Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

როგორ მოვიგო 10,000 ლარი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

ჩვეულ მგზავრობას ახლა შეიძლება 10,000 ლარი მოჰყვეს. 20 დეკემბრის ჩათვლით მეტროში, ავტობუსში, მიკროავტობუსსა და საბაგიროზე საქართველოს ბანკის ბარათით ყოველი გადახდა მოგების შანსია.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

გათამაშებაში მონაწილეობს:

  • საქართველოს ნებისმიერი 18 წლის და უფროსი მოქალაქე
  • რომელსაც საქართველოს ბანკის აქტიური ბარათი აქვს
  • ან გათამაშების დასრულებამდე აიღებს

ბარათი შეიძლება იყოს პლასტიკური ან ციფრული, ითვლება სტუდენტური და სოციალური ბარათებიც.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჭირო არ არის. საკმარისია, მეტროში, ავტობუსში, მიკროავტობუსში ან საბაგიროზე საქართველოს ბანკის ბარათით გადაიხადო და ავტომატურად ჩაერთვები.

როგორ გავზარდო მოგების შანსი?

ერთი გადახდა = გათამაშების ერთი ბილეთი. მოგების შანსს ზრდი ყოველ ჯერზე, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბარათით იხდი, მათ შორის:

  • შეღავათიანი ტარიფით
  • თბილისში აბონემენტით
  • 90-წუთიანი უფასო გადაჯდომისას

დღეში მაქსიმუმ 10 ბილეთის დაგროვება შეგიძლია. მაგალითად, თუ სამსახურში მეტროთი და ავტობუსით დადიხარ და უკანაც ასე ბრუნდები, დღეში მინიმუმ 4 ბილეთს აგროვებ. რაც მეტი ბილეთი გაქვს, მით მეტია მოგების შანსი.

თუ დღემდე სამგზავრო ბარათით ან მეტრომანით იხდი, ახლა საუკეთესო დროა, საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა დაიწყო გამარჯვების მეტი შანსისთვის.

რა პრიზები თამაშდება და როდის?

1. ყოველკვირეული გათამაშება

ყოველკვირეულ გათამაშებაში მონაწილეობა და ბილეთების დაგროვება 20 დეკემბრის ჩათვლით შეგიძლია. გამარჯვებულები ყოველ კვირაში გამოვლინდებიან, რომლებიც სამგზავრო ბალანსზე 100 ლარს მიიღებენ. თითოეულ გათამაშებაში მხოლოდ იმავე კვირის ბილეთები მონაწილეობს.

მოგების შემთხვევაში, 100 ლარი სამგზავრო ბალანსზე ჩაგერიცხება იმ ბარათზე, რომლითაც ტრანსპორტში იხდი. თანხის გამოსაყენებლად ჩარიცხვიდან 1 წელი გაქვს. 100 ლარის სამგზავრო ბალანსის მოგება მხოლოდ ერთხელ შეგიძლია.

2. ფინალური გათამაშება

25 დეკემბერს თამაშდება 10,000 და 1,000 ლარის პრიზები. ფინალში 20 დეკემბრის ჩათვლით დაგროვილი ყველა ბილეთით მონაწილეობ, მაშინაც კი, თუ 100 ლარი უკვე მოიგე. ფინალში ერთი პრიზის მოგება შეიძლება: 10,000 ან 1,000 ლარის.

პრიზები მხოლოდ თბილისში თამაშდება?

მთავარი პრიზი, 10,000 ლარი, თითოეულ რეგიონში თამაშდება, ასე რომ, თუ რეგიონში მგზავრობ, შენი ბილეთები თბილისის ბილეთებს არ ეჯიბრება. მაგალითად, თუ ქუთაისში მგზავრობ, შეიძლება იმერეთის გამარჯვებული გახდე. თუ რამდენიმე რეგიონში მგზავრობ, მონაწილეობ იქ, სადაც მეტი მგზავრობა გაქვს.

ბილეთების დაგროვება შეგიძლია 10 რეგიონში: თბილისში, აჭარაში, იმერეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში.

24 ნოემბრიდან კი საქართველოს ბანკის ახალი მომხმარებლებისთვის საჩუქარი გვექნება. დეტალებს მალე გაიგებ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს