2 წუთი წასაკითხად
14 ჯილდო და 1 მთავარი კითხვა: რას ცვლის ხელოვნური ინტელექტი შენთვის?
22 ივლ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ზე 14 ჯილდო მოიპოვა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში ქვეყნის საუკეთესო ბანკად დასახელდა. ამდენი ჯილდოს მიღმა კი მთავარი მაინც ისაა, თუ კონკრეტულად როგორ ცვლის ეს ტექნოლოგია შენს ყოველდღიურ ურთიერთობას ბანკთან.
ჯილდო, რომლის უკანაც შენი კომფორტი დგას
წარმოიდგინე, რომ შენს შეკითხვას ჩატში წამებში პასუხობენ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ოპერატორის მოლოდინის გარეშე. ან ფინანსური რესურსების მისაღებად საჭირო პროცედურებს რამდენიმე წუთში, პირდაპირ მობილურიდან ასრულებ.
სწორედ ასეთი გამოცდილების შექმნისთვის დაასახელა წამყვანმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ საქართველოს ბანკი გამარჯვებულად როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორატიულ საბანკო მომსახურებაში.
ეს ჯილდოები კი, მათ შორის:
- ფინანსური ინკლუზიურობის
- მომხმარებლის გამოცდილების
- პერსონალიზებული ფინანსური რჩევების
- ფინტექ-გადაწყვეტილებების
- გადახდებში AI-ის გამოყენების
- და ფინტექ AI-ის
პირდაპირ ადასტურებს, რომ ბანკის ფოკუსი შენს კომფორტსა და სისწრაფეზეა.
AI შენს ყოველდღიურობაში
ხელოვნური ინტელექტი უკვე აქტიურად მუშაობს შენს სასარგებლოდ. მაგალითად, GenAI ჩატბოტი მომხმარებლების წერილობითი კითხვების თითქმის სამ მეოთხედს დამოუკიდებლად პასუხობს.
ფინანსური რესურსების მიღება მობილური ბანკიდან ერთ წუთში შეგიძლია, რადგან არაუზრუნველყოფილი საკრედიტო გადაწყვეტილებების 99% სრულად ავტომატიზებულია.
ამავდროულად, ბანკის თანამშრომლების ნახევარზე მეტი ყოველდღიურად იყენებს AI-ხელსაწყოებს, რაც შიდა პროცესებს კიდევ უფრო აჩქარებს და საბოლოოდ ისევ შენს დროზე აისახება.
ხელოვნური ინტელექტი საბანკო სერვისებს მათთვისაც ხდის ხელმისაწვდომს, ვისთვისაც ეს აქამდე რთული იყო, მაგალითად, თვითდასაქმებულებისთვის. ტექნოლოგია ბიზნესსაც ეხმარება: თუ ადრე მცირე ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომას ოთხი დღე სჭირდებოდა, ახლა ეს პროცესი წუთებში სრულდება. მსხვილი კომპანიების დაფინანსება კი 25%-ით დაჩქარდა.
ჯილდოებიდან რეალურ შედეგებამდე
ეს AI-აღიარება იმ უწყვეტი ციფრული განვითარების ნაწილია, რომელსაც Global Finance-ი წლებია აკვირდება. მაგალითად, 2025 წელს იმავე გამოცემამ საქართველოს ბანკი ზედიზედ ორჯერ დაასახელა მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად.
ყველა ეს ჯილდო, მათ შორის AI კვლევითი ლაბორატორიის აღიარება, საბოლოოდ ერთ მიზანს ემსახურება: შენი ყოველდღიური საბანკო გამოცდილება იყოს მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და შენზე მორგებული. ამის შესაფასებლად საუკეთესო გზა კი თავად გამოცდაა.
გაინტერესებს, რას შეძლებს ჩვენი AI? გახსენი მობილბანკი და გამოცადე.