Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკი ლონდონის ტოპ 100-ში - რას ნიშნავს FTSE 100 ინდექსის წევრობა

4 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი კომპანია, FTSE 100 ინდექსში შევიდა.

ამ სიახლის უკან გრძელი გზა დგას, რომელიც ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, მკაფიო სტრატეგიებითა და ხედვებით გაიკვალა.

საქართველოს ბანკი ლონდონის ტოპ 100-ში

საქართველოს ბანკი პირველი კომპანიაა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის ტოპ 100 კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს ჯგუფი წარმოდგენილია ისეთ გლობალურ ბრენდებთან ერთად, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, Rolls-Royce Holdings, Shell და Barclays.

ეს კი კაპიტალის ბაზარზე ხარისხის, მასშტაბისა და მდგრადობის აღიარებაა.

გზა, რომელიც 20 წლის წინ დაიწყო

Lion Finance Group ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა. 2012 წელს კი იგი FTSE 250-ის წევრი გახდა.

ასეულში გადანაცვლებას წინ უძღოდა:

  • მუდმივი ტექნოლოგიური განვითარება
  • მსოფლიოში საუკეთესო ციფრული პროდუქტების შექმნა
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მოდელის დანერგვა
  • რეგიონული გაფართოება და სხვა

შედეგად, დღეს ჯგუფი აერთიანებს წამყვან უნივერსალურ ბანკებს, ამასთანავე ავითარებს ტექნოლოგიურად მოწინავე, ციფრულად ინტეგრირებულ საბანკო ეკოსისტემას საქართველოსა და სომხეთში.

რას ნიშნავს ეს რეალურად?

FTSE 100-ის წევრობა ავტომატურად ზრდის კომპანიის ხილვადობასა და ნდობას გლობალურ ინსტიტუციურ ინვესტორებში, ხდება კიდევ უფრო ფართო, გლობალური მასშტაბის ეკოსისტემის ნაწილი, ამასთანავე, იზიდავს მეტ უცხოურ კაპიტალს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ამბის სიმბოლური დატვირთვაც:

კომპანია საქართველოდან ახლა ლონდონის საფონდო ბირჟის ტოპ 100 კომპანიას შორისაა.

როგორც Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს:

FTSE 100-ის ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა ჩვენი ჯგუფის მიერ შექმნილი ღირებულების აღიარებაა. ეს მიღწევა ხაზს უსვამს ჯგუფის სტრატეგიის სიძლიერეს, ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვატორულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ბაზარზე. მჯერა, რომ ეს აღიარება გააძლიერებს ჯგუფის მიმართ საერთაშორისო ინტერესს და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას. FTSE 100-ში მოხვედრა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ერთობლივი მუშაობის და პროფესიონალიზმის შედეგია

და ბოლოს, ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება რეგიონულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე უმაღლეს ლიგაში გადაინაცვლოს.

Lion Finance Group ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ცვლილება კი ძალაში 23 მარტიდან შევა.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს