2 წუთი წასაკითხად
ნაკრების გამარჯვება შენზეა: საგულშემატკივრო ბარათის საიდუმლო
6 სექ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგე, როგორ შეგიძლია, შენი საყვარელი გუნდის მხარდაჭერა კიდევ უფრო მომგებიანი გახადო. აღმოაჩინე საგულშემატკივრო ბარათის სპეციალური შეთავაზებები და ისარგებლე ფასდაკლებებით. შეიტყვეთ მეტი აქ!
6 სექ. 2023
2 წუთი წასაკითხად
თუ ფეხბურთს უყურებ, გეცოდინება, რამხელა მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრობას. არაერთხელ უთქვამთ ფეხბურთელებს, მათ შორის ჩვენს ბიჭებსაც, რომ როცა სტადიონზე ან სხვა ფორმით, თუნდაც სოციალურ ქსელებში მხარდაჭერას გრძნობენ, თამაშსაც გაორმაგებული მოტივაციით უდგებიან და შესაბამისი შედეგიც იდება.
საქართველოს ნაკრებს წინ ორი დიდი მნიშვნელოვანი შეჯიბრი აქვს – ესპანეთთან (8 სექტემბერს) და ნორვეგიასთან (12 სექტემბერს). როგორც ყველა სხვა მატჩზე, აქაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაკრებს განსაკუთრებული გვერდში დგომა ვაჩვენოთ. მხარდაჭერის გამოხატვა ბევრი ფორმით შეიძლება – სტადიონზე დასწრებით, სოციალურ ქსელებში, ტელეეკრანებთან და სპეციალურად ფეხბურთის მატჩისთვის მოწყობილ რესტორანში, პაბსა თუ ბარში. თუმცა, საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის ამ ყველაფერთან ერთად ნაკრების გულშემატკივრობის კიდევ ერთი ფორმა არსებობს – საგულშემატკივრო ბარათი.
ამ ბარათის აღებას 23 სექტემბრამდე მობილბანკში სრულიად უფასოდ შეძლებ და ყველაზე მთავარი – შეგიძლია, შენ თვითონ შეარჩიო ბარათის დიზაინი საყვარელი ფეხბურთელის ნომრით. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი ფორმით შეძლებ, ეროვნულ ნაკრებს დაუჭირო მხარი, ამ ბარათს კონკრეტულად ფეხბურთის გულშემატკივრებზე მორგებული შეთავაზებები აქვს – ეროვნული ნაკრების ოფიციალურ საგულშემატკივრო მაღაზიაში fanshop.ge მუდმივ, 15%-იან ფასდაკლებას მიიღებ და თუ 8 სექტემბერს საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრები, სტადიონზე მდებარე საკვებ ობიექტებში გადახდილი თანხის 50% დაგიბრუნდება (მაქსიმუმ 50 ლარი). ბარათის ასაღებად ფილიალში მისვლა არ არის საჭირო, მის გააქტიურებას მობილბანკში ან ვებგვერდზე, რამდენიმე კლიკით მარტივად შეძლებ.
ნაკრების წარმატება გულშემატკივრობაზეც დგას, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სადაც ვიქნებით და რა ფორმითაც შევძლებთ, მათ ჩვენი მხარდაჭერა ვაჩვენოთ და გავამხნეოთ. თუ თბილისში ხარ, სტადიონზე მისვლით, თუ სხვა ქალაქსა ან რეგიონში – ტელეეკრანებთან და სოციალურ ქსელში და ყველგან – საგულშემატკივრო ბარათით.
ისღა დაგრჩენია, ბარათი გააქტიურო, fanshop.ge-ზე ნაკრების მაისური და აქსესუარები შეარჩიო, საქართველო-ესპანეთის მატჩისთვის მოემზადო და 8 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაეშურო. და არ დაგავიწყდეს, თამაშის ყურების პარალელურად საკვებსა და სასმელს 50%-ით ნაკლებ ფასად შეიძენ შენი საგულშემატკივრო ბარათით.
2 წუთი წასაკითხად
1 ოქტ. 2026
გაიგეთ, როგორ გადაიქცა თბილისის ქუჩები საგულშემატკივრო ტრიბუნებად. საქართველოს ბანკის კამპანია „ქომაგობა არ ჩერდება“ და ეროვნული ნაკრების უწყვეტი მხარდაჭერა ცარიელი სტადიონის მიღმა
2 წუთი წასაკითხად
25 სექ. 2026
ერთა ლიგა იწყება! გაიგე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი, შემადგენლობა და შემოუერთდით ქომაგებს „დინამო არენასთან“. ქომაგობა არ ჩერდება!
1 წუთი წასაკითხად
18 სექ. 2026
25 სექტემბერს, 17:00 საათიდან შევიკრიბოთ „დინამო არენასთან“, დავხვდეთ ნაკრების ავტობუსს და ვაჩვენოთ ბიჭებს, რომ მარტო არ არიან
3 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2026
ბუდუ ზივზივაძის გზა ევროპის ჩემპიონატამდე სავსე იყო გამოწვევებით. გაიგე, რა როლი ითამაშა მამის მხარდაჭერამ მის კარიერაში და რატომ არის ის შვილის მთავარი ქომაგი.
1 წუთი წასაკითხად
18 სექ. 2026
3 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2026