Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

მანქანის სივრცე: როგორ ვმართოთ ავტომობილის სერვისები მობილბანკით

ჩვენი ყოველდღიურობა იმდენად სწრაფად იცვლება, ხშირად ვფიქრობთ ხოლმე, თუ როგორ გავიმარტივოთ პროცესები, დავზოგოთ დრო და ენერგია. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც ავტომობილი ჰყავს, რადგან არაერთ დეტალზე უწევთ ზრუნვა − იქნება ეს პარკირების საშვის განახლება, მოულოდნელი ვიდეოჯარიმა თუ ავტოდაზღვევის მართვა. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი ამოცანები ხშირად გაფანტულია სხვადასხვა პლატფორმასა თუ აპლიკაციაში, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის.

წარმოიდგინე, რა კარგი იქნებოდა, თუ ამ ყველაფერს ერთი სივრციდან მართავდი. სწორედ იმ სივრციდან, რომელიც შენს მობილურშია და მუდამ თან გაქვს. ამიტომ შეიქმნა საქართველოს ბანკის მობილბანკის ფუნქციონალი − მანქანის სივრცე.

მანქანის სივრცის მთავარი მიზანი დროის დაზოგვასა და ისეთი ტრანზაქციების გამარტივებას ეხება, რაც აქამდე დამატებით ძალისხმევას მოითხოვდა. ასე რომ, ამიერიდან აღარ მოგიწევს რამდენიმე ვებგვერდზე ჯარიმების შემოწმება ან პარკირების ვადის შესაძენად სპეციალური აპლიკაციის გამოყენება. ყველაფერი ერთ, სანდო და მარტივად ხელმისაწვდომ ადგილასაა თავმოყრილი.

რა შესაძლებლობებს გთავაზობს მანქანის სივრცე?

მობილბანკში ინტეგრირებული ეს ფუნქცია სრულად ცვლის ავტომობილის მართვის გამოცდილებას. აქ დაგხვდება ყველა საჭირო რესურსი, რათა მუდმივად ინფორმირებული იყო.

საპატრულო ვიდეოჯარიმების კონტროლი

ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ფუნქცია ჯარიმების მართვაა. მანქანის სივრცეში კი ავტომატურად აისახება ყველა დაფიქსირებული ვიდეოჯარიმა, რის დაფარვასაც მყისიერად, აპლიკაციიდან გაუსვლელად შეძლებ. რაც მთავარია, ახალი ჯარიმის მიღებისთანავე გამოგეგზავნება შეტყობინება, რაც დაგვიანებისა და საურავების დარიცხვისგან დაგიცავს.

ინფორმაცია მანქანის სივრცეში ყოველ წუთში ახლდება და პირველ შეტყობინებას დაჯარიმებისთანავე იღებ. ამის შემდეგ, შეტყობინებები კიდევ რამდენჯერმე მოგივა: ჯარიმის გადახდის ვადის გასვლამდე ერთი კვირით და ერთი დღით ადრე, ასევე – ბოლო დღეს. ამასთან, სისტემა შეგახსენებს 10-დღიანი ფასდაკლების პერიოდის შესახებაც, რომ ჯარიმის გადახდა შემცირებული ტარიფით შეძლო.

პარკირების საშვების მართვა

შეიძინე თბილისისა და ზონალური პარკირების საშვები პირდაპირ მობილბანკიდან. აქვე შეგიძლია აკონტროლო მათი მოქმედების ვადები და მიიღო შეხსენებები ვადის ამოწურვამდე, რათა დროულად განაახლო საშვი.

ავტოდაზღვევის მართვა

თუ სარგებლობ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევით, პოლისის შემოწმება, მისი მოქმედების ვადისა და პირობების ნახვა პირდაპირ აპლიკაციაში შეგიძლია.

შეთავაზებები

მანქანის სივრცის მომხმარებლები დამატებით იღებენ წვდომას უნიკალურ, მათ ავტომობილებზე მორგებულ შეთავაზებებზე. ეს შეიძლება იყოს სეზონური თუ სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები, რომლებიც მხოლოდ ამ სივრცეშია ხელმისაწვდომი.

როგორ შექმნა შენი მანქანის სივრცე მობილბანკში?

პროცესი მაქსიმალურად მარტივია და რამდენიმე წუთზე მეტს არ წაგართმევს. დარწმუნდი, რომ ხელთ გაქვს ავტომობილის ტექ. პასპორტი და მიჰყევი ამ ნაბიჯებს:

  • შედი მობილბანკში, გადადი “ჰაბის” გვერდზე და დააჭირე ღილაკს − ჩემი მანქანა
  • შემდეგ აირჩიე მანქანის დამატება
  • შეიყვანე საჭირო მონაცემები − ავტომობილის მფლობელის პირადი ნომერი, მანქანის სახელმწიფო ნომერი და ტექპასპორტის ნომერი
  • გაეცანი, დაეთანხმე წესებსა და პირობებს
  • დააჭირე დამატების ღილაკს და პროცესი დასრულებულია!

რომ იცოდე, მაქანის სივრცეში შეგიძლია დაამატო არა მხოლოდ შენი, არამედ ოჯახის წევრისა თუ ახლობლის ავტომობილიც, რაც კიდევ უფრო მეტ კომფორტს გიქმნის. 

ამასთან, სერვისის ყოველთვიური ღირებულება მხოლოდ 1 ლარია. აღსანიშნავია, რომ SOLO CLUB-ის და WM მომხმარებლებისთვის სივრცე უფასოა და ყოველთვის ასე იქნება.


როგორც ხედავ, მობილბანკი უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ფარგლებს. მანქანის სივრცე ამის ნათელი მაგალითია, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა იმ საჭიროებას, რაც ავტომობილის ფლობასთან არის დაკავშირებული.

ნუღარ დაკარგავ დროს სხვადასხვა პლატფორმაზე ინფორმაციის ძიებასა და ტრანზაქციების შესრულებაში. დაამატე შენი ავტომობილი მანქანის სივრცეში და თავად გამოცადე ყველა ის უპირატესობა, რასაც ეს ინოვაციური სერვისი გთავაზობს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს