Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რაც საქმის გაფართოებას სჭირდება | Roots Coffee ახალ ფილიალს ხსნის

Roots Coffee-ს ახალ ფილიალში პირველ ყავას ნოემბრის ბოლოს დააგემოვნებთ. კაფე ბაზარზე ორი წელია რაც გამოჩნდა და ახლა ვაშლოვანის ქუჩაზე საკუთარი სივრცე შეიძინა. ამ ნაბიჯში საქართველოს ბანკის დაფინანსება დაეხმარა. ამიტომ ახალი კამპანიის ფარგლებში მათი ვიტრინა ამ მესიჯით დავბრენდეთ: რაც საქმის გაფართოებას სჭირდება.

ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები

Roots-ს სესხი საკუთარი სივრცის შესაძენად დასჭირდა. საკუთარ ფართში მომავლის დაგეგმვა უფრო შორს შეუძლიათ. დამფუძნებლისთვის, ხატია ხატიაშვილისთვის, ზრდაში მთავარი ისაა, რომ კაფემ ის შეინარჩუნოს, რითაც გამოირჩევა: ხარისხი და განსაკუთრებული გამოცდილება.

სულ რაღაც 2 წელია, რაც ბაზარზე ვართ. არ ვჩერდებით და განვითარებას ვაგრძელებთ საქართველოს ბანკის პარტნიორობით. ვაშლოვანის ქუჩაზე საკუთარი სივრცის შეძენა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია და გვაძლევს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო თამამად დავგეგმოთ მომავალი. ჩვენი მიზანია, გავიზარდოთ როგორც ბიზნესი, მაგრამ არასოდეს დავკარგოთ მთავარი იდეა, შევქმნათ მეტი, ვიდრე უბრალოდ ადგილი ყავის დასალევად.
– ხატია ხატიაშვილი

რატომ აირჩიეს საქართველოს ბანკი?

ხატიას თქმით, ბანკის არჩევისას გადამწყვეტი რამდენიმე რამ აღმოჩნდა:

  • სწრაფი კომუნიკაცია
  • მარტივი დოკუმენტაცია
  • ბანკირის პროფესიონალიზმი

მთავარი მაინც პირობები იყო, რომლებიც ბანკმა Roots-ის საჭიროებას მოარგო.

ბიზნესის გაფართოებასა და განვითარებაზე რომ მიდგა საკითხი, კომუნიკაციის სისწრაფე, მოთხოვნილი დოკუმენტები, ბანკირის პროფესიონალიზმი და ჩვენზე მორგებული წინადადების გამზადება – საქართველოს ბანკი უკონკურენტო აღმოჩნდა. თითოეული დეტალი, ყველა ჩვენი საჭიროება და პოტენციალი ბანკმა ზუსტად შეაფასა და სწორედ ისეთი პირობები შემოგვთავაზა, რომლებიც ჩვენი საქმის გაფართოებას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

რომელი ბიზნეს სესხი შეესაბამება თქვენს მიზანს?

გაფართოებას ყველა ბიზნესი თავისებურად გეგმავს. Roots Coffee-ს ახალი სივრცე დასჭირდა, სხვისთვის კი შეიძლება ახალი აღჭურვილობა ან მეტი მარაგი იყოს მთავარი. ამიტომ სესხიც კონკრეტულ მიზანს უნდა მოერგოს. საქართველოს ბანკში რამდენიმე ტიპის ბიზნეს სესხს იპოვით:

  • სტანდარტული ბიზნეს სესხი მიმდინარე საჭიროებებისა და გაფართოებისთვის
  • სხარტი ბიზნეს სესხი, რომელსაც სრულად ციფრულად აიღებთ
  • დამწყები ბიზნესის დაფინანსება, თუ საქმეს ახლა იწყებთ
  • აგრო სესხი სოფლის მეურნეობით თუ ხართ დაკავებული
  • მწვანე სესხი და ენერგოკრედიტი გარემოზე ორიენტირებული და ენერგოეფექტური პროექტებისთვის

თუ ჯერ არ იცით, რომელი აირჩიოთ, ამ ბლოგში დაწვრილებით გაიგებთ: დაფინანსება ყველა ბიზნესისთვის: როგორ შევარჩიოთ ბიზნეს სესხი სწორად

ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება

გაფართოება ბიზნესის გზის ერთი ეტაპია. მანამდე საქმეს გახსნა, ყოველდღიური მართვა და ახალი მომხმარებლები სჭირდება. გაფართოების შემდეგ კი ახალი ცოდნა და კავშირები, რომ წინსვლა არ შეჩერდეს. ყოველ ეტაპზე ახალი საჭიროება ჩნდება. საქართველოს ბანკში ყველაფერს, რაც საქმეს სჭირდება, ერთ სივრცეში იპოვით.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს