2 წუთი წასაკითხად
გაქვს სტუდენტური ბარათი? გაიგე როგორ ისარგებლო PLUS ქულებით
3 ივლ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ცხოვრების ახალი ეტაპი – ახალი საჭიროებებით, პასუხისმგებლობებით და, რა თქმა უნდა, ხარჯებით. ამ დროს ფინანსების მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კარგი ამბავი ისაა, რომ არსებობს მარტივი გზა, დაზოგო და ამავდროულად აიხდინო სურვილები ისე, რომ დამატებითი ძალისხმევა არ დაგჭირდეს – ეს გზა PLUS ქულების დაგროვებაა, რაც განსაკუთრებით მომგებიანი ხდება წლის ყველაზე მასშტაბური შოპინგის დღეს, 5 ივლისს.
PLUS საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამაა: საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას შენ აგროვებ ქულებს, რომლებსაც შემდეგ ფულის ნაცვლად გამოიყენებ. ეს, ფაქტობრივად, ციფრული ყულაბაა, რომელიც ყოველი შენაძენისას ავტომატურად ივსება.
როგორ დავაგროვოთ PLUS ქულები
Student Card არ არის მხოლოდ სტუდენტებისთვის. ის განკუთვნილია ნებისმიერი ახალგაზრდისთვის 18-დან 23 წლის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სტუდენტის აქტიური სტატუსი.
სტუდენტური ბარათის მფლობელებისთვის, PLUS პროგრამა განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობენ. ზოგადად, PLUS ქულების დაგროვება საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი, მაგრამ Student Card-ით ყოველ გადახდილ 1 ლარზე სტანდარტულზე მეტს – 2 PLUS ქულას აგროვებ.
- ქულებს დააგროვებ ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც საქართველოს ბანკის ტერმინალი აქვთ
- ისარგებლებ შეთავაზებებით და დააგროვებ გაორმაგებულ და ზოგჯერ გაათმაგებულ რაოდენობასაც კი
როგორ შევამოწმოთ და გამოვიყენოთ PLUS ქულები
დაგროვილი ქულების ბალანსის შემოწმება და მართვა ძალიან მარტივია. ეს ყველაფერი მობილბანკის მთავარ გვერდზევე შეგიძლია. აქვე ნახავ პარტნიორების განახლებულ სიასა და მიმდინარე შეთავაზებებს.
PLUS ქულები, ფაქტობრივად, ფულის ალტერნატივაა. მათი გამოყენება ათასობით პარტნიორ ობიექტშია შესაძლებელი. შენ შეგიძლია:
- შეიძინო პროდუქტები სუპერმარკეტებში, აფთიაქებსა და წიგნის მაღაზიებში
- გადაიხადო კვების ობიექტებში
- იშოპინგო ტანსაცმლის, ტექნიკისა და სხვა სასურველი ნივთების მაღაზიებში
- შეავსო მობილურის ბალანსი ან დაფარო კომუნალური გადასახადები
PLUS ქულების დაგროვება ცხოვრების პარალელურად, შეუმჩნევლად ხდება. ყოველდღიური შენაძენებით შენ ქმნი დანაზოგს, რომელსაც სასურველ დროს გამოიყენებ.
5 ივლისი: დღე, როცა შენი PLUS ქულები ორმაგდება
წარმოიდგინე დღე, როდესაც შეგიძლია სასურველი ნივთები ფულის დახარჯვის გარეშე შეიძინო. ეს დღე 5 ივლისია – PLUS-ის დაბადების დღე. ამ დღეს, შენ მიერ დაგროვებული ქულების ღირებულება ორმაგდება. თუ სტანდარტულად 400 PLUS ქულა 1 ლარია, 5 ივლისს 200 PLUS ქულა 1 ლარი ხდება.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ შენაძენისთვის 100 ლარის PLUS ქულა გჭირდებოდა, 5 ივლისს იმავე ნივთს 50 ლარის ღირებულების ქულებით იყიდი. ეს, ფაქტობრივად, 50% ფასდაკლებაა ყველაფერზე, რასაც ქულებით ყიდულობ. გაიგე, როგორ ისარგებლო ამ შეთავაზებით.
გახადე სტუდენტობა უფრო მარტივი
თუ ხარ 18-დან 23 წლამდე ან გაქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი, აიღე Student Card ონლაინ, რამდენიმე წუთში. ბარათი ისეთ უპირატესობებსაც გაძლევს, როგორიცაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფი და ფასდაკლებები ჯანდაცვის სერვისებზე.
სიახლეების სანახავად შეგიძლია საქართველოს ბანკის Student Card-ის გვერდი გამოიწერო ან თვალი ადევნო განახლებულ შეთავაზებებს მობილბანკში.