2 წუთი წასაკითხად
ქუჩის სპორტი: სად იმალება დიდი გამარჯვებები?
31 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინე, როგორ ყალიბდებიან ჩემპიონები ქუჩის სპორტში, თავისუფალ გარემოში. გაიგე, რატომ არის ქუჩა მომავალი სპორტული ტალანტების საწინდარი. #შენი მოედანი.
31 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
აბსოლუტურად ყველა პროფესიონალი სპორტსმენი სპორტის სამყაროსთან შეხებას იწყებს არაპროფესიონალურ გარემოსა და სივრცეში – სკოლის ეზოში, სახლის ეზოში, ქუჩაში. ყველაზე ხშირად სწორედ ქუჩიდან იწყება ბმა და დამოკიდებულება სპორტული აქტივობების მიმართ, პროფესიონალური სპორტის მიბაძვა და, რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლება.
ქუჩის სპორტს საკუთარი წესები აქვს, რომლებიც არც თუ მკაცრადაა განსაზღვრული და უშუალოდ თამაშის დაწყების წინაც კი ხდება სიტყვიერი შეთანხმება – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არ. შეზღუდვების მინიმალური რაოდენობა და „წესრიგი“ ქუჩაში მოთამაშე ადამიანებს აძლევს შემოქმედებითობისა და თავისუფლების მეტ გასაქანს, რისგანაც იბადება სპორტული აზროვნების სილაღე და შემდეგ გარკვეული ფორმებით გადადის პროფესიონალურ სპორტულ სივრცეშიც.
მაგალითად, ბრაზილიური საფეხბურთო სტილი, რომლითაც ბრაზილიის ნაკრები და ბრაზილიური საკლუბო ფეხბურთის გრანდები თამაშობენ, ჩაისახა სანაპიროებზე, ქვიშაში მობურთავე მოყვარული ადამიანების მიერ – სრულიად ბუნებრივი და ორგანული პროცესი, რომლის რეგულირება და ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია. ადამიანები საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობენ ფეხბურთს და არც კი იციან, ისე არიან ნოვატორები, ახლის შემქმნელები. ბრაზილიური ფეხბურთის სილაღე და უნიკალურობა ბრაზილიური ქუჩებისა და სანაპიროების გეოგრაფიას ემსგავსება. ქუჩა მისგან დამოუკიდებლად შთააგონებს და ახდენს გავლენას კონკრეტულ ადამიანებზე, სპორტსმენებზე და, რაც მთავარია, უშუალოდ სპორტზეც.
იმავეს თქმა შეიძლება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჯეიმს ნეისმიტის მიერ გამოგონებულ კალათბურთზე, რომელიც მართალია, კოლეჯში, უფრო აკადემიურ სივრცეში ჩაისახა, თუმცა გაგრძელდა და დაიხვეწა ქუჩაში. უამრავი ქუჩის კალათბურთელის დასახელება შეიძლება, რომელთა კარიერაც შტატებში საკუთარი უბნის სტადიონებიდან დაიწყო და საბოლოოდ NBA-ში გაგრძელდა. თითქმის ყველა საკალათბურთო მოძრაობა, სტილი, სროლის მანერა თუ ბურთის ტარების ტექნიკა მოდის ქუჩური კალათბურთიდან, რომელიც არასტანდარტულია, სხვა წესები თუ „უწესობა“ ახასიათებს.
როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში შედის კონკრეტული სპორტის სახეობა, ის უკვე თავისით ახალ ცხოვრებას იწყებს ამ ქვეყნის უნიკალურ სივრცეში, ერგება, იშლება და იფანტება კონკრეტულ კულტურულ კოლექტივში – ქუჩა სპორტისა და კულტურის შეხვედრის საუკეთესო ადგილია. პირობითი კომუნიკაცია და შემხებლობა ხალხისა და სპორტის მიმართ პირველ ეტაპზე სწორედ ქუჩაში ხდება. ქალაქში ბევრი სპორტული სივრცის არსებობა პირდაპირპროპორციულად გამოხატავს იმავე ქალაქის მცხოვრებლებში ამ სპორტის მიმართ ინტერესის პროცენტულობას – ქუჩაში რაც მეტი სტადიონია, მით უფრო მეტად უყვარდებათ ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი თუ სხვა ნებისმიერი სპორტი. ალბათობა ერთიორად იზრდება ნიჭიერი თაობების ჩამოყალიბებისა, რადგან ახალგაზრდა ადამიანებს აქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობა იმის, რომ პატარა ასაკიდანვე აღმოაჩინონ საკუთარ სხეულსა და გონებაში ფეხბურთელი, კალათბურთელი, ჩოგბურთელი თუ სხვა.
ქართული სპორტის წარმატება ანალოგიურადაა დამოკიდებული ქუჩაზე – ჩვენი უბნის სტადიონებზე თითოეული ბავშვი ნიშნავს, პირველ რიგში, თაობაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის გადადგმულ ნაბიჯს, და, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ნიჭიერ სპორტულ თაობას.
სწორედ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და სპორტული ტალანტების გამოვლენის მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურადაა ჩართული კამპანიაში #შენი მოედანი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარიჯანის ქუჩაზე პირველი უნივერსალური მოედანი მოეწყო. სივრცე ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს ერთ სივრცეში აერთიანებს – ერთდროულად სამი სპორტული სახეობა და სამი შანსი ახალგაზრდა ადამიანებს, გამოავლინონ მათში დამალული ნიჭი თუ ტალანტი.




სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა MUGA (Multi Use Games Area) კონცეფციის მიხედვით, რაც გულისხმობს თანამედროვე და მაღალი ხარისხის სპორტული სივრცეების შექმნას.
მსგავსი კამპანიების უფრო აქტიური მცდელობა, მეტი ჩართულობა და მასშტაბების ზრდა კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოში სპორტის პოპულარიზაციასა და სამომავლოდ გააჩენს მეტი სპორტული წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.
3 წუთი წასაკითხად
13 ოქტ. 2026
აღმოაჩინე კალათბურთისა და ჰიპ-ჰოპის ისტორიული კავშირი. გაიგე, როგორ შეცვალა Allen Iverson-მა NBA და მიიღე 20% ქეშბექი ფესტივალის ბილეთებზე Student Card-ით
3 წუთი წასაკითხად
2 ოქტ. 2026
საქართველოს ბანკმა DataIQ Awards 2026-ზე საერთაშორისო მასშტაბით ოთხი ჯილდო მიიღო და დაჯილდოების ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა. გაიგე, როგორ ცვლის AI შენს საბანკო გამოცდილებას
3 წუთი წასაკითხად
30 სექ. 2026
აღმოაჩინე, როგორ გააერთიანებს Tbilisi Hip-Hop Festival ბრუკლინურ კლასიკასა და ლონდონურ ენერგიას. გაიგე, რატომ არის ამ ორი არტისტის ხილვა განსაკუთრებული
3 წუთი წასაკითხად
29 სექ. 2026
აღმოაჩინე ქართული ჰიპ-ჰოპის 30-წლიანი ევოლუციის ისტორია ბრონქსიდან თბილისის პირველ ფესტივალამდე. გაიგე, რა გელოდება Factory-ში და მოემზადე 17 ოქტომბრისთვის!
3 წუთი წასაკითხად
30 სექ. 2026