Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

დაჯავშნე ვიზიტი საქართველოს ბანკის ფილიალებში ონლაინ

საქართველოს ბანკის ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა ონლაინ, ჩვენი ვებგვერდიდან არის შესაძლებელი. ასე ზედმეტი ლოდინის გარეშე, გაცილებით კომფორტულად მიიღებ საბანკო მომსახურებას იმ ფილიალში, რომელშიც გინდა.

ფიზიკური პირი ხარ თუ იურიდიული — სისტემაში მარტივად მონიშნავ, რა მიმართულებით გჭირდება დახმარება.

ფიზიკური პირებისთვის

თუ ფიზიკური პირი ხარ, შეხვედრას შენთვის სასურველ სხვადასხვა მომსახურებაზე დაჯავშნი, მათ შორის ისეთ ძირითად სერვისებზე, როგორებიცაა:

  • სალარო ოპერაციები (თანხის შეტანა, გატანა, კონვერტაცია)
  • სამომხმარებლო სესხები (სამომხმარებლო სესხი, საკრედიტო ბარათი, ოვერდრაფტი)
  • იპოთეკური სესხები (იპოთეკური, ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი)
  • ანაბრები (ანაბრის გახსნა, დახურვა, თანხის დამატება)
  • ანგარიშები და ბარათები (ანგარიშის გახსნა, ბარათის შეკვეთა, გატანა)
  • გადარიცხვები
  • ფულადი გზავნილები

იურიდიული პირებისთვის

იურიდიული პირების შემთხვევაშიც, დაჯავშნა მრავალფეროვან მომსახურებას ფარავს და ვიზიტს ისეთ მიმართულებებზეც მარტივად დაგეგმავ, როგორიცაა:

  • სალარო ოპერაციები (თანხის შეტანა, გატანა, კონვერტაცია)
  • ანგარიშის გახსნა (ანგარიშის გახსნა, ბარათის შეკვეთა, გატანა)
  • ბიზნეს სესხი
  • გადარიცხვები
  • ფულადი გზავნილები
  • დეპოზიტები (დეპოზიტის გახსნა, დახურვა, თანხის დამატება)
  • ბიზნესის რეგისტრაცია (ინდ.მეწარმისა და შპს-ს მეწარმეთა რეესტრში რეგისტრაცია)

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ როგორც ფილიალში, ისე ონლაინარხებით საბანკო ოპერაციების შესრულება შენთვის მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს.

გადადი ბმულზე და დაჯავშნე ვიზიტი მარტივად.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს