3 წუთი წასაკითხად
ნაწილ-ნაწილ: მარტივი გზა სურვილების ასასრულებლად
20 მაი. 2026
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
არის ცხოვრებაში მომენტები, როცა ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, სურვილის ასრულების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. საქართველოს ბანკის სერვისი ნაწილ-ნაწილ სესხია (ეფექტური 0%), რომელიც ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვისაა შექმნილი.
ხელფასამდე დღეების თვლა რომ არ მოგიწიოს, ნაწილ-ნაწილის წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში, სასურველი პროდუქტის შეძენა ან სერვისით სარგებლობა უმალ შეგიძლია, თანხის გადახდა კი – შემდეგი თვეების განმავლობაში. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ შენს სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის ბალანსის დაცვა ბევრად მარტივია.
რა არის ნაწილ-ნაწილ?
ხელფასამდე ერთი კვირაა დარჩენილი და შენმა საყვარელმა ბრენდმა 70%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა? იქნებ ტელეფონმა გადაწყვიტა „საუკუნო ძილით“ მაინცდამაინც ახლა დაძინება? თუ უბრალოდ ძალიან მოგწონს რაღაც და სრული საფასურის ერთბაშად გადახდა გირთულდება?
BNPL, ანუ Buy Now, Pay Later (იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით) სერვისი, მსოფლიოში შოპინგის ახალ სტანდარტად იქცა. სერვისის განსაკუთრებული პოპულარულობა მისი სიმარტივითა და მოქნილობითაა განპირობებული. საქართველოს ბანკის სერვისი ნაწილ-ნაწილი სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.
ნაწილ-ნაწილით შეძენისას, ნივთის ღირებულებას ოთხ თანაბარ ნაწილად ყოფ და 4 თვის განმავლობაში ისე ფარავ, რომ დროული გადახდის შემთხვევაში, ზედმეტი თანხის დამატება არ გიწევს. მნიშვნელოვანია იცოდე, რომ პირობების დარღვევისას, შესაძლოა, პირგასამტეხლოს გადახდა მოგიწიოს, ნახე დეტალები პროდუქტის გვერდზე. გადასახდელი თანხა 45 ლარიდან 5000 ლარამდე უნდა მერყეობდეს.
ნაწილ-ნაწილ: მთავარი უპირატესობები
სერვისი შოპინგისას ბარიერების მოხსნას ისახავს მიზნად და სამ მთავარ უპირატესობაზე დგას.
1. გადაიხადე ზუსტად იმდენი, რამდენიც ღირს
წარმოიდგინე, ნაწილ-ნაწილ შეიძინე გიტარა, რომელიც 400 ლარი ღირს. თანხა ოთხ თვეზე გადანაწილდა და ყოველ თვეში გადასახდელი გაქვს 100 ლარი. ანუ საბოლოო ჯამში, პირველად ღირებულებას 400 ლარს არცერთი თეთრი არ ემატება. თანხა მართლა ეფექტურ 0%-ად ნაწილდება და არ არსებობს დამატებითი ხარჯი, რომელიც შენი ყურადღების მიღმა შეიძლება დარჩეს.
2. ისარგებლე უსწრაფესი სერვისით
სერვისით სარგებლობა მყისიერადაა შესაძლებელი, ზუსტად იმ დროს, როცა სასურველ ნივთს ონლაინ ან ფიზიკურ მაღაზიაში აღმოაჩენ, მთავარია წინასწარ გქონდეს დამტკიცებული ლიმიტი. ამისთვის არც ბიუროკრატიული დეტალების გავლა გჭირდება და მით უმეტეს, არც ფილიალში მისვლა, მხოლოდ მობილბანკი.
3. დაიწყე გადახდა მომდევნო თვიდან
თანხის გადახდის პროცესიც ძალიან მოქნილია, საერთოდ არ არის საჭირო ნივთის შეძენისას ანგარიშზე რაიმე თანხა გქონდეს, რადგან პირველი გადახდა ერთი თვის შემდეგ, შენ მიერ არჩეულ თარიღში მოგიწევს. მოკლედ, სერვისი მაქსიმალურადაა მორგებული შენს სურვილებს და ფინანსურ თავისუფლებას.
როგორ გადავიხადო ნაწილ-ნაწილ?
და თუ გადაწყვეტ, რომ საკუთარ სურვილებს უარი არ უთხრა და ნაწილ-ნაწილ დაფარო ხარჯი, 4 მარტივი ნაბიჯი გაქვს გასავლელი.
ნაბიჯი 1: შეამოწმე და მოითხოვე ლიმიტი მობილბანკში
- გახსენი მობილბანკი
- დააკვირდი აპლიკაციის ქვედა რიგს და სულ ბოლოს, დააჭირე ჰაბს
- ჰაბის პროდუქტების სექციაში, აირჩიე ნაწილ-ნაწილ
- ნიშნულის არჩევის შემდეგ დააჭირე გადამოწმებას
- გადაიკითხე პირობები და დაეთანხმე მონაცემების გადამოწმებას
ნაბიჯი 2: შეარჩიე სასურველი ნივთი
გადახედე საქართველოს ბანკის 4000+ პარტნიორი მაღაზიის ჩამონათვალს და შეარჩიე სასურველი ნივთი.
ნაბიჯი 3: აირჩიე ნაწილ-ნაწილ
თუ ფიზიკურ მაღაზიაში ხარ, კონსულტანტს უთხარი, რომ ნაწილ-ნაწილ გადაიხდი.
გაითვალისწინე, რომ ტრანზაქციის განაწილება საქართველოს ბანკის ტერმინალზე ხდება და ნაწილ-ნაწილ გადახდა შესაძლებელია როგორც ციფრული, ისე ფიზიკური ბარათით. ნაწილ-ნაწილ ონლაინ გადახდისას კი ამ სერვისს გადახდის მეთოდებში ნახავ.
ნაბიჯი 4: გადაანაწილე თანხა
როგორც უკვე ვთქვით, ნაწილ-ნაწილით შენაძენის ღირებულებას სტანდარტულად 4 თვეზე ანაწილებ. გადახდას მომდევნო თვიდან დაიწყებ და ყოველთვიურად დაფარავ ზუსტად იმ ოდენობას, რაც ნივთის ღირებულების ოთხ ტოლ ნაწილად გაყოფით გამოვა.
ნაწილ-ნაწილის პარტნიორები
ნაწილ-ნაწილის პარტნიორების სია გრძელია, თუმცა ბლოგში რამდენიმე მათგანს გამოვყოფთ.
- თუ ტანსაცმლის ან აქსესუარების შეძენა გაქვს გადაწყვეტილი, ნაწილ-ნაწილ გადაიხდი ისეთ ბრენდებში, როგორიცაა: Zara, LC Waikiki, Dressup.ge და კიდევ სხვა ბევრი.
- თავის მოვლის პროდუქტები შემოგაკლდა? ნაწილ-ნაწილ გადახდა ისეთ ბრენდებში შეგიძლია, როგორიცაა PSP, Ici Paris და სხვა.
- თუ ტექნიკის შეძენა გსურს, ჩამონათვალში Alta, iPlus და Megatechnica-ს იპოვი.
- ონლაინ პლატფორმებზე Veli.Store და extra.ge-ზე შოპინგისასაც თანხის გადახდას ნაწილ-ნაწილ მოახერხებ.
რატომ არის ნაწილ-ნაწილი მომგებიანი ბიზნესისთვისაც?
ნაწილ-ნაწილ სერვისით სარგებლობა კომპანიებისთვისაც ძალიან მომგებიანია. როცა მომხმარებელს აძლევ საშუალებას ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს სასურველი ნივთის ღირებულება, გაყიდვებიც უფრო იზრდება. სტატისტიკურად, პარტნიორი კომპანიები ნაწილ-ნაწილის ინტეგრაციით გაყიდვებს საშუალოდ 15%-ით ზრდიან.
ნაწილ-ნაწილი ჭკვიანურად ერგება თანამედროვე სამომხმარებლო მოთხოვნებს. სხარტი, მარტივად გასაგები და მოქნილი სერვისი იმისთვის შეიქმნა, რომ შოპინგისას ბარიერები გააქროს და მოგანიჭოს მეტი ფინანსური მოქნილობა.
ვიდეოინსტრუქცია:
სანამ სერვისით ისარგებლებ, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნო სესხის დეტალურ პირობებს, მათ შორის ინფორმაციას პირგასამტეხლოს, ხელშეკრულებაზე უარის თქმის წესისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს