2 წუთი წასაკითხად
“მცირე ბიზნესის მთავარი იარაღი სისწრაფეა” | Forbes Under 30-ის გამარჯვებულის, ანი ჯანელიძის რჩევები
14 სექ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ინოვაციური იდეები და თამამი ნაბიჯები ნებისმიერი ბიზნესის განვითარების მთავარი ძალაა. ჟურნალ Forbes-ის პროექტი Under 30, სწორედ იმ ახალგაზრდა ლიდერებსა და მეწარმეებს აერთიანებს, რომლებიც საკუთარ სფეროს უკეთესობისკენ ცვლიან.
მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება და განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია, ამიტომ წელს ბანკი ამ მასშტაბური ინიციატივის გენერალური სპონსორი და პარტნიორი გახდა.
ამ ბლოგში “ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერციის“ კატეგორიაში 2025 წლის გამარჯვებულს, ანი ჯანელიძეს, გაგაცნობთ. ანი მსოფლიოში წამყვანი ხმოვანი AI კომპანიის, ElevenLabs ის მონაცემთა ოპერაციების ხელმძღვანელი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) დამფუძნებელია. თუ ფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი რთული ხელსაწყოა და მხოლოდ პროგრამისტების საქმეა, ანის რჩევები ბიზნესის განვითარების შესახებ აუცილებლად დაგაინტერესებთ.
ეკონომისტი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში
ანი გვიყვება, რომ ბევრს უკვირს, როგორ აღმოჩნდა ეკონომისტი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. სინამდვილეში კი თანამედროვე ტექნოლოგიების დიდი ნაწილი სწორედ ეკონომიკურ და სტატისტიკურ აზროვნებაზე დგას. დღეს ანი ElevenLabs-ში 80 ზე მეტ ენაზე მუშაობს, აკონტროლებს მონაცემების ხარისხს და 500 მდე ენათმეცნიერთან ერთად ქმნის პროდუქტს, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს.
როგორც თავად ამბობს, Forbes ის აღიარება მისთვის მხოლოდ პირადი გამარჯვება არ არის:
ეს ამტკიცებს, რომ ქართველ სპეციალისტს შეუძლია გლობალურ AI პროდუქტზე თბილისიდან იმუშაოს, ეს გზავნილია მნიშვნელოვანი შემდეგი თაობისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ.
მცირე ბიზნესის სუპერძალა
ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ბევრს აშინებს, რადგან ის ხშირად კოლოსალურ დანახარჯებთან და გაურკვეველ, რთულ პროცესებთან ასოცირდება.
ანის მთავარი რჩევაა, რომ ყველაფერი მარტივად დავიწყოთ: დაფიქრდით, რომელ რუტინულ პროცესებს უთმობთ ყოველკვირეულად ბევრ დროს, სწორედ განმეორებადი საქმეების ავტომატიზაციით იწყება ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა:
აუცილებელია, დავინიშნოთ დროც, რამდენი საათი მიჰქონდა ამ საქმეს ადრე და რამდენს გიზოგავთ ახლა. ზუსტი ციფრების გარეშე ვერ მიხვდებით, მუშაობს თუ არა სიახლე.
ანის თქმით, მცირე ბიზნესს უზარმაზარ კორპორაციებთან შედარებით ერთი ძალიან დიდი უპირატესობა აქვს:
დიდი კომპანიის უპირატესობა ბიუჯეტია. მცირე ბიზნესის კი – სისწრაფე. რეალურად ხვალვე შეგიძლიათ დანერგოთ ის, რაზეც კორპორაცია ექვს თვეს ფიქრობს და თანხმობებს აგროვებს.
თუმცა მხოლოდ კონკურენტის მიბაძვით ტექნოლოგიაში ინვესტირება გავრცელებული შეცდომაა:
ჯერ უნდა ვიპოვოთ პრობლემა, შემდეგ – გამოსავალი, და არა პირიქით. მეორე შეცდომა კი სიახლის დანერგვისას თანამშრომლების გამოტოვებაა. ვინც ყოველდღიურად აკეთებს კონკრეტულ საქმეს, მან ყველაზე უკეთ იცის, სად სჭირდება რეალური დახმარება.
მთავარი უნარი, რომელშიც დრო უნდა დააბანდოთ
AI ინსტრუმენტების ეპოქაში კონკრეტული პროგრამების დაზეპირება აზრს კარგავს, რადგან ყველაფერი სწრაფად იცვლება. ყველაზე ღირებული უნარი სწორი კითხვის დასმაა. ხელოვნური ინტელექტი პასუხს ყოველთვის აბრუნებს, თუმცა მთავარია, დავალება ზუსტად და ნათლად იყოს ფორმულირებული.
ანის რჩევით, ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილებიდან 3 მთავარი პრაქტიკის დანერგვა:
- ყველა პროცესის ჩაწერა: საზღვარგარეთ მუშაობის წესები ყოველთვის დოკუმენტირებულია, საქართველოში კი ეს ცოდნა ხშირად მხოლოდ ერთი თანამშრომლის გონებაშია. მისი წასვლის შემთხვევაში საქმე ჩერდება, რაც კომპანიის ზრდას აფერხებს.
- შედეგების გაზომვა: ზოგადი შეფასება „საქმე კარგად მიდის“ არაფერს ნიშნავს. პროცესის რეალური სურათი მხოლოდ ციფრებით უნდა იზომებოდეს.
- გამოცდილების გაცვლა: ქართული ტექნოლოგიური სფერო ჯერ კიდევ საკმაოდ ჩაკეტილია. GAIA ის ასოციაციაც სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ კომპანიებმა ცოდნა გაცვალონ და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა გაიმარტივონ.
ანის მსგავსი პროფესიონალების აღმოჩენა და წახალისება საქართველოს ბანკისთვის უმნიშვნელოვანესია, Forbes თან პარტნიორობაც სწორედ ამ დიდი მისიის გაგრძელებაა.
თუ გსურთ, პირადად გაიცნოთ მომავლის ლიდერები, მოისმინოთ ახალი იდეები და გაიცნოთ საინტერესო ადამიანები. შემოოუერთდით 18 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებას, სადაც Forbes Under 30-ის 2026 წლის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.