Logo
ბლოგი
Time icon

4 წუთი წასაკითხად

ინვესტირების პლუსი: როგორ გაზარდო შენი ფული მარტივად

გაითვალისწინე, რომ ეს ბლოგი საინფორმაციო მიზნებისთვისაა შექმნილი და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

რთული იქნება, არ გამოვიყენოთ Google-ი რამის მოსაძებნად, არ გამოვწეროთ Amazon-იდან, რაც გვინდა ან, თუნდაც, გადავდოთ ჩვენი iPhone-ი, როცა მობილური სულ თან გვაქვს და მართლა გვჭირდება… ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში მუდმივად ვსარგებლობთ გიგანტური კომპანიების პროდუქტებითა და სერვისებით.

თუმცა ოდესმე გიფიქრია, რომ მოხმარების გარდა, ამ კომპანიების თანამფლობელიც შეიძლება გახდე და მათი წარმატება შენს პირად ფინანსურ ზრდაზეც აისახოს? სწორედ ეს არის ინვესტირების მთავარი იდეა − შესაძლებლობა, გახდე იმ გლობალური ეკონომიკის ნაწილი, რომელიც ჩვენს გარშემო სულ არის და მუდმივად ვითარდება.

სამყარო იმდენად სწრაფად იცვლება, ფულის უბრალოდ შენახვა საკმარისი აღარაა. რა თქმა უნდა, საბანკო ანაბარი ისევ ერთ-ერთ ყველაზე საიმედო გზად რჩება, თუმცა თუ შენი მიზანი კაპიტალის მნიშვნელოვანი ზრდაა, ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა.

რაც მთავარია, დღეს ინვესტირება რთულ პროცესებთან აღარ ასოცირდება. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. საქართველოს ბანკის მობილბანკის დახმარებით კი შენ შეგიძლია, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების აქციონერი მინიმალური თანხით გახდე და დანაზოგის ზრდაზე თავად იზრუნო.

რა არის ინვესტირება მობილბანკში?

დღეს საინვესტიციო ანგარიშის გახსნა მობილბანკში ზუსტად 2 წუთში შეგიძლია. ამის შემდეგ შენთვის ხელმისაწვდომი ხდება აშშ-ს საფონდო ბირჟებზე განთავსებული 9 000-მდე უმსხვილესი კომპანიის აქციები. თითის ერთი დაჭერით შეგიძლია გახდე ისეთი გიგანტების თანამფლობელი, როგორებიცაა − Apple, Microsoft, Google, Amazon და სხვ.

თან, ინვესტირების დასაწყებად დიდი კაპიტალი საჭირო არც არის. წილადობრივი ინვესტირების ფუნქცია შესაძლებლობას გაძლევს, აქციის მხოლოდ ნაწილი შეიძინო თუნდაც $1-ით. ეს ამცირებს რისკებს და პროცესს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. შენი საინვესტიციო ანგარიში კი 500 000 დოლარამდეა დაზღვეული ამერიკის ფასიანი ქაღალდების ინვესტორთა დაცვის კორპორაციის (SIPC) მიერ, ხოლო კაპიტალის მოგება, კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, ხშირ შემთხვევაში არ იბეგრება.

რას ნიშნავს ძირითადი საინვესტიციო ტერმინები?

აქვე შეგვიძლია შევეხოთ ინვესტირების ანბანს, იმისთვის, რომ წარმოდგენა გქონდეს, თუ რა რა არის:

  • ინვესტიცია — მომავალში მოგების მიღების მიზნით ფულის დაბანდება.
  • აქცია — კომპანიის წილი. მისი შეძენით კი შენ კომპანიის მეწილე ხდები.
  • საფონდო ბირჟა — ის სივრცეა, სადაც კომპანიების აქციებით ვაჭრობა მიმდინარეობს.
  • დივიდენდი — კომპანიის მოგების ნაწილი, რომელიც აქციონერებს უნაწილდებათ.
  • ობლიგაცია — ფასიანი ქაღალდია. მისი შეძენისას შენ ფულს ასესხებ კომპანიას და წინასწარგანსაზღვრული დროის შემდეგ თანხას სარგებელთან ერთად იბრუნებ.
  • ინდექს ფონდი (ETF) — წინასწარგამზადებული საინვესტიციო “კალათაა”, რომელიც მრავალი სხვადასხვა კომპანიის აქციას აერთიანებს.

ასევე, ინვესტირების ერთ-ერთი ოქროს წესია დივერსიფიკაცია, ანუ რისკების გადანაწილება. ეს ნიშნავს, რომ მთელ შენს თანხას ერთ აქტივში არ აბანდებ. დამწყებთათვის დივერსიფიკაციის ყველაზე მარტივი გზა ინდექს ფონდები, ანუ ETF-ებია. ერთი ETF-ის შეძენით შენ ეგრევე ხდები ათობით ან ასობით სხვადასხვა კომპანიის აქციონერი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს.

როგორ ვიყიდოთ კრიპტო აქტივები მობილბანკში?

აქციების პარალელურად მობილბანკი კრიპტო აქტივებში ინვესტირების მარტივ და უსაფრთხო შესაძლებლობასაც გთავაზობს. კრიპტო ციფრული ფინანსური აქტივია, რომელიც სრულად ციფრულ სივრცეში არსებობს და არ უკავშირდება კონკრეტულ ბანკს ან სახელმწიფოს. მისი ღირებულება კი ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება.

საქართველოს ბანკის მობილბანკში 50-მდე სხვადასხვა კრიპტო აქტივის შეძენა შეგიძლია, მათ შორის ისეთი პოპულარული აქტივების, როგორებიცაა − Bitcoin (BTC), Ethereum (ETH) და Solana (SOL). აქაც ინვესტირების დაწყება მინიმალური თანხით, სულ რაღაც 1 დოლარიდანაა შესაძლებელი.

ეს გეხმარება შეისწავლო ბაზარი დიდი ფინანსური რისკების გარეშე. თან, პროცესი სრულად ავტომატიზებულია, შენ თვითონ ირჩევ სასურველ კრიპტო აქტივს, უთითებ თანხას და რამდენიმე წამში აქტივი უკვე შენია. ანალოგიურად მარტივია კრიპტოს გაყიდვა. რაც მთავარია, ყველა ტრანზაქცია გამჭვირვალეა და ნებისმიერ დროს შეგიძლია ნახო შენი პორტფელის ამჟამინდელი ღირებულება.

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა იცოდე, პლატფორმა მოსახერხებელია როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი კრიპტოინვესტორებისთვის. შენ მუდმივად გაქვს წვდომა დღის TOP კრიპტოაქტივებსა და უახლეს ტენდენციებზე, ანუ ხარ საქმის კურსში ყველაფერზე.

რა არის ავტომატური ინვესტირება?

ფინანსური მიზნების მისაღწევად თანამიმდევრულობა გადამწყვეტია. სწორედ ამაში გეხმარება ავტომატური ინვესტირების ფუნქცია. ეს მობილბანკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, წინასწარგანსაზღვრული თანხითა და პერიოდულობით (მაგალითად, ყოველთვიურად) ავტომატურად შეიძინო შენ მიერ შერჩეული აქცია ან ETF-ი.

ლიმიტური და ავტომატური დავალებების ერთხელ დაყენება საკმარისია იმისათვის, რომ ინვესტირება შენს მყარ ჩვევად იქცეს. აღარ მოგიწევს ყოველ ჯერზე ფიქრი და დროის დახარჯვა აქტივის შესაძენად. სისტემა ამას შენ მაგივრად, ავტომატურად გააკეთებს.

ლიმიტური დავალებით შეძლებ იყიდო ან გაყიდო აქცია სასურველ ფასად. წინასწარ მიუთითებ, რა ფასად გინდა ყიდვა ან გაყიდვა და აირჩევ პერიოდსაც, თუ რა დროის განმავლობაში იყოს ეს დავალება აქტიური. მაქსიმალური ვადა კი 90 კალენდარული დღეა.

ავტომატური ყიდვის დახმარებით კი შეგიძლია შეარჩიო შენთვის სასურველი აქციის ყიდვის სიხშირე, რაც შეიძლება იყოს − ყოველთვე, ყოველკვირას ან ყოველდღე. აირჩევ თანხასაც, თუ რა თანხის აქცია იყიდო ავტომატურად ხოლმე სასურველი პერიოდულობით და, თან, მიუთითებ საბანკო ანგარიშს, საიდანაც გსურს, რომ ეს ტრანზაქცია შესრულდეს.

ვინ და როგორ იწყებს ინვესტირებას?

ინვესტირების დაწყება ძალიან მარტივია და ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ 2 პირობას:

  • შენი ასაკი 18 წელზე მეტია
  • ხარ საქართველოს მოქალაქე

პროცესი კი ასეთია:

  • შედი საქართველოს ბანკის მობილბანკში
  • გადადი პროდუქტების გვერდზე
  • აირჩიე “ინვესტიციების” მოდული და მიჰყევი ინსტრუქციას

გახსენი საინვესტიციო ანგარიში დღესვე და დაიწყე შენი მომავლის მშენებლობა. თუ ჯერ კიდევ არ გრძნობ თავს თავდაჯერებულად და გინდა იცოდე მეტი, გაიარე უფასო ონლაინკურსი ინვესტირების შესახებ ბიზნესკურსზე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს