Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

გათამაშება მობილბანკში: მოიგე შენი წილი 150 000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან

წინ ძალიან საინტერესო და სიურპრიზებით სავსე პერიოდი გელოდება! მობილბანკში ახალი, მასშტაბური გათამაშება დაიწყო, სადაც ჯამში 150 000 ლარიანი საპრიზო ფონდი თამაშდება.

მთავარი პრინციპი ძალიან მარტივია: რასაც ყოველდღიურად ისედაც აკეთებ – იქნება ეს საყიდლები თუ შენი ფინანსების მართვა – ახლა მოგების შანსად იქცევა. 

რაც უფრო მეტ ფინალურ ბილეთს დააგროვებ, მით უფრო ახლოს იქნები მთავარ პრიზებთან:

  • I ადგილი: 80 000 ლარი 
  • II ადგილი: 50 000 ლარი 
  • III ადგილი: 20 000 ლარი

როგორ ჩავერთო გათამაშებაში?

მონაწილეობა იმდენად მარტივია, რომ ამისთვის ფაქტობრივად არაფრის გაკეთება არ გიწევს. აპლიკაციაში შესვლისთანავე, გათამაშებაში ავტომატურად ერთვები და საჩუქრად პირველ ბილეთს იღებ. 

გახსოვდეს, რომ ბილეთების დაგროვების შანსი 27 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გაქვს.

როგორ დავაგროვოთ ბილეთები?

ფინალური გათამაშების ბილეთების მოსაპოვებლად 3 მარტივი გზა არსებობს.

1. საჩუქრის ყუთი ყოველდღიური ოპერაციებისთვის

მობილბანკში შესრულებული თითოეული ოპერაცია (მაგალითად, გადარიცხვები და გადახდები) 1 საჩუქრის ყუთს გაძლევს.

  • რა უნდა გავაკეთო? გადარიცხე, გადაიხადე კომუნალური ან დააკონვერტირე თანხა და გახსენი საჩუქრის ყუთი.
  • რამდენი ბილეთი გროვდება? ამ გზით დღეში შეგიძლია 5 ბილეთი დააგროვო
  • დამატებითი პრიზები: ყუთში შეიძლება დაგხვდეს 2000-მდე PLUS ქულა ან 500 ფინალური ბილეთი.
  • ყურადღება: საჩუქრების მისაღებად ყუთის გახსნა აუცილებელია!

2. სკივრი: მისიები ყველაზე მეტი ბილეთისთვის

ბილეთების დაგროვების ყველაზე სწრაფი გზა სკივრის გახსნაა. სკივრის გასახსნელად 5 განსხვავებული მისიის შესრულება, ანუ 5 გასაღების შეგროვება გჭირდება (1 მისია = 1 გასაღებს).

  • რა უნდა გავაკეთო? შეასრულე ქვემოთ ჩამოთვლილი 5 განსხვავებული მისია, რომ მიიღო 5 გასაღები და გახსნა სკივრი.
  • რას ვიგებ? სკივრის გახსნისას გარანტირებულად, ერთბაშად 50 ფინალურ ბილეთს იღებ.
  • დამატებითი პრიზები: სკივრში შეიძლება აღმოაჩინო 2000 ლარამდე თანხა ან 1000 ფინალური ბილეთი.
  • ყურადღება: საჩუქრების მისაღებად სკივრის გახსნა აუცილებელია!

აი, მისიების ჩამონათვალი:

  • კომუნალურის, ინტერნეტის ან ტელევიზიის გადახდა
  • მობილურის ბალანსის შევსება
  • ვალუტის კონვერტაცია
  • გადახდის ან გადარიცხვის შაბლონის შექმნა
  • ავტომატური გადარიცხვის დავალების შექმნა
  • ავტომატური გადახდის დავალების შექმნა
  • სხვა ბანკიდან თანხის გადმოტანა
  • თანხის მოთხოვნა ან გაყოფა მეგობრებთან
  • ოპერაციის შესრულება შაბლონით ან ავტომატური დავალებით

3. დამატებითი ბილეთები ბარათით გადახდისას

მობილბანკის გარდა, ბილეთებს ბარათით გადახდებითაც აგროვებ. PLUS, Visa, Mastercard და Amex Debit ბარათით მინიმუმ 10 ლარის გადახდისას 1 ფინალურ ბილეთს მიიღებ.

  • რამდენი ბილეთი გროვდება? ამ გზით დღეში დამატებით 5 ბილეთს მიიღებ.
  • აუცილებელი პირობა: ამ ბილეთების მისაღებად, კამპანიის პერიოდში მობილბანკში ერთხელ მაინც უნდა შეხვიდე.

მოკლედ: რით რამდენი ბილეთი გროვდება?

  • მობილბანკში შესვლა: 1 ბილეთი 
  • საჩუქრის ყუთის გახსნა: დღეში მაქსიმუმ 5 ბილეთი
  • სკივრის გახსნა: 50 ბილეთი
  • PLUS, Visa, Mastercard ან AmEx Debit ბარათით გადახდა (10+ ლარი): დღეში მაქსიმუმ 5 ბილეთი
  • მოულოდნელი პრიზი ყუთში: შესაძლოა, დამატებით 500 ბილეთი
  • მოულოდნელი პრიზი სკივრში: შესაძლოა, დამატებით 1000  ბილეთი

ახლა უკვე ზუსტად იცი, რა მარტივია გამარჯვებასთან მიახლოება. შეასრულე ყოველდღიური ოპერაციები მობილბანკით, არ დაგავიწყდეს საჩუქრის ყუთების და სკივრების გახსნა და დააგროვე მაქსიმალურად ბევრი ბილეთი 30 სექტემბრამდე!

გახსოვდეს, რაც მეტი ბილეთი გაქვს, მით უფრო ახლოს ხარ მთავარ პრიზებთან 150 000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან!

თუ გათამაშება ჯერ არ გიჩანს, გაანახლე მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს