2 წუთი წასაკითხად
ალპებზე მაღალი მწვერვალები და მინერალური ტბები - აღმოაჩინე ყაზბეგის ეროვნული პარკი
28 იან. 2026
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
28 იან. 2026
2 წუთი წასაკითხად
ყაზბეგის ეროვნული პარკი მათთვისაა, ვინც აღმოჩენების გზაზე არ ჩერდება, განსაკუთრებით ზამთარში. თოვლში ჩაფლული მაღალი მთებისა და ციცაბო ფერდობების, მყინვარებისა და ჩანჩქერების, მინერალური ტბებისა და მისტიკური ღრმა ხეობების აღწერა სიტყვებით შეუძლებელია; მაგრამ ამ ბლოგში მაინც ვეცდებით, მათ შესახებ ცოტა უფრო მეტი გიამბოთ და მომავალი მოგზაურობისთვის მოგამზადოთ.

იცოდი, რომ მყინვარის თეთრი მწვერვალი ალპების მონბლანზე მაღალია ან ის, რომ თრუსოს ხეობა, თერგს რომ მიუყვება, არაერთ უნიკალური მინერალური ტბას მოიცავს?!
ყაზბეგის ეროვნული პარკის უნიკალურ ბუნებრივ ლანდშაფტში ერთმანეთს მაღალი მთები და გაშლილი მინდვრები, ციცაბო ფერდობები და ღრმა ხეობები მეზობლობენ. აქაურობის აღმოჩენა, მართლაც, უსასრულო პროცესია.
პარკი 2007 წელს შეიქმნა 1976 წელს დაარსებული ნაკრძალის საფუძველზედა მისი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ალპურია, ყველაზე დაბალი წერტილი კი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს.
მაღალმთიან რეგიონში ზამთარი განსაკუთრებით მკაცრი და თან ამასთან, წარმოუდგენლად მისტიკურია. თოვლში ჩაძირული ლანდშაფტი აღმოჩენის პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს გახდის. ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე ველზე პარკის რეინჯერები ზრუნავენ.



სანახავი ბევრია და თან, არა მარტო მშვენიერი ბუნება და ისტორიულ-კულტურული ძეგლები, არამედ ადგილობრივი ხევის წეს-ჩვეულებები, მოხევეების ცხოვრების სტილი და განსაკუთრებული ტრადიციები აღმოჩენისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის.
თრუსოს ხეობა ვიზიტორთათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აღმოჩენებით სავსე მიმართულებაა. ხეობა მდინარე თერგს მიუყვება და ცნობილია თავისი ფერადი ტრავერტინებით, მინერალური წყაროებით, ალპური ლანდშაფტითა და ისტორიული ნასოფლარებით. თრუსოს მინერალური წყლები რკინითაა გაჯერებული და მიწას მოწითალო, ნარინჯისფერ ელფერს აძლევს, რაც ხეობას თითქმის არარეალურ იერს ანიჭებს. ეს წყაროები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო, ისე საყოფაცხოვრებო დანიშნულებით.
დარიალის ხეობა ყაზბეგის ეროვნული პარკის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და თან, ბუნებრივად დრამატული სივრცეა. აქ ვიწრო კანიონები, ციცაბო კლდეები და მოულოდნელად გადაშლილი თვალწარმტაცი ხედები ერთმანეთს დინამიკურად ცვლის.
ისტორიულად დარიალი საქართველოს კარიბჭედ მიიჩნეოდა და კავკასიას ჩრდილოეთს აკავშირებდა.
გველეთის ხეობაში ულამაზესი დიდი და პატარა ჩანჩქერის მონახულება მოკლე, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი საფეხმავლო მარშრუტით არის შესაძლებელი. ჩანჩქერამდე მიმავალი ბილიკი ვიწრო ხეობაში გადის, სადაც მაღალი კლდეები და ხმაურიანი ნაკადულები გაგაცილებენ.
ზამთარში გველეთის ჩანჩქერი სრულიად სხვა განზომილებაში გადადის – ხელოვნების ნიმუშად იქცევა, სადაც ყინვა და წყალი მთავარი მოქანდაკეები ხდებიან. თუ გაგიმართლებთ, გზად ხეობის ციცაბო კლდეებზე მობინადრე ჯიხვებსაც შეგიძლიათ, შეავლოთ თვალი.
ტრადიციული კერძების გარეშე მაღალმთიანი რეგიონის აღმოჩენა შეუძლებელია. თან, ყაზბეგის მთებში გატარებული თოვლიანი ცივი დღის მოხეური ხინკლის, მხლოვანის, ხაბიზგინას და სხვა ადგილობრივი კერძების დაგემოვნების გარეშე დასრულება, ცოტა რთული წარმოსადგენია.



ყაზბეგის ეროვნული პარკის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომელიც პასუხისმგებლობიანი მოგზაურობით იწყება და მხარდაჭერის მრავალ სხვა ფორმას აერთიანებს. საქართველოს ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან პარტნიორობით დაცულ ტერიტორიებზე ზრუნვის მისიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უნიკალურ ეკოსისტემებზე გაფრთხილებით ვინარჩუნებთ სივრცეებს, სადაც აღმოჩენები არასდროს სრულდება.



საქართველოს ბანკი მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად ზრუნავს არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოს ქმნიან, არამედ ბუნებაზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგანძურია. საქართველოს ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით 2010 წლიდან ზრუნავს ქვეყნის 18 დაცულ ტერიტორიაზე, რათა შენარჩუნდეს ეკოსისტემა, განვითარდეს ეკოტურიზმი და შესაბამისად, გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.
2 წუთი წასაკითხად
28 იან. 2026
საქართველოს დაცული ტერიტორიები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ხედები, ტურისტული ბილიკები ან უსაზღვრო მწვერვალები. ეს ტერიტორიები ათასობით წლის განმავლობაში კულტურულ-ეკოლოგიური პროცესებით შექმნილ ცოცხალ სისტემას მოიცავს და რეგიონის ბიომრავალფეროვნებასა და ეკოლოგიურ სიჯანსაღეს განსაზღვრავს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით 2010 წლიდან ზრუნავს ქვეყნის 18 დაცული ტერიტორიის დაცვა-შენარჩუნებაზე. კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორთან, თეა
2 წუთი წასაკითხად
17 ივლ. 2024
აღმოაჩინე ჯავახეთის დაცული ტერიტორიის საიდუმლო. გაიქეცი ზაფხულის სიცხეს, დატკბი უნიკალური ბუნებით, ტბებითა და ფრინველებით. დაგეგმე შენი დაუვიწყარი თავგადასავალი!
3 წუთი წასაკითხად
31 იან. 2024
აღმოაჩინეთ, როგორ ზრუნავს საქართველოს ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან ერთად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. გაიგეთ, რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენი ქვეყნისა და ეკოსისტემისთვის.
2 წუთი წასაკითხად
9 იან. 2024
დაისვენე ბუნებაში! გაიგე 3 მიზეზი, თუ რატომ გელოდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ზამთარში. აღმოაჩინე უნიკალური ბუნება და სალაშქრო ბილიკები.
2 წუთი წასაკითხად
28 იან. 2026
2 წუთი წასაკითხად
17 ივლ. 2024