინე საცურაო კოსტიუმი თუ აქსესუარები ქულებით
- Smeg-ის ტექნიკა სამზარეულოსთვის
Smeg-ის ტექნიკა სამზარეულოს ინტერიერს განსაკუთრებულ სტილს სძენს. განაახლე სახლი და გახადე ყოველდღიურობა უფრო ესთეტიკური.
- YSL Libre-ის სუნამო
სასურველი სუნამო, როგორიცაა YSL Libre, იდეალური შენაძენია. გამოიყენე ქულები და მიიღე ის, რაზეც დიდი ხანია ფიქრობდი.
- ტურისტული კომპანიის ვაუჩერი
დაგეგმე მომავალი მოგზაურობა წინასწარ. შეიძინე ტურისტული ვაუჩერი გაორმაგებული ქულებით და მოემზადე ახალი თავგადასავლებისთვის.
- Dreame-ის რობოტი მტვერსასრუტი ალტაში
რობოტი მტვერსასრუტი ყოველდღიურობას საგრძნობლად ამარტივებს. 5 ივლისს მისი შეძენა განსაკუთრებით მომგებიანია.
- ფირსაკრავი მუსიკის სახლში
თუ მელომანი ხარ, ფირსაკრავი შენს კოლექციას გაამდიდრებს. PLUS-ის დაბადების დღე შესანიშნავი შანსია ამ შენაძენის გასაკეთებლად.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რისი შეძენაც 5 ივლისს შეგიძლია პარტნიორ ობიექტებში. მთავარია, წინასწარ იყო მომზადებული წლის ყველაზე ჭკვიანური შოპინგისთვის.