3 წუთი წასაკითხად
იმედი L, ალდაგი, ირაო, GPI, არდი… რომელი სამოგზაურო დაზღვევა ვიყიდოთ მობილბანკში
14 მაი. 2025
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
მოგზაურობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ის როგორც ახალი ქვეყნების აღმოჩენასთან, ისე დაუვიწყარ თავგადასავლებთან ასოცირდება, თუმცა ზოგისთვის − საქმიანი, რუტინული ყოველდღიურობაა.
შესაძლოა, უკვე ხშირად გიმოგზაურია ან სწორედ ახლა გეგმავ პირველ მოგზაურობას და მღელვარებასთან ერთად უამრავი კითხვაც გაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვარგარეთ გამგზავრება გარკვეულ გამოწვევებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული − იქნება ეს ბარგის დაკარგვა, ფრენის გადადება თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროება… სწორედ ასეთი მოულოდნელობებისგან თავის დასაცავად არსებობს სამოგზაურო დაზღვევა.
თუ კარგად დააკვირდები, მიხვდები, რომ დღეს დაზღვევა ისეთივე აუცილებლობაა, როგორიც ავიაბილეთი ან სასტუმროს ჯავშანი. მეტიც, სხვადასხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად ის სავალდებულო მოთხოვნასაც წარმოადგენს. საბედნიეროდ, სასურველი სადაზღვევო პოლისის შეძენა წარმოუდგენლად გამარტივებულია და საქართველოს ბანკის მობილბანკიდან სულ რამდენიმე წამში შეგიძლია.
ამ ბლოგში ერთად განვიხილავთ, რა პირობებს გთავაზობენ ჩვენი პარტნიორი სადაზღვევო კომპანიები, რომელთა პოლისებიც მობილბანკშია ხელმისაწვდომი და როგორ შეარჩიო დაზღვევა.
რა უნდა იცოდე დაზღვევის შეძენამდე?
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მობილბანკით სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას შენ ირჩევ არა ბანკის, არამედ მისი პარტნიორი სადაზღვევო კომპანიების პროდუქტებს. ბანკი ამ პროცესში შუამავლის როლს ასრულებს და მაქსიმალურად გიმარტივებს შერჩევისა და შეძენის გამოცდილებას.
ამასთანავე, შენ შეგიძლია შეარჩიო ისეთი კომპანიების სადაზღვევო პროდუქტები, როგორებიცაა:
- იმედი L
- ალდაგი
- ირაო
- ჯი პი აი
- არდი
- გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
- უნისონი
პოლისის შეძენა კი შეუძლია როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ ფიზიკურ პირს. უბრალოდ გაითვალისწინე, არარეზიდენტების შემთხვევაში მოქალაქეობის ქვეყანა არ უნდა ემთხვეოდეს მოგზაურობის ქვეყანას.
როგორ შევადაროთ სადაზღვევო პირობები?
ყველა ჩამოთვლილი სადაზღვევო კომპანია საკმაოდ მაღალ − 50 000 აშშ დოლარის ან ევროს − ჯამურ ლიმიტს გთავაზობს. თუმცა მთავარი განსხვავება მაინც დეტალებშია.
- ასაკობრივი შეზღუდვები: კომპანიების უმეტესობა აწესებს ასაკობრივ ზღვარს, რომელიც, როგორც წესი, 65-დან 75 წლამდე მერყეობს. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, სადაც ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს (აღსანიშნავია, რომ შესაძლოა პოლისი ამ დროს მხოლოდ რეპატრიაციას ფარავდეს).
- გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობა: ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. ზოგიერთი პოლისი ამ მომსახურებას ნულოვანი ფრანშიზით ფარავს, რაც ნიშნავს, რომ ხარჯის გადახდა არ გიწევს. სხვა შემთხვევებში კი შეიძლება მოქმედებდეს 50-დან 100 დოლარ/ევრომდე ფრანშიზა. ლიმიტებიც განსხვავებულია და შეიძლება 20,000-30,000 დოლარი/ევრო ან მეტიც იყოს.
- გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა: ექიმთან ვიზიტისას ლიმიტები, როგორც წესი, 5,000-დან 10,000 დოლარ/ევრომდეა, უმეტესად ფრანშიზის პირობით.
- გადაუდებელი სტომატოლოგიური მკურნალობა: კბილის მოულოდნელი ტკივილისგან თავის დასაზღვევად, პოლისები ამ რისკსაც ფარავს. ლიმიტი აქ, ძირითადად, 500-დან 1,000 დოლარ/ევრომდეა.
კონკრეტული ლიმიტები, ფრანშიზა და გამონაკლისები შეიძლება განსხვავდებოდეს სადაზღვევო კომპანიების მიხედვით. შეძენამდე აუცილებლად გაეცანი თითოეული პროვაიდერის პირობებს მობილბანკში.
ბუნებრივია, დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურდება ჯანმრთელობის პრობლემების სხვა რისკებიც, მათ შორის − სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ოფთალმოლოგიური მკურნალობა და რეპატრიაცია.
გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, დამატებით შეგიძლია დააზღვიო ისეთი უსიამოვნებებიც, რაც ბარგის დაკარგვას, დაგვიანებას ან ავიარეისის გადადებას ახლავს. ეს კი განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ ფრენისას რამდენჯერმე გიწევს გადაჯდომა და, თან, შენთვის მნიშვნელოვანი ნივთები მიგაქვს.
როგორ შეიძინო პოლისი მობილბანკით?
პროცესი ძალიან მარტივია: შედი მობილბანკში, გადადი ჰაბის გვერდზე და აირჩიე დაზღვევა, შემდეგ – სამოგზაურო დაზღვევა. შემდეგ საჭირო იქნება მოგზაურობის პერიოდის მითითება, სურვილის შემთხვევაში კი იქვე მონიშნავ დამატებითი რისკების დაფარვასაც.
აქვე აღსანიშნავია, რომ მარტივად შეგიძლია პოლისი შეიძინო არა მხოლოდ შენთვის, არამედ ოჯახის წევრებისა თუ სხვა თანამგზავრებისთვისაც.
როცა აღნიშნულ ინფორმაციას მიუთითებ, აპლიკაცია თავად გამოგითვლის სადაზღვევო პრემიის ღირებულებას თითოეული კომპანიისთვის და ცხრილის სახით წარმოგიდგენს მათ პირობებს.
არ იფიქრო, რომ აქ რთული ანალიზი გელის – პირიქით, პირობები იმდენად მარტივად არის წარმოდგენილი, რომ საუკეთესო ვარიანტის შერჩევას სულ რამდენიმე წამში შეძლებ. რჩება მხოლოდ ის, რომ დააჭირო შეძენის ღილაკს და პოლისი მითითებულ თარიღში გაგიაქტიურდება.
დასასრულს უნდა ითქვას, რომ თითოეულ განხილულ სადაზღვევო კომპანიას გააჩნია გამოცდილება და სანდოობა. თუ გსურს, მშვიდად და დაცულად იგრძნო თავი, რადგან მოგზაურობა მხოლოდ სასიამოვნო ემოციებთან უნდა ასოცირდებოდეს, არასდროს დაგავიწყდეს სამოგზაურო დაზღვევის შეძენა მობილბანკში.